"ულმობელობა და ლამის გულქვაობაც კია, ქალის გრძნობას რომ არ გაიზიარებ. მაგრამ განაგონი და წანაკითხი კვალს ნაკლებად ტოვებს - მხოლოდ ის, რასაც გული თვითონ გადაიტანს, საცნაურს ხდის მისთვის გრძნობის ჭეშმარიტ ბუნებას"
ლოლას მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. ნახევარ საათში ერთხელ გამოდიოდა მისაღებ ოთახში და ჯინს ამოწმებდა. ეშინოდა ტემპერატურას არ აეწია ან შემთხვევით ჭრილობიდან სისხლს არ დაეწყო გამოჟონვა.
გამოვიდოდა და სევდიანი თვალებით დახდავდა მშვიდად მძინარე ბიჭს. გოგომ იცოდა, რომ ჭრილობა კარგად გაკერა და დარწმუნებულიც იყო, რომ სისხლის გადასხმის და ანტიბიოტიკის მიცემის შემდეგ, ტემპერატურა არ აუწევდა. ან არ დაუვარდებოდა, მაგრამ მაინც ამოწმებდა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
არც იმის ფიქრმა დააძინა ლოლა, თუ როგორ აკოცა ხელზე ნახევრად გაბრუებულმა ჯინმა და როგორ უთხრა - "შენ ჩემი ანგელოზი ხარ ლოლა".. თუმცა იმედს გულში შეპარვის უფლება არ მისცა და მაშინვე გაიფიქრა, რომ ეს მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენისათვის მადლოერების გამოსახატად გააკეთა და სხვა არაფერი.
დილის რვა საათი იყო, როცა ლოლა ოთახიდან გამოვიდა, სამზარეულოში შესასვლელად, რათა ჯანსაღი წვნიანი მოემზადებინა ჯინისთვის. წამლების მიღების შემდეგ, უნდა ეჭამა, რომ ორგანიზმს ენერგია დაებრუნებინა და შემდეგ ეს ენერგია შეენარჩუნებინა.
ჩუმად ჩაუარა მისაღებში დიგანზე მწოლიარე ბიჭს და სამზარეულოში შევიდა. როდესაც ბოსტნეულს ჭრიდა, მაგიდაზე ტელეფონის ვიბრირებამ მიაქცია მისი ყურადღება. ჩაის ტილოზე გაიმშრალა ხელები და ტელეფონის ეკრაზე ანათებულ სახელს - კიმ ნამჯუნს - ერთხანს დააცქერდა.
YOU ARE READING
ერთადერთი დღით || K.S.J
Fanficკონტრაქტი, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენს სოკჯინს და ულამაზეს ლექტორს ლოლას ერთმანეთთან აკავშირებს, მხოლოდ ხორციელ ურთიერთობას მოიცავს. მაგრამ, რა მოხდება, როდესაც ქალს მამაკაცის მიმართ აკრძალული გრძნობები უჩნდება?! __________________________________...