4 თავი

732 60 10
                                    

სკოლა სკოლა და სკოლა. წაიღეს ტვინი.
ერთი სული მაქვს დასრულდეს. მაინც აღარაფერს ვსწავლობ, არც კი მჭირდება, ეს ჩემს ნიშნებზეც კი არ მოქმედებს.
აი დღევანდელი მოულოდნელი ტესტი კი მგონი რომ იმოქმედებს, როგორც ჩანს სანამ მე მეძინა სხვები გააფრთხილა, მაგრამ დიდად არც ისინი ჩანდნენ მომზადებულები.
საბოლოოდ ერთობლივი მუშაობით ვფიქრობ გადავრჩით. მთელი კლასი ერთმანეთს აწერინებდა, გაგვიმართლა.

გაკვეთილების შემდეგ იუნგი და ჯიმინი ისევ გაქრნენ, გული მწყდება რომ ჯიმინს ვეღარ ვნახულობ, მაგრამ მისი მესმის, სასიყვარულო ცხოვრებითაა დაკავებული, ბოლოს და ბოლოს ამას ხომ ამდენი ხანი ელოდა. კიდევ რამოდენიმე დღეც და ვფიქრობ ხშირად ვნახავ ჯიმინს.

ჰეჯინს რაც შეეხება, აზრზე არ ვარ რა ვქნა, ერთი ის ვიცი რომ ახლა პირდაპირ სახლში წავალ და დავიძინებ, ან ვიდეო თამაშებს ვითამაშებ.

ეზოში გასული, წინ ჯონგუკი მეღობება, რა უნდა აქ?

"გამარჯობა" მიღიმის.

"გამარჯობა" მეც ვუღიმი.

"ამდენი ხანი სადხართ? ან ბიჭები სად არიან? იცი რამდენი ხანი გელოდებოდით? მაგრამ არცერთი აღარ გამოჩნდით, ბოლოს შენ მოგკარი თვალი თორემ წასვლას ვაპირებდი"

"რატომ გველოდებოდი?"

"იუნას მოვაკითხე მაგრამ საქმე გამოუჩნდა და აქ მოსული გადავწყვიტე თქვენხ გნახავდით, მაგრამ დანარჩენები?"

"ჰოსოკი ჯინი და ნამჯუნი ტესტებს წერენ, ჯიმინზე და იუნგიზე თქმა საჭირო არ არის"

"ორ ახლად გამოჩეკილ ბარტყებს გვანან"

"ბარტყებს რატომ?"

"მერავიცი, რაც პირველი მომივიდა აზრად ეგ ვთქვი" ამაზე მეცინება. სულელი.

"კარგი რა გეგმები გაქვს დღეისთვის?" მივდივარ ის კი მომყვება

"ძილი ან ვიდეო თამაშები"

"საერთოდ ძილის გარდა სხვა რამეს აკეთებ?"

Are We Sinners?Where stories live. Discover now