10

409 19 0
                                    

სახლში მისულმა მატილდამ მაშინათვე სააბაზანოს მიაშურა, თითქმის 1 სთ ინებივრა და ბოლოს, როდესაც თითები სულ დაუნაოჭდა, იძულებული გახდა გამოსულიყო. შემდეგ კვლავ გარდერობის წინ დადგა და როგორც ყოველთვის კლასიკურად გამოეწყო. თმები დაისწორა და ბოლოს მოულოდნელად ისიც გაახსენდა თუ როგორ უთხრა თორნიკემ, მის სიახლოვეს თმა მუდამ გაშლილი ჰქონოდა. ეშმაკურად ჩაიცინა და თმა მაღლა ლამაზად აიწია, რითაც მისი ისედაც ულამაზესი სახე კიდევ უფრო თვალშისაცემი ხვდებოდა ადამიანს. ბოლოს ჩანთას ხელი დაავლო და სასწრაფოდ სამსახურისკენ გასწია. კომპანიაში მისულს, სრული ქაოსი დახვდა. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში უამრავი საქმე დაუგროვდა, თან პარალელურად უფროსის განრიგიც ჰქონდა შესადგენი. შუადღის 3სთ ისე მოვიდა, რომ მაგიდიდან თავი არ აუწევია. შემდეგ, როდესაც სხვა გზა არ ჰქონდა, უფროსის კაბინეტისკენ გასწია, რათა მნივნელობან საბუთებზე ხელმოწერა მიეღო. კარებზე ფრთხილად დააკაკუნდა და თანხმობას დაელოდა.
-მობრძანდით. - გაისმა თორნიკეს ბოხი ბარიტონი.
-ბატონო თორნიკე შეიძლება? მნიშვნელოვან საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი.
-თუ არ მომიახლოვდები, ვერც საბუთებს ვნახავ და ვერც ხელს მოვაწერ. - ცინიკურად ჩაილაპარაკა გერლიანმა და მატილდას დამფრთხალ თვალებს მიაჩერდა. ბოლოს მისი ვარცხნილობაც მოხვდა თვალში და გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწორო, ისე მოულოდნელად გაჩნდა მის წინ.
-მემგონი ადრე გასაგებად ავხსენი, რომ როდესაც ჩემთან ერთად იქნებოდი თმები ყოველთვის გაშლილი გქონოდა. - ხმის ტემბრი საშინლად დაუბოხდა თორნიკეს, შემდეგ მატილდას თმებიც გაუშალა და ხელი ნაზად ჩამოუსვა. კიდევ ერთხელ შეიგრძნო მისი საყვარელი ქოქოსის სურნელი, ასე რომ აგიჟებდა და ჭკუას აკარგვინებდა. გოგონა კი ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ ბედავდა, იმდენად იყო შოკირებულ. ყველფერს მოელოდა, მაგრამ მის ასეთ რექციას ნამდვილად ვერასდროს წარმოიდგენდა, თუმცა გულის სიღრმეში გაუხარდა კიდევაც. ესე იგი, მისი საყვარელი მამაკაცი მის მიმართ გულგრილი არ არის და საწყის ეტაპზე, მატილდა ამითაც ძალიან კმაყოფილია.
