10 წლის წინ:
ყველაფერი ძალიან მალე დაიწყო, 17წლის ვიყავი. დავინახე თუ არა ლინას გავხედე და ვუთხარი :
- ეს არის !
მან კი გაიცინა. ვგრძნობდი უკან როგორ მომყვებოდა უცნობი, უცებ შევტრილდი და ჩავეხუტე. ძალიან ძლიერი გავხდი, რაღაც დამემართა, მაგრამ არ ვიცი რა. ვილაპარაკეთ, ვისეირნეთ, მაგრამ სახლში წასვლის დროს ცოტა მაწყენინა, ვიცოდი რომ სხვა გოგოსთან აპირებდა წასვლას და გული მწყდებოდა მაგრამ არ შემიმჩნევია.
სახლში ასვლისთანავე ტელეფონზე მესიჯი მომივიდა :
- ხომ არ გეჩხუბეს?
- არა, იმ გოგოსთან წარმატებას გისურვებ.
- აღარ ვაპირებ ნახვას
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, არ ვიცი რა ვიგრძენი, ყველაფერი კარგად იყო, მთელი ღამე ვწერდი ბევრი რამ გავიგე მასზე. მითხრა რომ გათენდება უნდა გნახო,დიდი დრო მინდა გავატარო შენთანო. გული ამიჩქარდა ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ, ასე მალე არავინ მომწონებია მითუმეტეს არ მაკლდა ბიჭები.
აღარავის ვწერდი, არავინ მაინტერესებდა მის გარდა. მხოლოდ "ის" და არავინ მის გარდა !
საღამოს ვნახე, მარტო გავედი. ბევრი ვილაპარაკეთ, ვისეირნეთ, ძალიან ციოდა. მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მაგრამ არაფერს ვჩქარობდი, არ უყვარდა მსგავსი რაღაცეები.ველოდებოდი როდის გადადგამდა ნაბიჯს. ტრასაზე დავდიოდით, ძალიან ბნელოდა, უამრავი მანქანა დადიოდა...მოულოდნელად კი მოტრიალდა და ჩამეხუტა ძალიან მაგრად, ბედნიერი ვიყავი. ავხედე და მივხვდი რომ უნდა მეკოცნა,ვაკოცე მხოლოდ ერთხელ და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ყოველ 5 წუთში ჩერდებოდა.არვიცი რახდებოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ძალიან მაყვარებდა თავს. სახლში უნდა ავსულიყავი, უკვე გვიანი იყო. სკოლის ეზოში გავჩერდით ცოტა ხნით ჩახუტებულები. როგორ მავსებდა და როგორ მიყვარდებოდა ვერ გადმოვცემ. მინდოდა ყველა სიგიჟე მასთან ერთად გამეკეთებინა...
გავიქეცი და დამიჭირე მეთქი ვუთხარი და ისე მალე მოვექციე მის მკლავებში აზრზეც ვერ მოვედი. მიყვარდა მისი მოგრძო სახე, ხელები, ულამაზესი ცხვირი, გამოხედვა , ჩემთან სრულიად სხვა იყო, ბავშური და ბედნიერი. მოკლედ, რაღაც ხომ უნდა წამეღო სამახსოვროდ, საათი მოვხსენი ვაკოცე და წამოსვლას რომ ვაპირებდი შემატრიალა ბეჭედი მომხსნა და ძლივს გაიკეთა. წავიდა მაგრამ მაინც ჩემთან იყო. ყველაფერს ვუყვებოდი, ყველა საიდუმლო იცოდა მან ჩემზე და მე მასზე. არ ვაპიარებდი, იმდენად კარგი იყო არ მინდოდა მისი დაკარგვა. მას სხვა ცხოვრება აქვს, ყველასგან განსხვავებული. ბევრი პრობლემა და ცუდი დღეები, იმედგაცრუება, ტყუილი და საზიზღარი ცხოვრება. მაგრამ მე მაინც მიყვარდა, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო.
მეორე დღეს სახლში ავედი ამსთან, ყველაზე გასაგიჟებელი სექსი გვგქონდა. როგორ მახსოვს რო მკოცნიდა თვალებს რა გრძნობით ხუჭავდა, როგორ მგრძნობდა მე, როგორ ვავსებდი და მავსებდა.
ყველაფერი ძალიან მაგრად იყო. საუკეთესო დაქალი გავაცანი მან კი თავისი ორი მეგობარი გამაცნო. მის გარდა სხვა არავინ მინდოდა! ჯვარი მაჩუქა რომელიც ხელიდან არ მომიხსნია, ძილის წინ სულ ვკოცნიდი და მეგონა "უხსენებელთან" ერთად ვიძინებდი. სულ მენატრებოდა სულ მასზე ვფიქრობდი. ყველა ბიჭი თავიდან ამომაგდებინა არავის ვწერდი მის გარდა, მხოლოდ ის იყო ჩემთვის ბედნიერება.
