6 სთ ისე მოვიდა, რომ მატილდას სამუშაო მაგიდიდან თავი არ აუწევია, მხოლოდ შემდეგ გაახსენდა, რომ 8 სთ-ზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო წასავლელი და სასწრაფოდ წამოდგა, რათა სახლში გასვლა და მომზადება მოესწრო. სანამ თავის ნივთებს მოაგროვებდა, პარალელურად ტაქსის ნომერს კრეფდა. შენობიდან გამოსულმა კი მალევე მოკრა თვალი მანქანს და 10 წთ-ში უკვე თავის სახლთან იყო. ელვის სისწრაფით აიარა კიბეები ისე, რომ არავის მისალმებია და პირადპირ სააბაზანოს მიაშურა. რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად სწრაფად იბანავა და სააბაზანოდან გამოსულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჯანდაბა უნდა ჩაეცვა. აშკარა იყო, რომ გარდერობი გასანახლებელი ჰქონდა და კიდევ ერთხელ გალანძღა საკუთარი თავი სიზარმაცის გამო. ბოლოს არჩევანი გრძელ, მწვანე ფერის, ბარხატის კაბაზე შეაჩერა, რომელიც მარჯვენა ფეხთან საკმაოდ იყო ჩახსნილი და მის გრძელ ფეხებს საოცრად უხდებოდა. თმები დაისწორა და ზურგზე გადაიყარა, შემდეგ სახეზე საღამოს მაკიაჟი გაიკეთა და როგორც კი საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში თავიდან ბოლომდე გაოცდა, არ ელოდა თუ ასე ლამაზად მოიხდენდა კაბასა და მაკიაჟს, რადგან არ გიჟდებოდა ზედემტ მაკიაჟს და გამომწვევად ჩაცმაზე. საბოლოოდ, ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, სადაც ატყობინებდნენ, რომ მანქანა უკვე მოსულიყო და მას ელოდებოდა. ჩანთას ხელი დაავლო და პირველ სართულზე დაეშვა, მშობლების გაოცებული მზერა და კითხვები დააიგნორა და ნაჩქარევად დაემშვიდობა. 15 წთ-ში კი უკვე პრესტიჟული რესტორნის წინ იდგა. გაოცებული იყო მისი ინტერიერით და ამავდროულად, საკმაოდ გაკვირვებულიც, რადგან დღემდე არ იცოდა ამ ადგილის შესახებ. შემდეგ უეცრად მის წელზე შეხება იგრძნო და მოულოდნელობისგან ადგილზევე შეხტა, მიუხედავად იმისა, რომ სურნელით იგრძნო საყვარელი მამაკაცის სიახლოვე.
-მატილდა წამოდი ყველა ჩვენ გველოდება. არ მიყვარს, როდესაც სხვებს ვალოდინებ. - გაისმა თორნიკეს მკაცრი, მაგრამ ამავდროულად, ცოტა აღელვებული ბარიტონი, რომლის მიზეზეიც თვით მის წინ არსებული ადამიანი იყო. თვალს ვერ სწყვეტდა მის შავ ირისებს ასე მომნუსხველად, რომ უმზერდნენ.
-ბოდიშს გიხდით უფროსო, არ მინდოდა, რომ დამეგვიანა. - მორცხვად ჩაილაპარაკა მატილდამ და თავი დახარა, რადგან ვეღარ უძლებდა მის მზერას, რომელიც მთლიანი სხეულის შესწავლით იყო დაკავებული.
-კარგი არ არის საჭირო ამდენი ბოდიშის მოხდა, წავიდეთ გველოდებიან. - კვლავ მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ პარტნიორებისკენ დაიძრა.
მთელი საღამო მოსაწყენი აღმოჩნდა მატილდასთვის, თან ისიც არ გამოპარვია, როგორ ურცხვად ათვალიერებდნენ სხვა მაგიდებიდან საპირისპირო სქესის ადამიანები და თვალებით ჭამდნენ, რაც ცოტა არ იყოს დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ გვერდით მისი საყვარელი მამაკაცი იყო და ყველას კლანჭებისგან დაიხსნიდა, თუმცა რა იცოდა, რომ ყველაზე დიდი უსიამოვნება მისგან მოელოდა. იჯდა თავისთვის წყანარად და ხმასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა თუ პირადად მიმართავდნენ. როგორც კი ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა, შვებით ამოისუნთქა. ახლა ყველაზე მეტად, რასაც ნატრობდა ეს მისი საწოლი იყო, თან სამმა ჭიქა წითელმა ღვინომ თავისი ქნა და საღად აზროვენის უნარიც დაუქვეითა. ლოყები აუვარდისფრდა და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო, რომ თორნიკე ძლივს იკავებდა თავს აქვე არ დაეკოცნა.
-ბატონო თორნიკე, არ შეიძელბა, რომ ახლა წავიდე? - შეუმჩნევლად გადაულაპარა მატილდამ გერლიანს და კიდევ ერთხელ შეიგრძნო საყვარელი მამაკაცის სურნელი.
-არა, აქედან ერთად წავალთ, მარტო არსად გაგიშვებ, წასვლას ისედაც ვაპირებდით უკვე ყველაფერი განხილულია. - მკაცრად ჩაილაპარაკა სვანმა.
-ბატონებო, მომიტევეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ თუ რაიმე კითხვა შეგაწუხებთ ჩემს მდივანს დაუკავშირდით და აუცილებლად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. - თავაზიანად დაემშვიდობა ირგვლივ მყოფთ და შემდეგ დარბაზი მატილდასთან ერთად დატოვა. როგორც კი მის გვერდით დაიგულა მძინარე მატილდა, თავს იმის უფლება მისაც, რომ მისი სახის ლამაზ ნაკვთებს შეხებოდა და თმების სურნელი შეეგრძნო ასე, რომ აბრუებდა. ბევრი აღარ უფიქრია და პირადპირ თავისი სახლის მისამართზე წაიყვანა. მატილდას უკვე ღრმა ძილით ეძინა და რის გამოც, ხელში აყვანა მოუწია გერლიანს, რათა საძინებლამდე მიეყვანა. ბუმბულივით მსუბუქი იყო მის მკლავებში ეს ერთი ციდა გოგონა. შემდეგ ძიძას დაუძახა და სთხოვა მატილდასთვის მაისური ჩაეცვა, საკუთარ თავს მაინც ვერ აკადრა მისი შეხება და ოთახი ნაჩქარევი ნაბიჯებით დატოვა. ვერანდაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, ახლა ყველაზე მეტად ეს თუ დაამშვიდებდა და ფიქრის საშუალებას მისცემდა. მაინც ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს გოგო ასეთს, ის ხომ დამნაშავის ქალიშვილი იყო, მასაც წვლილი მიუძღოდა ბიძამისის სიკვდილში, რადგან მასშიც ჯაფარიძეების ბინძური სისხლი სჩქეფდა, რაც სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისიც ისევე დაეტანჯა, როგორც ერთ დროს თავისი ოჯახი იტანჯებოდა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა და მძინარე მატილდას გვერდით მიუწვა.