-შემდეგში თუ ჩემი ნების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წახვალ, გაფრთხილებ აუცილებლად დაისჯები. - ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და კვლავ საკუთარ მაგიდას დაუბრუნდა. ჯაფარიძემ კი ნაჩქარევად დაუდო საბუთები და შემდეგ ისე, რომ უკან არც კი მოუხედავს, კაბინეტი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
* * *
თამთამ, როგორც ყოველთვის სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გაიარა და ტკბილეულობის დალაშქვრა დაიწყო. მთავარია, ყოველდღე ტკბილი ეჭამა და საჭმელი არც არასდროს გაახსენდებოდა. ბოლოს, როდესაც სალაროსთან თავის რიგს ელოდებოდა, დაინახა როგორ ურცხვად ათვალიერებდა ვიღაც საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი, თუმცა მსაზე ყურადღების გამახვილება არც უფიქრია, რადგან დღემდე ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ მის მოხიბვლას, თუმცა ნურას უკაცრავად, თამთა მხოლოდ იმ ერთადერთის გამოჩენას ელოდება და თუ საჭირო გახდა ცხოვრების ბოლომდეც დაელოდება, რადგან არასერიოზული ურთიერთობების მომხრე არასდროს ყოფილა. საბოლოოდ, შენობიდანაც გამოვიდა და საკუთარი ავტომობილისკენ დაიძრა, რათა პროდუქტები საბარგულში ჩაელაგებინა და სახლში დროულად მისულიყო, თუმცა მოულოდნელად ურიკა გაექცა და მის მოპირდაპირედ მდგარ მანქანას დაეჯახა. შემდეგ ისიც გაიაზრა, რომ ეს მანქანა სროედ იმ მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელიც მასზე იყო მიშტერებული სულ რამდენიმე წუთის წინ და სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა.
-ბოდიშს გიხდით საკუთრების დაზიანებისთვის, თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ და აუცილებლად შევაკეთებ მანქანას. - მაშინათვე პრობლემის მოგვარებაზე გადავიდა ჟვანია. ალექსი კი მთელი ამ დროის განმავლობაში იდგა და თვალს ვერ სწყვეტდა ამ ულამაზეს წითურ არსებას, როგორ უნდოდა, რომ სულ მის მკლავებში ყოლოდა მოქცეული და ყველსგან დაეცვა, თუმცა პირველ რიგში, მისი გული უნდა მოეგო. გარეგნულად არაფერი შეიმჩნია და თავისი ბოხი ბარიტონიც უმალვე გააჟღერა, რის გამოც თამთას მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარა.
-მანქანას დიდად არც ემჩნევა ნაკაწრი პატარა ქალბატონო. თუმცა თუ გინდა, რომ დანაშაული გამოისყიდო, მაშინ ჩემთან ერთად წამოდი ვახშამზე და ასე გავსწორდებით, იმედია უარს არ მეტყვი და კარგად დაფიქრდები. - ბოლოს ხელში მისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა და მანქანა ადგილს დიდი სიჩქარით მოწყვიტა. თამთა კი მთელი ამ დროის განმავლობაში პირღია იდგა და გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ბოლოს სავიზიტო ბარათსაც დახედა და როდესაც, სახელი და გვარი წაიკითხა, თვალები ორმაგად გაუფართოვდა. კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ახლახანს თვით ალექს გადრანმა სავახშმოდ დაპატიჟა. ბოლოს რეალობასაც დაუბრუნდა და გეზი საკუთარი ბინისკენ აიღო. სასწრაფოდ მატილდასთვის უნდა მოეყოლა ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა, წავიდოდა თუ არა ვახშამზე.
* * *
-ძმაო, ვერც კი წარმოიდგენ რამდენიმე წუთის წინ, რამხელა ტუზი დამეცა. - დაუკაკუნებლად შეაბიჯა თორნიკეს კაბინეტში ალექსმა და ბოლოს მის შეჭმუხნილ სახესაც გადააწყდა.
-გამაგებინე ამხელა ბიზნესმენ კაცს თავში ჭკუა სულ არ გაქვს? რა ხდება ასეთი აჟიტირებული ვის გამო ხარ? - ბოლოს ხმა მაინც მოულბა ძმაკაცის გაცისკროვნებულ სახეზე გერლიანს და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
-აბა თუ გამოიცნობ, გამოავლინე შენი წინასწარმეტყველური ნიჭი. - კვლავ აჟიტირებული განაგრძობდა საუბარს გადრანი.
-ახლა ყველაფერი გასაგებია, ალბათ თამთა ჟვანიას დაკერვა მოახერხე და იმიტომაც ზიხარ ახლა აქ გამოდებილებული. - ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავის საბუთებს მიუბრუნდა.
