-მატილდა, დღეს ჩემთან გელოდები სახლში, აქედან ვიმუშავებთ. მძღოლი 20 წთ-ში გამოგივლის და მზად იყავი. - გააზრებაც ვერ მოასწრო ჯაფარიძემ, ისე სწრაფად დაუკიდეს ტელეფონი. შემდეგ გაახსენდა, რომ მომზადებისთვის მხოლოდ 20 წთ ჰქონდა და სასწრაფოდ სააბაზანოს მიაშურა. დილის პროცედურები სასწრაფო წესით ჩაიტარა და შემდეგ არჩევანი სპორტულ სტილზე შეაჩერა. მზადებას, როგორც კი მორჩა, სახლიდან ნაჩქარევად გამოვიდა და ადგილი მძღოლის გვერდით დაიკავა.
-გამარჯობა, ბიძია თომა. როგორ ბრძანდებით?
-არამიშავს შვილო, თავად როგორ გიკითხო? ამ ბოლო დროს ხშირად არ ჩანხარ, რაშია საქმე?
-უბრალოდ, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და თან უნივერსიტეტში, რომ გაცდენები არ დამიგროვდეს, მანდაც უნდა ვიარო. ბოლო წელია და არ მინდა საქმის გაფუჭება. - გაუღიმა გოგონამ და შემდეგ შენობების თვალიერება განაგრძო.
-მართალი ხარ შვილო, ჯერ სწავლაა მთავარი, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. - დაეთანხმა ბიძია თომაც და ამასობაში, სახლის ჭიშკარსაც მიადგნენ. მატილდამ მშვიდობიანი დღე უსურვა ყველას და შემდეგ სასწრაფოდ გაეშურა კარებისკენ, არ უნდოდა დაგვიანების მიზეზი გამხდარიყო. სახლში შესულიც კიარ იყო, როდესაც თორნიკეს ხმა მოესმა.
-მთელი 2 წთ-ით დაიგვიანე, მაგრამ არაუშავს, ამჯერად გპატიობ. საბუთები წამოიღე და ჩემს კაბინეტში წამოდი. - როგორც ყოველთვის მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და გზა დინჯი ნაბიჯებით განაგრძო.
-უფროსო, დღეს სახლიდან რატომ ვმუშაობთ თუ საიდუმლი არ არის? - ვერ დამალა თავისი ინტერესი ჯაფარიძემ.
-იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ახლა კი ჩვენ საქმეს მივუბრუნდეთ, დრო არ იცდის.
-ბატონო, თორნიკე ერთ საკითხზე მინდოდა თქვენთან საუბარი. - მორცვად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-თუ სასწრაფოა გისმენ და თუ არ არის, საქმის დასრულების შემდეგ მითხარი.
-არა სასწრაფო არ არის.
-მაშინ ნომრებს მოგცემ, ვისთანც უნდა გადარეკო და თათბირის შესახებ შეატყობინო. ხვალ აუცილებლად მიწევს ჩატარება. - შუბლი შეჭმუხნა სვანმა და მზერა ფურცლებიდან, ჯაფარიძეზე გადაიტანა.
-კარგით, ყველაფერს ახლავე მივხედავ.
მთელი დღე ისე დაუღალავად მუშაობდნენ, რომ საჭმელი არც კი გახსენებიათ, სანამ ძიძამ კაბინეტის კარზე არ დააკაკუნა და სავახშმოდ არ უხმო.
-წამოდი ვჭამოთ, თორემ ისეთი სიფრიფანა ხარ მეშინია რამე არ დაგემართოს. - ირონიულად ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-რაც მთავარია, მე მომწონს ჩემი სხეული, ასე, რომ სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს. - არც მატილდამ დააკლო ირონია და კაბინეტი პირველმა დატოვა. გერლიანს კი გაეღიმა მის ასეთ საქციელზე და შემდგომ თვითონაც სამზარეულოს მიაშურა.
ვახშამი ისე მიირთვეს, რომ ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ უთქვამთ, თუმცა თორნიკე გოგონას თვალებით ჭამას არ წყვეტდა და სიამოვნებდა, რომ მისი სულის ფორიაქის მიზეზი იყო.
-თუ დაასრულე, მაშინ შენთან ერთ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე მსურს საუბარი. წამოდი კაბინეტში ვილაპარაკოთ. -როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია სვანმა და მაგიდაც პირველმა დატოვა. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, უფროსის ნებას დაყვა და უკან ფრთხილი ნაბიჯებით აედევნა. ოთახში შესული კი სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და გერლიანს თავისი დიდი და ბრიალა შავი თვალებით მიაშტერდა.
-მოკლედ, გავიგე, რომ გუშინ სახლში სტუმრები გყოლიათ. მაინტერესებს იცი თუ არა რამე მათ შესახებ? - პირდაპირ სათქმელზე გადავიდა თორნიკე.
-წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან. ეს რა შუაშია ჩვენთან ბატონო, თორნიკე?-დაიბნა ჯაფარიძე.
-დარწმუნებული ხარ, რომ მათ აქამდე არ შეხვედრილხარ?
