.

114 14 8
                                    

"Have you left the seat for me?
Is that such a stretch of the imagination?"

***

სუსხიანი მარტის თვე იყო, როდესაც მისი სუსტი სხეული გამოჩნდა ფეხბურთის მოედანზე.

დაკარგულიყო.
ვერ იგებდა მაყურებლის ადგილი როგორ დაეკავებინა, ანუ როგორ მოხვედრილიყო იმავე ადგილას, სადაც მე ვიყავი.

პირველად ვხედავდი მას.
ყოველი შემთხვევისთვის ქალაქის ამ ნაწილში არასდროს გამოჩენილიყო.

ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაბნეული გამომეტყველება და ის უხერხული ღიმილი, როდესაც ცდილობდა გზა ეპოვნა სკამებზე მოსახვედრად.

მოედანზე მყოფი სხვა ბიჭებისგან განსხვავებით შედარებით დაბალი და სუსტი ჩანდა.

მისმა თითოეულმა ნაწილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ დავიფიცებ, რომ გონებიდან არასდროს ამომივა ის წვრილი ტანი და ტუჩები, რომლიდანაც სიგარეტის კვამლს უშვებდა.

ერთ ადგილას ტრიალებდა.
ვხვდებოდი, რომ ერიდებოდა ვინმესთვის ეკითხა თუ, როგორ მომხვდარიყო სკამებთან.

რა თქმა უნდა ერიდებოდა, ეს ხომ ყველამ იცის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს.

მაგრამ არა მან.
მან არ იცოდა.
ის აქაურიც კი არ იყო.

საკუთარი სიგარეტის ღერი, გვერდით მოვისროლე და კიბეებისკენ წავედი, რადგან მათი დახმარებით ქვევით, კიბეების ქვეშ მოვქცეულიყავი, რომ შემდეგ მოედანზე მოვმხვდარიყავი.

და ის ღიმილი.
ის ოდნავ აცდენილი კბილები, რომლებს შორისაც სიგარეტი ეკავა, როდესაც ნერვიულობდა.

მისი ღიმილი იყო, რომელიც სიზმრად მევლინებოდა, მე-ინსომნიით დაავადებულს.

Have You Left The Seat For Me?Where stories live. Discover now