დილის 5 საათია, განგნამის ხედს გადავყურებ, ღამის სეული ზედმეტად ლამაზია, მომენატრა აქ ყოფნა , თვალებს ვუხჭავ , მიუხედავად ცივი ჰაერისა ხარბად შევისუნთქავ და უფლებას ვაძლევ გაყინული სხეული უფრო მეტად გამიყინოს...
- ვივიენ, შემოდი გაცივდები .
- მამა? როდის გაიღვიძე ?
- ახალხანს, გარეთ რატომ ხარ ? შემოდი ძალიან ცივასამზარეულოს მაგიდასთან ვზივარ მაღალ სკამზე და მამაჩემს ვუყურებ , რომელიც ყავის აპარატთან დგას და ძალიან მშვიდი სახით აკეთებს ყავას .
- მამა , შენი აზრით სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ?
- ჩემი პატარა გოგონა შეყვარებულია?
- უკვე 27 წლის ვარ , ვუპასუხე ღიმილით.
- მერე რა, ჩემთვის სულ პატარა გოგონა იქნები. მოვიდა და თმები ამიჩეჩა .ჩემს გვერდით სკამზე მოთავსდა და გაღიმებული სახით მიყურებდა
- ასე ნუ მიყურებ, მაშინებს შენი გამოხედვა
- იცი ვივი როცა დამირეკე ერთი წამით , მართლა მეგონა რომ ამ პროფესიამ დაგაინტერესა და მაგიტომ ჩამოდიოდი, მაგრამ ეს ხომ სრულიად შეუსაბამოა მებრძოლი, ბობოქარი ცხოვრების მოყვარული კიმ ვივიენისთვის . ბოლოსდაბოლოს კიმი ხარ, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. და მაინც რისთვის დაბრუნდი ვივიენ? ბოდიში, უფრო სწორი კითხვა იქნება ვისთვის .მთელი საუბრის დროს სიცილი სახეზე დასთამაშებდა .
-ვისთვის უნდა ჩამოვსულიყავი? გაკვირვებით ვკითხე და წარბები ზემოთ ავწიე .
- ისევ გიყვარს?
- ვერ ვხვდები ვისზე საუბრობ .
- ჯონგ ჰოსოკზე
- შენ რაა ? როგორ ? საიდან? გაოცებას ვერ ვმალავდი.ყოველთვის ვიცოდი, შენი აზრით არ დავინტერესდებოდი 17 წლის ბავშვი ასე ხშირად მუდმივად სად მიდიოდა ხოლმე ?
- ანუ მითვალთვალებდი ?
- ყოველთვის ერთ-ერთ დაცვის წევრს გაყოლებდი, მაგრამ შეუმჩნევლად , ისე რომ დისკომფორტი არ გეგრძნო .
- რა ცუდი ხარ ! ახლა ვხვდები რატომ არ მთხოვე აქ დარჩენა როცა დედასთან წასვლა გადავწყვიტე .
- ხომ ზუსტად მაგიტომ, მეგონა იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებდი და ბედნიერი იქნებოდი, მაგრამ არა , ისევ გულში გყავს , ჩემო სულელო გოგო, ჩემსავით ერთგული ხარ ...
- ერთგულებაში რა არის ცუდი?
- არ ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ ჩვენს ეს გვტანჯავს , ძაღლებივით ერთგულები ვართ მე და შენ, ერთხელ თუ ვინმე შევიყვარეთ არასდროს ამოვიგდებთ გულიდან ...
- მამა შენ რა , დედა ისევ გიყვარს ?