ძლიერი მოქაჩვა, ყელზე მჭიდროდ შეკრული ჰალსტუხი იატაკზე ეცემა. ღილები ერთმანეთის მიყოლებით იხსნება და მალე თეთრი პერანგი პიჯაკთან ერთად მიჰყვება ჰალსტუხის გზას. მაღალი სხეული მტკიცე ნაბიჯით უახლოვდება საწოლზე გაშლილ შავ ანაფორას, აკვირდება და სახეზე ღიმილი ურბენს. ხელს უდიერად ავლებს მრავალთათვის წმინდა სამოსს და შიშველ სხეულს უსიამოვნოდ ცხელი ნაჭრით ფარავს. ყელზე პატარა თეთრ საყელოსაც ირგებს და წესისამებრ ასწორებს. საკუთარი ანარეკლის დანახვა კიდევ უფრო ახალისებს, მოქუფრული წარბები იშლება, ალფა ხმამაღლაც კი იცინის და ოთახს ტოვებს. მისაღებში წამიერად გახევებულ მოახლეთა მზერას აიგნორებს და მისთვის გაღებული კარიდან ამაყად მომღიმარი გადის. საყვარელი მანქანა, ღამის ცაზე უფრო ბნელი ლამბორჯინი ჰურაკანი, იქვე ეზოში ხვდება, რითაც საკმაოდ კმაყოფილი რჩება. თავსდება და პირველ რიგში ძრავის ხმით ტკბება შემდეგ კი ადგილს სწყდება და ტრასაზე გაჭრის თანავე ბაგეებს შორის სიგარეტს იქცევს. მომწამლავი კვამლით ივსებს ფილტვებს, ცივი ნიავით ტკბება და ღიმილს ბაგიდან კვლავ ვერ იშორებს. სიამოვნებას ტელეფონის ხმა სწყვეტს და გამომეტყველება იმავე წამს იცვლება მისი სახიდან. —ჯონგუკ, უკვე იქ ხარ? —ისმის ბოხი ხმა ხაზის მეორე ბოლოდან. —თითქმის. —ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ კიდევ დაფიქრდე. —მართლა გსურს ამის ტელეფონზე განხილვა, ჰოსოკ? ყველაფერზე ვისაუბრეთ, მორჩი ნერვიულობას, იმ ნაბიჭვარს მოვკლავ და მის შვილს საკუთარი მამის სისხლში მოვნათლავ. —ამისთვის მილიონი კაცი გვყავს! —ჩემი ხელით მოკვდება, საუბარი დასრულებულია. —ტელეფონი ითიშება. ძვირადღირებული მანქანა ეკლესიის წინ ჩერდება.
***ორი კვირით ადრე***
—ვერ იპოვეთ?! —მამაკაცის ღრიალი ოთახს აყრუებას. —ის კაცი გაგექცათ, რომელმაც მამაჩემი მოკლა? ეს თქვით თუ რაიმე მომეჩვენა?! —გაიქცა..—ალფას ხმა უკრთის, წელში მოხრილი ლამის მუხლებზე დაემხოს. —გაიქცა მაგრამ, ბატონო ჩონ, ჩვენ...დაახლოებით ვიცით სად იმყოფება მისი მთელი ოჯახი ამჟამად. —და მერე?! რა ჯანდაბის გამო სხედხართ აქ? მათი თავები ამ მაგიდაზე რატომ არაა?! —მინის მაგიდას ალფა ისე ურტყამს, რომ სქელი მინა სკდება და სისხლიანი ნამსხვრები გარშემო იყრება. —ბატონო ჰოსოკ, საქმე ისაა, რომ ისინი აისონის რაიონში არიან.
—ამ ყოველივეს სავარძელში მშვიდად მჯდარი ალფა აკვირდება, ისმენს და საბოლოოდ ხრიწიანი ხმით იწყებს საუბარს. —აისონი..აისონის რაიონი ისაა არაა? შეშლილი მოძღვრის თაოსნობით, რომ იმართება და ისეთი სიბინძურეები, როგორიც ჩვენ გვახასიათებს აკრძალულია. რაიონი, რომელთანაც ჯერ ვერაფერს გახდით მათი ძლიერი მფარველის დამსახურებით. —ასეა, ჯონგუკ და ახლა ეს ნაბიჭვარი აპირებს იქაურობას ამოეფაროს.
—რატომ არ ავიღებთ ქალაქს შტურმით? —მათთან დაპირისპირება კიმებთან დაპირისპირების ტოლფასია და მათთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის ხელსაყრელია. —ხედავ, ძმაო? ამიტომ წავედი ამ სანაგვიდან ანგელოზების ქალაქში. —სამწუხაროა რომ მამა არ გამოგყვა, მაგრამ შორტები პალმის გამოსახულებით გაიხადე და იმ
საქმეს მიხედე, რომელიც სისხლში გაქვს. —ჰოსოკ ხანდახან მგონია, რომ 80 წლის ხარ. —უდარდელად საუბრობს ალფა, რადგან მის გონებაში გეგმა უკვე ზუსტადაა დასახული. —და ეს ოჯახი იმდენად წმინდაა, რომ იქ შეუძლიათ ცხოვრება?
—ჰოსოკს ეცინება, სიგარეტს უკიდებს და იქვე მჯდარი პასუხობს, —ამბობენ მისი მეუღლე თავის ორ ომეგასთან ერთად ყოველ მეოერე დღეს ეკლესიაშიაო. —ეკლესია, შემდეგ კი იარაღი და სისხლი, ალბათ ღრმა შენდობას სთხოვს თავის ღმერთს ყოველ ღამე. —ჯონგუკი ოდნავ იღიმის, ძმას მზერას უსწორებს და მხოლოდ მზერით აგრძნობინებს თავს მშვიდად. —რაღაც მოიფიქრე არა? —მოვიფიქრე. მოკლედ ასე, რას ფიქრობ ეკლესიაში ჩვენი კაცის შეგზავნაზე? როგორც კი ისინი მივლენ მათ ხელში აღმოჩნდებიან და ჩვენც ვიმოქმედებთ, უფრო სწორად თქვენ იმოქმედებთ. აქ თითქმის არავინ მიცნობს, არც ჩემი სახე იციან ჟურნალისტებმა, ძვირფასი მამისთვის მეტად მივიწყებული ვიყავი, მაგრამ მის მკვლელს საკუთარი ხელით დავსჯი. —ჰოსოკი დიდხანს ეკამათა ამ უკანასკნელზე, თუმცა უშედეგოდ, ჯონგუკი დაჟინებით აცხადებდა, რომ ამ საქმეს თავად შეასრულებდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Diabolus operuit ecclesiam
Short Story-არ მსურს სისხლიანი ხელები ეხებოდნენ ჩემს სხეულს. -ყოველ ჯერზე ნაკურთხი წყლით დავიბან.