საშიში ისტორია part 1

66 19 8
                                    

გამარჯობა ჩემი სახელია მარი ეს ისტორია მე და ჩემს მეგობარს გვეხება.....კიდე ვერ ვივიწყებთ  რაც მოხდა.

"გასულ ზამთარში.იანვრის დასაწყისში დეიდა_მილი არდესონმა. მთხოვა რომ მისი სახლი დამეტოვებინა.   ის ერთი კვირით სახლიდან მიდიოდა და უნდოდა რომ მისი სახლისთვის და კატებისთვის ვინმეს მიეხედა.
თავიდან ეს იდეა არ მომეწონა დეიდა მილის, სახლი მდებარეობდა ქალაქის ზვარზე. რის გამოც ხშირი ტყე იყო და ის იზოლირებული იყო მეზობლებისგან.
შუა ზამთარში მარტო ამ სახლში დარჩენა ცოტათი მაშინებდა, თუმცა როგორც კოლეჯის უფულო სტუდენტი  თანხა ძალიან მჭირდებოდა. რომელიც
დეიდა_მილიმ შემომთავაზა  ამ საქმისთვის.
7 იანვრის დილას მასთან წავედი და დეიდა_მილი მის საძინებელ ოთახში ვიპოვე, "დიდი მადლობა მოსვლისთვის მარი" მითხრა მან.
" არაა პრობლემა" ვუთხარი მე.

"მატარებლის სადგურთან უნდა მივიდე
მითითებები და სასწრაფო ნომრები სამზარეულოში დაგიტოვე,მაცივარში უამრავი საკვებია, დარწმუნებული ვარ რომ კარგად იქნები.
"ნუ ინერვიულებ დეიდა_მილი აქაურობას კარგად მოვუვლი. "დარწმუნებული ვარ ძვირფასო ახლა კი ჯობია რომ წავიდე, ოჰ, კიდევ ერთი რამ მან მწვანე ფართო თვალებით შემომხედა, მისი სახე, მოულოდნელად
დასერიოზულდა, "არ შემოუშვა ის".
"უკაცრავად" ვუთხარი მე.
"ის ღამით მოდის ზამთრის თვეებში არ შემოუშვა ის, უბრალოდ დაიგნორეთ და ის წავა. მშვიდობით საყვარელო მან ლოყაზე მაკოცა ჩანთები აიღო და წავიდა.   დაბნეული ვიყავი და თან ცოტა შემეშინდა ჩემ თავს ვაჯერებდი რომ ეს, არაფერი იყო. დეიდა_მილი, მოხუცი იყო და ეს ყველაფერი სიბერის ბრალი იქნებოდა,  არაფერი იყო საშიში ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მქონდა, 
არ მინდოდა მეფიქრა იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ეს რაღაც, ან რისი გაკეთება შეეძლო თუ,კი შემოვუშვებდი.

"პირველი დღე კატების და სახლის მოვლაში გავატარე ქარიშხალი ამოვარდა და ტემპერატურა ძალიან დაბლა დაეცა, საწოლში წავედი.
სამი ფენა ტანსაცმელი მეცვა და თან საბანიც დავიფარე, მიუხედავად საშინელი ქარისა და მარტო ყოფნისა მაინც დავიძინე,  ზუსტად საღამოს 11 საათზე დაიწყო კაკუნი. სუსტი იყო თან შორიდან მოისმოდა. თუ გავითვალისწინებთ სახლის ზომას ჩემს ოთახსა და წინა კარს შორის ბევრი ადგილი იყო. მაგრამ ხმა მაინც ისმოდა,
საწოლზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი,
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ დროს ასეთ ამინდში. შემდეგ გამახსენდა, დეიდა_მილის სიტყვები
"არ შემოუშვა ის
რამდენჯერაც მინდოდა დამეჯერებინა რომ ეს მხოლოდ გიჟი მოხუცის სიტყვები იყო. მე ცუდი გრძნობა მქონდა.
თითქოს რაღაც საშინლად ცუდი იყო გარეთ, და, საშინელ რამეს დამართებდა თუ,კი შემოვუშვებდი.
მე 19 წლის ვიყავი ღვთის გულისთვის დიდი ვიყავი იმისთვის რომ ღამეში რამის გაფაჩუნებას შევეშინებინე, მაგრამ კანკლას ვერ ვაჩერებდი. ლოგინში ჩავწექი და საბანი თავზე დავიხურე, ვლოცულობდი რომ კაკუნი შეწყდებოდა. ის არ შეწყდა ხუთი წუთი გავიდა, ათი წუთი, ხუთმეტი, აღარ შემეძლო საწოლიდან წამოვდექი ტელეფონი ავიღე, და ფანარი ჩავრთე, და ხმისკენ წავედი.   კაკუნი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მას, " მოაჯირიდან გადავიხედე და ფანარი კარებს მივანათე , კარების პატარა მინის ფანჯარაში, ძლივს ვხედავდი ვიღაცის თავს, კიბეებზე ჩამოვედი და კარებთან მივედი.  არ ვაპირებდი რომ გამეხსნა კარი მაგრამ მინდოდა რომ ის წასულიყო  და კაკუნი შეჩერებულუყო.
"წადი დავუყვირე მე პოლიციას ვურეკავ.
კარზე კაკუნი მოულოდნელად შეჩერდა,
შემდეგ პატარა ბავშვის ხმამ მეორე მხარეს დაიწყო სიმღერა,
"არ შემიძლია დარჩენა მაგრამ გარეთ ძალიან  ცივა უნდა წავიდე მაგრამ გარეთ ცივა.   "რა ჯანდაბაა"
უკან დავიხიე და კიბეებზე ავირბინე საძინებლის კარები მოვიჯლახუნე, მე მაინც მესმოდა სიმღერა თუმცა ხმადაბლა, ის გარეთ იდგა და სიმღერას არ წყვეტდა.  ნუთუ ესაა ის რაზეც მან გამაფრთხილა ვფიქრობდი რომ მკვლელი იყო იქ რომ ცდილობდა მოვეტყუებინე ან იქნებ მეზობელი მაშინებდა. წარმოდგენა არ მქონდა მაგრამ ერთი რამ დარწმუნებული იყო კარს არ გავაღებდი. საწოლზე ჩამოვჯექი და კედელს მივაშტერდი ველოდები. რომ დასრულდება. ზუსტად 12 საათზე სიმღერა გაქრა, ქარი და თოვლი ჩამოწვა და დაძინება შევძელი.
მეორე დილით მე დავურეკე დეიდა_მილის და ვუთხარი რაც მოხდა, "შემოუშვი" მკითხა მან "არა დეიდა_მილი,
"კარგი, არასოდეს შემოუშვა ის. არც კი გააღო კარი რათა გარეთ გახედვა მოგინდეს სერიოზულად,ვამბობ მარი.
"მესმის მაგრამ რა არის ეს დეიდა_მილი
გრძელი პაუზის შემდეგ მითხრა 
"უბრალოდ არ შემოუშვა ის და მან გათიშა.  "რა ჯანდაბა ხდება?
იქნებ დეიდა_მილის ერთ_ერთ მეზობელს ქონდა პასუხი,

საშიში ისტორიები😱❤️Where stories live. Discover now