4

437 27 4
                                    

მატილდა სრულებით მოწყდა სამყაროს, როდესაც ცეკვის დროს უცნობის დაძარღვული ხელების შემოხვევა იგრძნო, თუმცა კი იყო რომ იგი უცნობი? რატომღაც გოგონა ასე არ თვლიდა და სწორედ ეს უფორიაქებდა მთლიან ორგანიზმს. ეცნობოდა მისი სურნელი, ლამაზი თავის ფორმა და სახის ნაკვთები. როგორ შეიძლებიოდა დავიწყნოდა ასეთი მზერის პატრონი? მისი ერთი შემოხედვაც კი ადგილზე აქვავებდა ჯაფარიძეების ქალბატონს, ნებისმიერ რამეზე იყო თანახმა ოღონდ ამ თვალებისთვის ეცქირა. ხვდებოდა, რომ ამ მამაკაცმა სულ რამდენიმე ნახვით შეძლო მისი გულის პირველად დაპყრობა და იცოდა, რომ ის უკანასკნელიც იყო. ფიქრებიდან მისმა ბოხმა ბარიტონმა გამოიყვანა.
-არ მეგონა ჯაფარიძეების პატარა ქალბატონს ასეთ ადგილებში თუ უყვარდა სიარული.
-და რატომ მიგაჩნიათ ასე ბატონო თორნიკე? - მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა გოგონას თავისი მშვიდი ტემბრით მისთვის კითხვის დასმა.
-რადგან არ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც კლუბებში სიარული და გართობა უყვარს, მართალი არ ვარ?!
-ასე კატეგორიულადაც ვერ ვიტყოდი, რადგან სადაც ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, იქ არასდროს მწყინდება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მათთან ერთად სად წავალ გასართობად - აღელვება შეეპარა ხმაში გოგონას, რადგან ვერ უძლებდა მამაკაცის მწველ მზერას, ერთი სული ჰქონდა მისი დაძარღვული ხელი თავისი წვრილი წელისგან მოეშორებინა და შორს გაქცეულიყო, რადგან ასე თუ არ მოიქცეოდა იცოდა, რომ ეს მისთვის კარგად არ დასრულდებოდა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რაც ელოდებოდა მის ხელში.
-კარგია თუ გვერდით ასეთი მეგობრები გყავთ -თორნიკე კი ამ დროს რას გრძნობდა? თვითონაც არ იცოდა რას მართებდა ეს გოგო თავისი დიდრონი ბრიალა თვალებითა და გამაბრუებელი სურნელით. რა მოხდებოდა, რომ მაინცდამაინც ის არ ყოფილიყო ჯაფარიძეების ნებიერა გოგონა? რა მოხდებოდა, რომ სურლიად სხვა ვითარებაში გაეცნოთ ერთმანეთი და წარსულის გამო მათ არ ეგოთ პასუხი? ალბათ ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ თუმცა სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენს ფანტაზიებშია და რეალობა, რაც არ უნდა მწარე იყოს, მას თვალი აუცილებლად უნდა გავუსწოროთ. სწორედ ასე ფიქრობდა გერლიანი და არ აპირებდა თავისი გეგმიდან გადახვევას.
-ნამდვილად, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის გამო, ყველაფრის დათმობა შემიძლია -ღიმილით მიუგო მატილდამ და თავი ჩახარა, ისეთი საყვარელი ეჩვენა ამ დროს გერლიანს გოგონა, რომ სულ დაავიწყდა ჯაფარიძეებიცა და მისი გეგმაც, რადგან თავი ძლივს შეიკავა იქვე არ დაწაფვოდა მის მარწყვივით გემრიელ ტუჩებს.
