დილით ორივეს ერთდროულად ეღვიძებათ.
-პატარავ გაიღვიძე
-დიდი ხანია მღვიძავს...ქუქ
-გისმენ
-რაღაც მინდა გთხოვო
-კარგი
-შეგიძლია სახლში გამიშვა?
-არა პატარავ
-გთხოვ-ბემბის თვალებით შეხედა
-კარგი ხო
-იეეს მადლობა-მივიდა და ლოყაზე აკოცა.....
თეჰიონი ჯონს დაემშვიდობა. სახლში მივიდა თუ არა გაემზადა ჩაიცვა და სკოლაში წავიდა.
....
სკოლაში მისულს ყველა მას უყურებდა იფიქრა ალბად რამე მაქვს სახეზეო ან ყელზე...ჯანდაბა შეიძლება ყელზე ლაქები აქვს...მაშინვე გაიქცა საპირფარეშოში ჩაიხედა სარკეში და არაფერი სჭირდა, დამშვიდდა და კლასში წავიდა რადგან 2წუთში ზარი იყო შევიდა კლასში და დაჯდა.
ცოტახანში მასწავლებელი შემოვიდა ყველამ მომზადება დაიწყო რვეულები ამოიღეს რომ ჩაეწერათ მაგრამ კიმს ჯერ არ ამოუღია.
მალევე აუდიტორიაში შემოდის ჯონქუქი ყვირილით
-კიმ თეჰიონ!!!-კიმი შეხტა არ იცოდა რა ხდებოდა. ჯონი კიმთან მივიდა უბრძანა რომ ჩანთა ჩაელაგებინა კიმმაც შეასრულა და ფეხზე წამოდგა ჯონმა კიმის ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კიმიც მხარზე გადაკიდული გაიყვანა აუდიტორიიდან, ხალხი და მასწავლებელი კი გაოგნებული დატოვა.
....
ჯონმა კიმი თავის კაბინეტში შეიყვანა და სავარძელზე უხეშად დასვა
-აა მეტკინა, რა ჯანდაბა ხდება?
-ეს რა არის კიმ?!!-ჯონი კიმს ტელეფონს უწვდის სადაც მისი და ვიღაც უცხო ბიჭის ფოტოა რომელსაც ზედ ეკვრის.
-არ ვიცი ჯონქუქ მართლა არ ვიცი ეს რა არის.
-როგორ თუ არ იცი? ამ ვიღაცას რატომ ეკვრი?-კიმს ცრემლები მოაწვა ჯონი ესეთი არასდროს უნახავს საბოლოდ კი ატირდა.-გ.გზაზე რ.რ.როცა გა..გადმოვდიოდი რამის მანქანამ გამიტანა ვიღაც ბიჭმა კი გადამარჩინა ისე გამოვიდა რომ მან მისკენ მომქაჩა და
-და?!
-და აუდიტორია იქ იყო ფოტოების გადაღება დაგვიწყო ა.ამიტომ ვარ იმ უცხოსთან აკრული-ტირილით უყვებოდა კიმი ჯონს
-აღარსად აღარ წახვალ მარტო!
-ხო არა? ხოდა კარგად მეყოლე!-კიმმა ჩანთას ხელი დაავლო და ჯონის კაბინეტიდან გამოვარდა გავიდა გარეთ და სახლისკენ აიღო გეზი.