ფეხზე მყარად ვდგავარ თუმცა, სულ უფრო და უფრო მიჭირს წონასწორობის შენარჩუნება. მისი დაჟინებული, გამჭოლი მზერა, რომელსაც ვერსად გავურბივარ შიგნიდან მწვავს. ჯერ კიდევ მიჭირს იმიას გააზრება, რომ ჩემი ცხოვრების ალს, ადამიანს, რომელსაც ჩემზე ყველანაირი ზეგავლენის მოხდენა უბრალო მზერითან კი შეუძლია იარაღს ვუმიზნებ და ისიც იმავეს აკეთებს.
ყველას ჰგონია, რომ მდიდარ ოჯახში დაბადება დიდი ცხოვრებისეული საჩუქარია, მაგრამ უკლებლივ ყველა ცდება.
ეს დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი წნეხია. ჩრდილი...ოჯახის ჩრდილი, რომელიც ყოველთვის უკან დაგყვება და ყოველ შენს ნაბიჯს აკონტროლებს. ჩრდილი, რომელიც გაიძულებს უარი ძალიან ბევრ რამეზე თქვა:- ეზოში თანატოლებთან თამაშზე, ნორმალური სტუდენტივით საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაზე, მეგობრებთან ერთად ( რომლებით საგულდაგულოდ უნდა შეარჩიო) ბარში წასვლაზე და დალევაზე რადგან შენი ფოტო სოციალურ სივრცეში არ მოხვდეს და ოჯახის სახელი არ შეარცხვინო...სიყვარულზე. ამის გააზრება ჩემთვის უდიდესი ტრამვა აღმოჩნდა. იმის გააზრება, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებულ ერთადერთ ნათელ წერტილზე, ერთადერთ ლამაზ ურთიერთობაზე, ერთადერთ საყვარელ ადამიანზე უარი უნდა მეთქვა.
არასდროს ვყოფილვარ ბუნჩულა, დამთმობი ფერია, მაგრამ ოჯახის ჩრდილისაგან თავის დაღწევა ყოველთვის მიჭირდა. ან რა გინდა, რომ ქნა როცა ძლივს შენი ოჯახის შესაფედრისი, საკადრისი ადამიანი იპოვე და ისიც შენი მშობლების მოსისხლე მტრის ვაჟი გამოდგა.
ბედიც ამას ქვია!
აი, რა მომიტანა ამ შენმა წარჩინებულმა ოჯახმა-საყვარელი კაცი, რომელიც იარაღს მიმიზნებს და თან სახიდან ამ საშინლად გამაღიზიანებელ ირონიულ ღიმილს არ იშორებს.
-მესროლე!-მესმის ბოხი, სშინლად ვნებიანი ხმა. სიტყვა, რომელმაც მთელი სარდაფი მოიცვა და თხემით ტერფამდე შემძრა. -რაღას უცდი ელის?
წამით შევტოკდი. მისი ბაგეებიდან ამოსული ჩემი სახელი იმდენად ლამაზად ჟღერს...შემიძლია მას მთელი ცხოვრება ვუსმინო. მისი სიახლოვე ალს მდებდა. მისი სურნელი კი შიგნეულს მიფუფქავდა.
ახლაც ასეა და ეს არასდროს შეიცვლება.
-თავად რას უცდი?-წარმოვთქვი შესაშური თავდაჯერებით.
ისმის გასროლის ხმა...