ლისა როზეს მკლავებში ტიროდა. მან არ იცოდა როგორ გაექრო ეს ტკივილი, გულს ტკენდა ის ფაქტი, რომ ის ჯონგუკისთვის ერთადერთი არასდროს ყოფილა და ამ ტყუილში დიდხანს ცხოვრობდა. სულელად გრძნობდა თავს, რომ მას დარჩენას თხოვდა და ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობდა, როცა ჯონგუკს საერთოდ არ სურდა. ფიქრობდა რომ მას უყვარდა.
"მხოლოდ ის მინდოდა...მიყვარდა. ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდებოდა. მასზე დაქორწინება და მასთან ერთად დაბერება მინდოდა."-ამბობდა და სუნთქვა უჭირდა.
"ჰეი...შშშ...ვიცი რომ მტკივნეულია, მაგრამ ახლა სახლში ხარ. აქ ყველას უყვარხარ."-როზე სახეზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა. ჯისუ ზურგზე უსვამდა ხელს, ჯენიმ კი ცრემლები მოწმინდა და წყლის მოსატანად გაიქცა.
"მას...მას ვიღაც უყვარს."-ტირილით თქვა ლისამ.
"რა? ვინ?"-ჯისუ ყურებს ვერ უჯერებდა.
"ჯ...ჯიმინი."-იგი ტიროდა და კანკალებდა. გოგონები ვერ იჯერებდნენ რა ხდებოდა. ყველაზე უცნაურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ამას.
"რა---"
"მან მითხრა. ის უყვარს. ის უყვარდა მთელი ამ დროის მანძილზე. ამიტომ იყო ბოლო დროს უცნაურად"
"შეეძლო ვინმესთვის ეთქვა. მშიშარასავით რატომ მოიქცა."-თქვა გაბრაზებულმა როზემ.
"მისი ბრალი არ არის. ბევრი რამ მოხდა. მესმის მისი ტკივილის, მაგრამ ნეტავ ჩემთვის ეთქვა. უკან დავიხევდი..."-თქვა ლისამ. გოგონები ერთმანეთს უყურებდნენ, მათ სახეზე სხვადასხვა ემოციები ისახებოდა. ჯონგუკს შეეძლო ლისას დაშორებოდა და შემდეგ წასულიყო ჯიმინთან. უსამართლობაა. შეიძლება ლისამ აპატია მას, მაგრამ მათ, როგორც კარგ მეგობრებს, არ შეუძლიათ მისი გულის ტკენა ასე ადვილად დაივიწყონ. ჯონგუკი დასრულებული წიგნის თავია ლისას ცხოვრებაში. იმედი აქვთ, რომ აღარასდროს აღარ დაელაპარაკებიან ერთმანეთს.
YOU ARE READING
STRAIGHT
Fanfictionჯონგუკი ჰეტეროა და ხვდება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონას კეიპოპ ინდუსტრიაში. მაგრამ რა მოხდება როდესაც ის ვიღაცასთან დაწვება? ბიჭთან იქნებ.... ‼️ფიკი არის ნათარგმნი‼️