თავისუფალი

107 11 28
                                    

ვარსკვალევებით ვტკბები, მიუხედავად იმისა, რომ ცივა, მე მხოლოდ თეთრი, თხელი საღამურები მაცვია და ცას ისე შევყურებ, თითქოს ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვუყურებდე.

ვარსკვლავები ანათებენ, ბევრს გზასაც უნათებენ, მაგრამ მე არა. ასე მგონია, ის სინათლე, რომელსაც ჩემთვის გზა უნდა გაენათებინა ჩაქრა, მოკვდა ან უბრალოდ გაქრა.

არვიცი აქ რატომ ვარ, შესაძლოა მიზეზი არც არსებობს, ან შეიძლება არსებობს კიდევაც, მაგრამ ზედმეტად ბევრია, რომ ჩამოთვლა დავიწყო.

თავს დამძიმებულად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხეულზე ტვირთი მადევს, რომელიც სამუდამოა და მოცილება შეუძლებელია.

მიყვარს სახურავები, საერთოდაც, მიყვარს მაღალი შენობები, სიმაღლე, ადრენალინი. ეს ყველაფერი თავს კარგად მაგრძნობინებს, მსუბუქად, თითქოს მხოლოდ აქ შემიძლია თავისუფლად სუნთქვა და არსებობა.

ვარსკვლავებს მზერას ვწყვეტ, სახურავს ვავლებ თვალს და კიდესთან დატოვებულ ჩემს ძველ ფურცლის ნაგლეჯს ვპოულობ, რომელიც საგულდაგულოდ მქონდა ჩატენილი ჩამოშლილ ბიტონში, რომ ჩემს გარდა არავის ენახა.

არ ვიცი, რატომ ვწერდი ამ წერილს, ან საერთოდაც რა ეწერა წერილში. ერთადერთი რასაც წერილში ვხედავ და ვარჩევ, ეს გადღაბნილი ასოებია, რომლიდანაც ვერაფერს ვიგებ.

სურვილი მიპყრობს ქვემოთ ჩახედვის, ქვემოთ, მანქანებისკენ და ხალხისკენ, რომლებიც ჭიანჭველებივით ჩანან. ვიხედები, ვემორჩილები ჩემს სურვილებს და თანდათანობით უფრო მეტის სირვილი მიპყრობს.

ვერც კი ვაცნობიერებ როდის ვდგები კიდესთან, ვერც იმას თუ როგორ ვეშვები უკან, თითქოს უსასრულობაში. ვერ ვგრძნობ შიშს, პირიქით, მსიამოვმებს.

ისეთი შეგრძნება მექმნება, რომ ტვირთი მოვიცილე მხრებიდან, მომწონს ეს სიმსუბუქის შეგრძნება, სასიამოვნოა, იმაზე სასიამოვნო ვიდრე ჩემი ცხოვრების თითქმის ეს 17 წელი.

ამბობენ, როცა ადამიანი სიკვდილს უახლოვდება მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს ფრანგმენტებად ხედავსო. ტყუილია. ყოველ შემთხვევაში მე არაფერი დამინახავს, ალბათ მიზეზი ისაა, რომ საუკეთესო მომენტები, რომლებიც დამამახსოვრდებოდა არასდროს მქონია.

ხელებს ვშლი, სიამოვნებით ვისუნთქავ ცივ ჰაერს, თავს თავისუფლად ვგრძნობ, ვიღიმი და ვუახლოვდები ჩემი სიკვდილის წამსაც.

მხოლოდ რამოდენიმე წამიღა და ჯოჯოხეთის კარიბჭეს მივადგები.

სამი...

ორი...

ერთი...

თვალებს სწრაფად ვახელ, გული გიჟური სისწრაფით მიცემს, მთელ სხეულზე ოფლი მასხავს და კანკალს ვერ ვწყვეტ. დაღლილობის გრძნობა მთელ სხეულში მივლის, მაგრამ გონება გათიშული ვერაფერს ვახერხებ. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს, ბოლოს რაც მახსოვს ისაა, თუ როგორ ვუახლოვდებოდი ქვაფენილს და სიკვდილის ანგელოზს.

ფიქრები კიდევ უფრო ცუდად მხდის, სუნთქვა შეუძლებელი ხდება, გული საშინლად მტკივა და ბაგეებიდან მტკივნეულ კვნესასთან ერთად რამდენიმე უწმაწური სიტყვაც მცდება.

შუა ღამეა, დაძინებას ვეღარ ვახერხებ და წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო. უბრალოდ ვწევარ, ჭერს ვუყურებ და ფიქრები ჩემი კოშმარისაკენ მიდის.

ეს არ არის პირველი, არც ბოლო და უკანასკნელი. კოშმარები კვირაში 4-ჯერ მაინც მესიზმრება, მაგრამ ვერ ვაკონტროლებ მათ, ვერ ვმართავ.

ყოველი სიზმრის შემდეგ უფრო და უფრო მეტად მიზიდავს სუიციდური ფიქრები. უფრო და უფრო მეტად მინდა, რომ ჩემი სიკვდილი არა სიბერით ან დაავადებით, არამედ ჩემი ნებით ისე დავასრულო, როგორც მინდა.

ვცდილობ ვიდგე მყარად, ვიყო ძლიერი და შევეჭიდო ცხოვრებას, მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს, განა რამდენ ხანს შევძლებ დავაძალო თავს ის რაც არ მინდა? რამდენ ხანს დავაძალებ თავს რომ ვიცოცხლო?

არავინ იცის.
არც მე ვიცი.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~♡

თავისუფლებაWhere stories live. Discover now