part 1

101 5 2
                                    

(შესავალი. ვისაც წიგნი არ გაქვთ წაკითხული ვერ მიხვდებით, ჯერჯერობით გაგრძელება არ არის, პირდაპირვე ხომ არ გავაგრძელებ ასე რომ ეს ფართი თინათინ ბერიძესია❤)

ლევანი
15/10/2018, ორშაბათი 
"ერთი სიტყვა"

ორსაათიანი შეფერხების შემდეგ გზა გაიხსნა. საშინელი ავარია იყო, რამდენიმე დაზარალებულით და ორი გარდაცვლილით. საშინლად დაქანცული დავბრუნდი ტაქსიში.
ბავშვის სახე, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა, სულ თვალწინ მედგა.
ტკივილისგან შეშლილობამდე მისული მისი თვალები ალბად არასოდეს დამავიწყდება. ნატა რატომ გადავედი საერთოდ მანქანიდან? თვალები დავხუჭე და შევეცადე დამეძინა.

კიდევ რამდენიმე ადგილას შევფერხდით, ასე მეგონა, ბათუმში ვეღარასოდეს ჩავაღწევდი. ეს წყეული მობილურიც გაითიშა.
დაახლოებით 9 საათისთვის ქობულეთში ვიყავით და ნერვიულობაც შევწყვიტე.
ცოტა ხანში ბათუმში ვიქნები და ენჯის ვნახავ.
ემოციურად გადაღლილს მალე ჩამეძინა.
რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი. ისევ დედა დამესიზმრა. ჩემ წინ იდგა და ტიროდა. მე მისკენ ვდავდი ნაბიჯს, ის კი უკან მიიწევდა "არ გინდა შვილო ნუ მიახლოვდები", მითხრა და ცრემლები შეიმშრალა.
"დედა არ მოგენატრე" მისმა უარმა გული დამწყვიტა
"მომენატრე, მაგრამ არ მინდა მოხვიდე. აქ სიცივეა გთხოვ ლევან , ნუ მოხვალ აქ. სახლში დაბრუნდი შვილო"
დედა გაქრა და მისი ადგილი შავმა ნისლმა დაფარა.
"მე მაინც მოვალ შენამდე, დედა!" დავიძახე და ნისლში შევედი. დედას ტირილის ხმა მესმოდა და ვცდილობდი, ხმის მიხედვით მომეძებნა. სადღაც შორს საიქუხა და ძლიერად გაწვიმდა.
—ჯანდაბა! მგონი წვიმდება...—მძღოლის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. სახეზე ხელი ჩამოვისვი და ადგილმდებარეობის გარკვევას შევეცადე. შუქნიშანთან ვიდექით, ხელისგულივით მოჩანდა ბათუმი. ამდენ ხანს მეძინა? სიზმრიდან უსიამოვნო განცდა გამომყვა. კიდევ ერთხელ დაიქუხა.
—სადმე გააჩერე, სადაც ლამაზი ყვავილების ყიდვას შევძლებ—
ვუთხარი მძღოლს და გახურებული შუბლი ცივ მინას მივაბჯინე. მალე ენჯის ვნახავ, ყველაფერი კარგდ იქნება, უბრალოდ, ცუდი სიზმარი იყო, საკუთარ თავს ვიმშვიდებდი.

"ლევანი რომ არ მომკვდარიყო"Where stories live. Discover now