-კარგია თუ ასეთი დიდი სიყვარულით გიყვარს შენი ოჯახი და ახლობლები, ალბათ შენი ცხოვრების მეგზურიც უბედნიერესი იქნება -ბოლო სიტყვები თითქოსად უფრო თავისთვის ჩაილაპარაკო სვანმა, თუმცა მატილდას სმენას არც ერთი სიტყვა არ გამოპარვია და უმალვე თვალები დაჭყიტა, ესიამოვნა მამაკაცისგან ეს სიტყვები და თანაც როგორ. მყუდროება წყვილს კვლავ გიჟმა თამთამ დაურღვია.
-გრცხვენოდეს ქალბატონო, მე მგონია რომ ჩემი გოგონა ცხოვრების ბოლომდე მარტო დარჩება და არავის გაიკარებს ახლოში და თურმე ყველაფერი პირიქითაა, ვინ არის ეს ბატონი? არ უნდა გაგეცნო და გეთქვა ჩემთვის, შეყვარებული თუ გყავდა? -თვალების ბრიალით ჰკითხა ჟვანიამ.
-თამთა კარგი რაა, საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთები, სულაც არ არის ბატონი თორნიკე ჩემი შეყვარებული და დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი -გაბრაზდა მატილდა მეგობრის ნათქვამზე და თან ლოყები აუწითლდა, როდესაც თორნიკე თავისი შეყვარებულის ამპულაში წარმოიდგინა.
-უი ბოდიში, როცა ერთად დაგინახეთ ვიფიქრე, რომ შეყვარებულები იყავით, ისე უმზერდით ერთმანეთს -კვლავ ენას არ აჩერებდა ჟვანიების ასული და მეგობარს თავისი სიტყვებით კიდევ უფრო მეტად აწითლებდა, რაც თორნიკესაც არ გამორჩენია თვალთახედვის არიდან და სულ ცოტა აკლდა, რომ ბოლო ხმაზე არ ახარხარებულიყო.
-არაუშავს, ქალბატონო თამთა, ჯობს მე დაგტოვოთ, ხელს აღარ შეგიშლით გართობაში -ორივეს მომაკვდინებლად გაუღიმა და თავის მაგიდას დაუბრუნდა, საიდანაც მთელი დარბაზი ხელის გულივით ჩანდა.
-აბა დროზე მოყევი ყველაფერი, ვინ არის ეს კაცი? რამდენი წლისაა? დაოჯახებულია? რას საქმიანობს? -ერთი ამოსუნთქვით მიაყარა თამთამ.
-დამშვიდდი და ამოისუნთქე -მიუგო მატილდამ, ჯერ კიდევ თორნიკეს ღიმილით გაბრუებულმა.
-მე კი დავმშვიდდები, მაგრამ შენს გულს როგორ დაიმშვიდებ? ისეთი სიხშირით გიცემს, როდესაც მას უყურებ რომ მეც კი შევამჩნიე ამ მცირე დროში.
-რა სისულელა? უბრალოდ, იმდენად სიმპატიურია, რომ გულგრილს ვერავის დატოვებს და მათ შორის ვერც მე -მიხვდა მატილდა, რომ უარყოფას აზრი არ ქონდა.
-კარგი იყოს ისე, როგორც შენ გინდა, მაგრამ დაიმახსოვრე ბოლოს თქვენს წყვილს ერთად ვიხილავ სულ ცოტა 4 ან 5 ბავშვით -გადაიკისკისა თამთამ და თეძოს რხევით დაიძრა ბარისკენ. მატილდას კი ამ დროს გულში ისეთი სითბო ჩაეღვარა, რომ ეშინოდა სიხარულისგან არ გასკდომოდა. თუმცა სანამ დრო იყო ჯობდა თავი მაქსიმალურად შორს დაეჭირა გერლიანისგან, რადგან არ სურდა იმედგაცრუებული დარჩენილიოყო. ამ ფიქრებში მაგიდამდეც მიაღწია, ჩანთასა და მობილურს დასწვდა და ბარი უკან მოუხედავად დატოვა, ხშირად მოქცეულა ასე, ამიტომ მეგობრებს მისი ეს ქცევა სულაც არ გაკვირვებიათ.

მატილდაWhere stories live. Discover now