Goodbye goodbye

33 7 5
                                    

                 28/02/2015
ეს მე ვარ ჯონგუკი, ახლა საუბარი არ შემიძლია დატოვეთ შეტყობინება:

Taehyung:
დიახ,მე გავგიჟდი, მონატრებამ გამაგიჟა, მენატრები!

08/03/2015

Taehyung:

გაზაფხული მოვიდა, ხომ იცი ეს ჩვენი საყვარელი დროა, მაგრამ ამჯერად სახლიდან ვუყურებ, როგორ მწვანდება და ფერად ფერებში იღებება გარემო.

გახსოვს? ჩვენც გაზაფხულზე შევხვდით ერთმანეთს, ალუბლის ყვავილობის დროს. პირველივე დღეს მაკოცე, მახსოვს შენს სახეს, როგორ ეყრებოდა ვარდისფერი ნაზი ყვავილები, ახლა კი შეგიძლია პრინცივით მოხვიდე, ისევ დაიბყრო ჩემი გული და კვლავ იგივე გააკეთო. ახლაც მახსოვს შენი ცივი, ნაზი ტუჩების შეხება, გაიმეორე ჩემთვის, და გახსოვდეს შენი დაპირება.
"სამუდამოდ ერთად!"

წელს ნაადრევად დაიწყო ყვავილობა!

10/03/2015

Taehyung:

ღმერთი გაპატიებს თვითმკვლელობას, მაგრამ არა მე!

კვლავ ჩაიჩურჩულა ტელეფონში, მაგრამ იცოდა არავინ უპასუხებდა.

ტივილი ორმაგდება.

"თეჰიონი ფანჯრიდან უყურებს, როგორ ჩამოვარდა პირველი ალუბლის ყვავილი, სანამ ხეს, რომელიც მისი სახლის პირდაპირ დგას, სიყვარულის ბაღში არ ჩამოვარდება უკანასკნელი ყვავილი, მანამდე იცოცხლებს მის გულში ბიჭი სახელად ჯონგუკი"

11/03/2015

Taehyung:
ალბათ მართლა გავგიჟდი, რადგან ვიცი რომ შენ ჩემი გესმის!

ძლიერ დახუჭა თვალები
ბიჭმა და მწუხარებით ჩაილაპარაკა:

არ უნდა ვტოვებდე შეტყობინებას, მაგრამ მჯერა რომ ნახავს!

"ალუბალი ყვავილობს, ახალგაზრდა წყვილების სიყვარუთით გაგიჟებულია, ნეტავ საუბარი შეეძლოს, მხოლოდ ისაა მხილველი უამრავი ბედნიერების, ნეტავ შეეძლოს მთელი ცხოვრება იყვავილოს, ყველას გულში დაანთოს ცეცხლი, ყველა გადარიოს იმ გრძნობით რასაც ჰქვია სიყვარული !"

Goodbye LoverWhere stories live. Discover now