მეხი დაეცეს იმ დასაწვავს შენს თავს, რომ დამაშორა და ამ ტანჯვის კენწეროში დამტოვა კიბის გარეშე.
ცეცხლი წაკიდებოდეს მის სულს, დაე იწვოდეს მარად და მარად. ზუსტად ისე, როგორც მე მეკიდება ალი ყოველ დილას შენი ტრფობისგან, ჩემო თოვლის ფიფქო.
ღამე არ გავა ჩვენი პირველი შეხვედრა, რომ ტილოზე არ გადავიტანო... გავიხანგრძლივო მახსოვრობა შენი ნაკვთების.
ნეტავ ახლა კიდევ ერთხელ დამენახე... განა მეტს რას ვითხოვ?! უკვე ავსულებიც ჩემს თავს შეავედრებენ დიდ ღმერთს - მაღლა, რომ გამომჯდარა და თავზე ჩამომცქერის ჩაის ფინჯნით ხელში.
მოლბერტი დამცინის, სადღაც ახლოს მყოფი სიკვდილიც ყურში ჩამბზუის წამომყევი, მე გაჩუქებ შენს ლამაზმანსო...
განა მაგან რა იცის, რომ წუხელ უსიკვდილოდ მეწვიე?
"უღრუბლო ცაა, ისეთივე წმინდა და სუფთა, როგორც შენი სული - მინდვრის ყვავილებით, რომ შეამკო შენმა ძვირფასმა დედამ.
პეპლები ჰაერში დაფარფატებენ. ზუსტად ისეთი ნეტარებით ცოცხლობენ ჩემი გული, რომ განიცდის შენი ყოველი დანახვისას.
ჩემო ტკბილო, არ დამენახები? არ გაიჭრება შენი სითბო ყინულივით ცივ ჰაერში, რომ გაზაფხული წამით, მაინც დამიდგეს ამ დაწყევლილ ყოფაში?
ოკეანის ზვირთებში ვარ მოქცეული. ხომ იცი, რომ ცურვა არ ვიცი?! მალე ფსკერს მივაღწევ, ლორელაი... იქ კი შენი ჯადოსნური ამბორიც ვეღარ დამიბრუნებს ფერს. მხოლოდ გულს შერჩება სითბო, მაგრამ ისიც ვერ შეიკუმშება შენი სახელის ყოველი მარცვლის ხსენებაზე.
ნეტავ ამ ლურჯი პეპელასავით დამსკუპებოდე ხელის გულზე ახლა შენს მოახლოებას, რომ მოასწავებს.
- ოღონდ შენს თვალს არ მოაკლდეს სინათლე... - ვაი, რა ტკბილად შემეფაკლა ღაწვები შენ, რომ შუბლი შუბლზე მომაწებე.
სიყვარულის პეპელა წამში ჰაერში გატკბა, კიდევ ერთხელ შეიგრძნო გაზაფხულის სიფაქიზე მის ფრთებზე მოფერებისას. ვინ იცის როგორ აუტოკდა გული?
- ბროლს დამსგავსებიხარ, ჩემო ძვირფასო. სულ აღარ ჭამ?
- შენი წასვლის შემდეგ, რომ ვსუნთქავ ისიც მიკვირს, ლორელაი. ბევრს მოითხოვ ჩემგან.
- მაგრამ არ უნდა შეინარჩუნო ეგ წვნიანი ბაგეები ჯანმრთელი და ატმისფერი ჩემთვის? არ იმსახურებს ჩვენი შვილი, რომ ლოყები მამამ სიხარულით და ენერგიით სავსემ დაუკოცნოს, იმის მაგივრად, რომ მის ხელში აყვანას საუკუნოდ ეწვალებოდეს?
- ოჰ, ჩვენი კასანდრა... ცოტათი გამინაწყენდა წინა შეხვედრაზე.
- რა დააშავე, იუნგი?
- მთხოვა დამხატეო, მე კი თვალთ ბინდი გადამეკრა. სრულ სიბნელეში ჩაძირულს მხოლოდ კასანდრას ხმა მესმოდა. ამის გამო ვერც დავხატე და ეგონა, რომ უბრალოდ ვზარმაცობდი.
- დაველაპარაკები, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები. შენსავით ჯიუტია.
- მის გამო იეშუასაც ვიწამებ...
- ჩემთვის რატომ არ იწამე?!"
ოღონდ შენ არ ეწამებინე წუთისოფელს, მეცღა ვიწამებდი ქრისტეს.
•
სიზმარი... სიზმარი... სიზმარი...

DU LIEST GERADE
Oh, mi dulce dios
Fanfiction"შენს გულში არ ვიცი, მაგრამ იმ ქაღალდებზე ნამდვილად ვცოცხლობ გულის ჯიბით, რომ დაატარებ."