-სერიზულად ჯობს დაფიქრდე იმაზე, რომ ბიზნეს შეეშვა და მკითხაობას მიჰყო ხელი. დიდი ნიჭი იკარგება შენი სახით ამ ქვეყანაში. - ცინიკოსობდა ალექსი და ძმაკაცის ნერვებზე დაკვრას განაგრძობდა.
-ალექს ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და შენი მასხრობის თავი ნამდვილად არ მაქვს, საღამოს კლუბში წავიდეთ და იქ ვისაუბროთ უკეთ.
-კარგი ჰოო წავიდეთ, მაგრამ გადაგდება არც კი იფიქრო იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და შემდეგ კაბინეტი დინჯი ნაბიჯებით დატოვა.
* * *
სახლში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც მეგობრების საერთო ჩატი ახმაურდა და ყველას კლუბში წასვლა გადაეწყვიტა, მხოლოდ მატილდას ელოდებოდნენ და სანამ პასუხი არ გასცა, მანამდე მობილური ლამის აუფეთქეს. დიდად გულზე არ ეხატება კლუბებში სიარული, თუმცა მეგობრებთან ერთად გართობაზე არასდროს იტყვის უარს. გარდერობის წინ დადგა და არჩევანი ვერცხლისფერ ტოპსა და მოკლე კაბაზე შეაჩერა, რომელიც საოცრად გამოკვეთდა მატილდას წვრილე წელსა და სიმრგვალეებს. ფეხზეც წითელი ფერის სანდლები მოირგო, შემდეგ კი ჩანთასა და მობილურს ხელი დასტაცა და გამოძახებულ ტაქსში ჩაჯდა.
კლუბში მისულმა მაშინათვე მისი მეგობრების მაგიდისკენ გასწია და ყველას სათითაოდ მიესალმა, შემდეგ როგორც ყოველთვის ერთმანეთი მოიკითხეს და მთელი კვირის ამბები განიხილეს, თან ნელ-ნელა ვისკს წრუპავდნენ. ბოლოს ყველამ ერთად გასწია საცეკვაო მოედნისკენ და მუსიკის რიტმსაც ტანი ააყოლეს. ისე სექსუალურად ცეკვავდა მატილდა და თამთა, რომ თორნიკე და ალექსი ვერ ითმენდნენ, როდესაც ამდენ მიშტერებულ თვალს ხედავდნენ მათზე, ერთი სული ჰქონდათ ხელი დაევლოთ და ამ ადგილისთვის მოეშორებინათ, არადა ორივე გასართობად იყო მოსული, თუმცა მათი გართობის გეგმები ამ ორმა უმშვენიერესმა ქალბატონმა ჩაშალა.
-თორნიკე რატომ მიწვევს? რა უნდა? არ მინდა მასთან ჩემი ნამდვილი სახის გამოვლენა, თუმცა იძულებულს მხდის. - ერთ ადგილას ვერ ისვენებდა გადრანი და ჟვანიას თვალებით ჭამდა.
-დამშვიდდი ალექს, მეც არანაკლებ დღეში ვარ როგორც ხედავ, მაგრამ ახლა აჩქარება არ ივარგებს. ამით ყველაფერს გავაფუჭებთ და გეგმებიც წყალში ჩაგვეყრება. - მეგობრის დაწყანრებას ცდილობდა გერლიანი და თან მატილდას არ აშორებდა თვალს.
-კარგი მშვიდად ვარ, არაფერს მოვიმოქმედებ თან თავისი მეგობრებიც აქ არიან და ისინი მიხედავენ, მაგრამ ვინმესგან ერთ არასწორ საქციელს ვიხილავდა, ეგრევე თითებს დავამტვრევ. - გაცხარებული საუბრობდა ალექსი.
-ძმაო ერთი ნახვით შეყვარება როდის მოსწარი? - გაეღიმა ძმაკაცის შემხედვარე თორნიკეს.
-მეც არ ვიცი ეს სიყვარულია თუ არა, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრა, თამთას ჩემს იქით გზა არ აქვს და ამას თვითონაც მალე გაათვითცნობიერებს. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გადრანმა და შემდეგ ოფიციანტს უხმო მაგიდასთან.

მატილდაWhere stories live. Discover now