თავი 1.

43 1 0
                                    

- • დეპრესია ჩუმად იწყება.
დასაწყისში მცირე რაღაცების კეთება გიჭირს,
მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევ.

თავის ტკივილივითაა, რომელიც მალე გაგივლის.

ეს უბრალოდ კიდევ ერთი ცუდი დღეა.

მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ფსიქოლოგიურად გაჭედილი ხარ ამ მდგომარეობაში და ეჩვევი ნიღბის მორგებას და აგრძელებ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრებას იმიტომ, რომ ასე უნდა მოიქცე.

თითქოს ვალდებული ხარ იყო მათი ნაწილი, რადგან ყველა ასე იქცევა.

თუმცა ამით პრობლემა არ ქრება.

ნელ-ნელა შენ გბეზრდება ყოველ დღე ერთი და იმავეს თამაში და ეს უფრო და უფრო მეტად გაზარალებს.

უფრო მეტად იძირები და შორდები ახლობლებს და მეგობრებს ან საერთოდაც წყვეტ მათთან კონტაქტს.

ყველანაირი სიამოვნება ქრება და ის დეტალები რომლებიც ადრე გახარებდა უმნიშვნელო ხდება და ამიტომ მოტივაციაც ქრება.   

რატომ უნდა გააგრძელო, თუ არაფერი გახარებს?

ეს კიდევ უფრო ცუდად გაგრძნობინებს თავს და მანკიერ წრეში იკეტები.

თანდათან ხვდები, რომ შენი ცხოვრება შენელებულ კადრს გავს.

დღეები ერთმანეთს გავს, სიმძიმე და სიცარიელე ავსებს შენს გონებას და სხეულს, ფიქრობ, რომ აღარასდროს იქნები ბედნიერი.

შენ აგრძელებ ხალხის ჩამოშორებას და ურთიერთობების გაფუჭებას, ყველა შენი მოქმედების გრცხვენია.

არის შენში პატარა ნაწილი, რომელსაც სურს ყველაფრის გამოსწორება, მოულოდნელი პოზიტიური ტალღა, რომელიც გიბიძგებს გახვიდე ხალხში და იურთიერთო.

მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება.

იმიტომ, რომ იცი ამას არანაირი ცვლილება არ მოყვება.

ის, რაც შენს მეგობრებს ახარებს - შენზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს და იაზრებ დიდ უფსკრულს, რომელიც შენსა და სხვებს შორისაა გაჭიმული.

ბოლოს ირჩევ მარტოობას, საკუთარ კომფორტის ზონას, სადაც არავინ არ სვამს კითხვებს.

დაბალი თვითშეფასება ამიზნის არარსებობა აუტანელი ხდება.

საბოლოოდ მე ვიაზრებ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ორი რამ.

შენ წყვეტ სხვებისგან დახმარების მიღებას და შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო
ან ყველაფერს ეჩვევი და ხდები სხვა პიროვნება - იცვლები, ოღონდ არა დროებით,არამედ სამუდამოდ.

ასეთი იყო კიმ თეჰიონის ცხოვრება დედის გარდაცვალების შემდეგ...

ერთადერთი რაც ბოლომდე ჩაძირვის უფლებას არ აძლევდა ჯიმინი იყო, მისი ბავშვობის ერთადერთი ნათელი მოგონება.

თუმცა, ბოლო დროს არც ჯიმინთან მისდიოდა საქმე კარგად, ხშირად ჩხუბობდნენ კიდეც, მიზეზი კი თვით თეჰიონი იყო, მისი გაუთავებელი წუწუნით და დეპრესიული ფონით.

ეხლაც მის გვერდით ზის და გამუდმებით წუწუნებს...

- სერიოზულად თეჰი, გეყოს უკვე... სიყვარული გჭირდება რომ ეგ უაზრო აზრები გაგიფანტოს.
- მე შენ არ ვარ.
ნუ იქცევი აძუყნებული კატასავით, უბრალოდ სიმშვიდეში ცხოვრება მსურს...
- ზუსტად ვიცი რომ ხვალიდან ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, შენც იპოვი ვინმეს და ნახავ რა კარგია ცხოვრება..
- ზუსტად ისე როგორც შენ?
- და ჩემს ცხოვრებას რას უწუნებ?
- ცხოვრებას არაფერს, შენს მოფლირტავე ტრაკს გიწუნებ უბრალოდ.
- მოდი იდი ნახუი რა... ხვალ გამოგივლი.
- რისთვის?
- სტუდენტური არდადეგებისთვის ლამაზო...

ჯერ არ დამიწყია და უკვე წინასწარ მეზიზღება ყოველი დღე უნივერსიტეტის კედლებს მიღმა გატარებული...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 13, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დეპრესია და სიყვარული...Where stories live. Discover now