მოცუცქნული ისტორია, შენთვის ❤️ Nabii-
____________
- რას გააკეთებ უჩემოდ? - მკითხა მან. უკვე საკმაოდ შეჰპარვოდა მის ხმას სევდის ბზარი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ წასვლა უჭირდა, მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა. ახლა კი ვუყურებ და ვხვდები, თუ როგორ ცდილობს თავის შეკავებას, რათა ბოლომდე არ ჩამოიშალოს ჩემ წინ და არ ატირდეს.
- ცხოვრებას გავაგრძელებ ისე, როგორც აქამდე. - ვცადე მტკიცე ხმით მეთქვა. მე ხომ ასეთი ვარ. მასაც კი არ ვაგრძნობინებ, თუ როგორ მიჭირს მისი გაშვება. საკუთარ თავს ვემუდარები, რომ არ ვიტირო და რაც შემიძლია ფართოდ ვიღიმი.
- თავი მაინც მომაჩვენე, რომ უჩემოდ მოიწყენ. - ყველაზე ლამაზი ღიმილით იღიმის ამ ქვეყნად და თმაზე მეფერება. არაფერს ვპასუხობ, ის კი აგრძელებს. - მე ძალიან მოვიწყენ... ხომ იცი, უცხო ადამიანებთან ყოფნა ნაკლებად გამომდის.
- დარწმუნებული ვარ მალე შეეჩვევი. უბრალოდ ეცადე ხალხს ზემოდან ყურება არ დაუწყო და შენი ნარცისული იუმორიც მოიშორე.
- არადა ყველაზე მეტად ეგ მოგწონს ჩემში, რადგანაც თავად ეგეთი ხარ. პატარა ნარცისო. - ჯინი ფეხზე მჩქმეტს, რის გამოც ჩემგან იდაყვი ხვდება მუცელში და ისიც ოსკაროსანი მსახიობის ოსტატობით, ბოლომდე ცდილობს ფილმის სცენა გაითამაშოს, სადაც ადამიანი მუცელში დარტყმით კვდება. ყურადღებას არ ვაქცევ. რაც უფრო ვიაზრებ, როგორ დამაკლდება მის სიახლოვეს ყოფნა, მისი ხმის გაგონება და შეტყობინებები, მით უფრო მიჭირს ცრემლების შეკავება.
- ამ ბოლო თვის განმავლობაში იმდენჯერ გნახე, მგონი ამდენჯერ მთელი ურთიერთობის განმავლობაში არ მინახავხარ.
- კარგი, მე აიდოლი ვარ, ცნობადი სახე და განრიგი სულ დაკავებული მაქვს. მაგრამ მე უფრო ხშირად ვახერხებ შენთან მოსვლას, ვიდრე შენ. - მოჩვენებით მიბრაზდება და ხმას უწევს.