41

324 43 32
                                    


"გაიღვიძე ჯიმინ."-გაიგონა ჩურჩული მან.

"დამესიზმრა?"-ჩაილაპარაკა ჯიმინმა და თავი ბალიშში ჩარგო.
მალევე კი ნაზი კოცნა იგრძნო კისერში.

"ბიჭები სახლში დაბრუნდნენ, შვიდი საათია, დიდი ხანია, რაც გძინავს."-დაიჩურჩულა ჯონგუკმა და ყურზე აკოცა.

ჯიმინმა თვალები გაახილა, გადმოტრიალდა და კისერზე შემოხვია ხელი.
"ჰეი..."-გაიღიმა.

"ჰეი."-ჯონგუკმა ლოყაზე აკოცა და ჯიმინმა ჩაიცინა. შემდეგ მეორე ლოყაზე აკოცა, შემდეგ ცხვირზე, შემდეგ ნიკაპზე, შუბლზე და საბოოლოდ ტუჩებზე. კოცნების სეტყვაში მოქცეული ჯიმინი კი სიცილს აგრძელებდა.

"კიდევ ათი წუთი დავიძინოთ, გთხოვ!"-ჯიმინი მიეხუტა მას და თავი მის კისერში ჩამალა.

"კარგი პატარავ."-გაიღიმა მან და ისიც ჩაეხუტა.

"მორჩით სექსს?"-თეჰიონის ყვირილი გაიგონეს ქვემოდან.

"თეჰიონ!"-დაუყვირა ჯინმა.

"რა? დეტალები მაინტერესებს."-თქვა და სპრაიტი მოსვა.

"ეს ჩემი სპრაიტია?"-თეჰიონი შემოტრიალდა და მის უკან მდგომი ჰოსოკი აღმოაჩინა.

"მე---"თეჰიონს ენა დაება, რადგან ახლა მან სახლში უკანასკნელი სპრაიტი დალია.

"არ დამელაპარაკო."

"მაპატიე. როგორ გამოვასწორო?"-წელზე მოხვია მას ხელი და ნაზად აკოცა.

"ოჰ...არაუშავს. წამოდი ვიყიდოთ."-ჰოსოკმა ლოყაზე აკოცა და მანქანის გასაღები აიღო.

"მაგრამ, ჩვენ ახლახანს დავბრუ--"

"პრობლემა გაქვს?"-ჰკითხა ჰოსოკმა.

"არა, წავიდეთ."-ჰოსოკს ლოყაზე აკოცა და წავიდნენ.

ჯინმა შეძენილი პროდუქტების ამოლაგება დაიწყო.

"მომეხმარეთ რა"- დაიყვირა მან.

"მოვდივარ."-ნამჯუნი მივიდა და მიხმარება დაიწყო. ჯინმა თავისი სიმპატიურის არეულ თმას, თავზე სათვალეს და ხელზე მის ვენებს შეხედა და ტუჩზე იკბინა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now