ორი დღე არ მინახავს,არც ხშირად ვწერდით ერთმანეთს. მომწერა
- გამაგიჟე, შემცვალე, სულ მენატრები...გამოიპარე ჩამეხუტე სულ 5 წუთით და მერე წადი..
უარი ვუთხარი არადა უკვე გზაში ვიყავი.კართან რომ მივედი დავურეკე, რასშვები მეთქი ვკითხე და მაშინვე კარი გამიღო, ხმა გაიგო ალბათ. ისე მაგრად ჩამეხუტა, ისე დიდი გრძნობით რომ კინაღამ დამახრჩო. რა 5 წუთზე იყო ლაპარაკი ორი საათი მასთან ვიყავი, სიყვარულთან ერთად ისე გადის დრო ვერც კი მიხვდები.
მაგრად უეცრად ყველაფერი აირია, ყველაფერი შეიცვალა ისე ხშირად აღარ მწერდა მხოლოდ საღამოს თუ მომიკითხავდა ეგეც მხოლოდ "როგორ ხარ"ით შემოიფარგლებოდა. დაგვეძაბა ურთიერთობა, ვეჩხუბე უყურადღებო ხარ მეთქი.
ნათესავთან ვიყავი, ღამე ცუდად გავხდი სასწრაფო მყავდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს... სასწრაფო საოპერციო ვიყავი. მას კი ერთხელ არ დაურეკავს...არ აინტერესებდა სად ან როგორ ვიყავი და რა მჭირდა. ოპერაციის მერე ტელეფონს იმ იმედით ვუყურებდი რომ მომწერდა, მაგრამ არა... ოპერაციიდან მესამე დღეს მომწერა
- როგორ ხარ ფერიავ? ხო, ფერიას მეძახდა...
- ახლა გაგახსენდი? ცივად ვუთხარი
- არ მჯეროდა რომ ცუდად იყავი
რაში მჭირდებოდა მსგავსი ტყუილი.
მოკლედ ვიჩხუბეთ და ვუთხარი
- უნდა დავშორდეთ !
- რო გადაგივლის წყენა მომწერე
- არა, არ ვხუმრობ უნდა დავშორდეთ.
- კარგი.
ყველაფერი დასრულდა. ნაოპერაციებს უარესი გულის ტკივილი დაერთო. ცუდად ვიყავი ტირილიც აღარ შემეძლო. რო გამომწერეს ნათესავთან მოვედი, სრულიად მოულოდნელად მესიჯი მომივიდა
- როგორ ხარ გამოგწერეს?
- კი. 4 დღეში ნაკერებს მომხსნიან
- ძალიან კარგი. მომენატრე
- უკვე ვეღარ ძლებ უჩემოდ? ცივად ვუპასუხე მე.
- ხო, მენატრები.
ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ.მინდოდა შერიგება მაგრამ ვერ ვბედავდი. ჩემმა უხეშმა ლაპარაკმა აალაპარაკა. მითხრა, რომ კარიერულ ცხოვრებას იწყებდა , ამ შანსზე უარსს ვერ იტყოდა...
- ვივ, შენზე უკეთ არავინ იცის როგორი უბედური ცხოვრებმაც მაქვს, ეს არის შანსი იმისა , რომ მომავალი შევიქმნა, მაგრამ არის რაღაც შეზღუდვები, მე ვერ მექნება პირადი ურთიერთობა, მითუმეტეს საწყისს ეტაპზე საერთოდ არ მექნება დრო, რომ ყურადღება მოგაქციო ... არმინდა თვეების განმავლობაში ელოდო ჩემს ნახვას ან ჩემს ზარს ... შეიძლება ვერცკი გნახო.. ვივ, ფერიავ, შეიძლება საერთოდ არაფერი გამომივიდეს, მე კი ვერასდროს შევძლებ ისეთ ფუფუნებაში გაცხოვრო როგორსაც ბავშვობიდან მიგაჩვიეს ...არმინდა რომ ფინანსურად ვერ დაგაკმაყოფილო !! მაპატიე ჩემი ბრალია, თავიდანვე უნდა მეთქვა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იყო.. არმინდა რომ დაიტანჯო, მინდა ბედნიერი იყო ვივიენ!! ძალიან მიყვარხარ და მუდამ მემახსოვრები, დალოდებას ვერ და არ გთხოვ, ამას შეიძლება წლები დასჭრიდეს , მინდა რომ ცხოვრებას მიხედო ვივ! საუკეთესო გოგოხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია ! მიყვარხარ და მშვიდობით ფერიავ..