-რა თქმა უნდა, გუშინ პირველად ვნახე და დანახვისთანავე არ მომეწონა. - ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა მატილდამ და თორნიკედან მზერა წიგნების თაროსკენ მიმართა.
-კარგი თუ ასე მაშინ პირდაპირ გეტყვი, დიდ საფრთხეში ხართ მატილდა, შენც და შენი ოჯახიც.-ცდილობდა ნელ-ნელა შეეპარებინა სათქმელი, თუმცა მცდელობა ამაო აღმოჩნდა და კარგად დაინახა თუ როგორ აუჩქარდა გოგონას გულისცემა და თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა.
-რას ამბობთ უფროსო? როგორ თუ საფრთხეში ვართ, წესიერად ამიხსენით რა ხდება და რა უნდათ შენგელიებს ჩემი ოჯახისგან. - მუდარის თვალებით მიმართა გერლიანს მატილდამ.
-რა უნდათ ჯერ მეც არ ვიცი, მაგრამ ამას მალე გავიგებთ, თუმცა ამიერიდან ასე თავისუფლად ვეღარ ივლი მატილდა. მუდმივად დაცვასთან ერთად მოგიწევს სიარული შენივე უსაფრთოებისთვის, იმედია წინააღმდეგი არ ხარ, თუმცა რომც იყო, სხვა ვარიანტი, არც განიხილებოდა. - სარკასტულად ჩაილაპარაკა სვანმა.
-დაცვა, რომ საჭირო ყოფილიყო მამაჩემს ვერც ვერავინ დაასწრებდა, მაგრამ თქვენ ასე ძალიან რატომ გაღელვებთ ჩემი მდგომარეობა? - ინტერესით ჩაეკითხა გოგონა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-იმიტომ, რომ შენ ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი ხარ, რომელიც თავისი პროფესიონალიზმის გამო, უმოკლეს ვადაში დაწინაურდება. ასე, რომ განსაკუთრებით უნდა მოგიფრთხილდე. - ოსტატურად დაიძვრინა თავი გერლიანმა და როგორც კი გოგონას მოღუშულ სახეს შეხედა, ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა.
-გასაგებია უფროსო, მაგრამ არანაირი დაცვა არ მჭირდება, ჩემს გამო შეწუხება, ნამდვილად არ ღირს, ჯობს სხვა თქვენთვის უფრო ღირებულ თანამშრომლებს მიხედოთ, ჩემს თავს კი მე თვითონაც მშვენივრად მივხედავ. ახლა კი დაგტოვებთ სხვა საქმე თუ არაფერი გაქვთ. - გაბრაზება ვერ დამალა ჯაფარიძის ქალბატონმა და ისე, რომ თორნიკეს პასუხს არ დალოდებია, სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ დაიძრა. ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია, რომ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა, მსწრაფლ შემოაბრუნა და კარებს მსუბუქად მიანარცხა.
-შენთვის არავის უსწავლებია, რომ როდესაც უფროსი გელაპარაკება, სიტყვა ბოლომდე უნდა დაასრულებინო? - გაცოფებული იყო გერლიანი და ხელებს ძლიერად უჭერდა გოგონას, რომელმაც მეტს ვეღარ გაუძლო და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-რა გჭირს ენა გადაყლაპე? - კიდევ ერთხელ დაუყვირა თორნიკემ, მაგრამ როგორც კი საყვარელ სახეზე ცრემლები შენიშნა, ჯაფარიძეს დენდარტმულივით მოშორდა და მზერა მის მაჯებზე გაუშეშდა, სადაც კარგად ეტყობოდა მისი ხელების კვალი.
-ბოდიში, მეგონა, რომ საუბარი დასრულებული გქონდათ. - თავი დახრა მატილდამ და ტუჩი მოიკვნიტა, რათა უფრო მეტად არ ეტირა. თორნიკემ კი მეტს ვეღარ გაუძლო და უკვე მეორედ დაეწაფა საყვარელი ქალის ბაგეებს, კოცნიდან მომთხოვნად და ღიმილი ვერ შეიკავა, როდესაც ჯაფარიძის გამხდარი ხელების შემოხვევა იგრძნო კისერზე.
-ბოდიშს შენ კიარა მე უნდა გიხდიდე, არ მქონდა უფელბა შენთვის დამეყვირა და მეტკინა. გპირდები, მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. - ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო შუბლზე გოგონას და შემდეგ მის მკლავებში მოაქცია. მატილდას კი სრულებით დაავიწყდა ფიზიკური ტკივილს არსებობა და ახლა იმდენად ბედნიერი იყო, რომ სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა.
-არაფერს მეტყვი? თუ ასე დიდხანს აპირებ ჩემთან ჩახუტებულს დგომას? მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს. - გაეღიმა თორნიკეს.
-უბრალოდ, მრცხვენია. - თავი ჩახარა მატილდამ
-სასირცხვილი არაფერი ჩაგიდენია მატილდა, ოდესმე ხომ უნდა მოიშორო ეს სიმორცხვე? -თითებით ნიკაპზე შეეხო გერლიანი და თავი მაღლა ააწევინა.