დეკემბრის ცივი საღამო იყო, ბატონი ფრედერიკ ჰოლვარდი ბუხრის წინ იჯდა, ჩიბუხს ეწეოდა და მის ახლად დაწერილ წიგნს კითხულობდა...
მისი თითოეული ნაწარმოები განსაკუთრებული გახლდათ. აღწერდა რეალობას, ფანტაზიას, სიყვარულს... ყველაფერზე წერდა რაც კი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ თავისთვის. არუნდოდა ვინმეს უცნობს, სხვას მისი წიგნები წაეკითხა. ფიქრობდა, ამით ჩემს თავს დავაზარალებო...
გარეთ ქარის წუილი ისმოდა... ციოდა, მაგრამ ამას იმ უსახლკარო ხალხის გარდა ვერავინ გრძნობდა, ყველა ოჯახთან ერთად თბილად იყო სახლში. თავად ბატონ ჰოლვარდსაც სიცივე იპყრობდა. არა დეკემბრის სუსხი, არამედ მარტოობის სიცივე. მას ჰყავდა მეგობრები, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა. იყო მარტო თავის წიგნებთან ერთად. ეს ზოგჯერ დიდ სიამოვნებას გვრიდა, ზოგჯერ კი სევდა იპყრობდა მის სულს და მასში ბუდობდა.. ისიც კარგად იცოდა, რომ შესანიშნავ ამბებს წერდა, მაგრამ მაინც ჯიუტობდა და არავის ანახებდა. არავის გარდა მისი ძველი მეგობრის-ჯონათან კრიდისა. ის ყველაზე ცნობილი რედაქტორი გახლდათ ქალაქში. უყვარდა ფრედერიკის წიგნების, ამბების კითხვა. ძალიან მოსწონდა. უკვე მესამე წელია ეხვეწება მათ დაბეჭდვას, მაგრამ ჰოლვარდი ცივ უარზეა.
კარზე ზარია.. საათმა 9ჯერ ჩამოკრა... გარეთ უკუნითი სიბნელეა. სიცივე და სიბნელე ერთმანეთს ერწყმის. ავსებენ. ფრედერიკი წამოდგა, კარი გააღო და ზღურბლზე ბატონი კრიდი დახვდა
-მოგესალმებით ბატონო ჰოლვარდ. კარგად გამოიყურებით_ჯონათანი არ ტყუოდა. ის მართლაც შესანიშნავი შეხედულების იყო. 35 წლის მაღალი მამაკაცი, წელში გამართული, ოდნავ მუქი კანით და შავი თმით რომელიც შუბლს უფარავდა, მაგრამ ყველაზე დამაბნეველი და მომაჯადოებელი მისი თვალებიი გახლდათ. მუქი ღრმა შავი თვალები, რომელიც მის სახეს სრულყოფილს ხდიდა.
YOU ARE READING
განა რისთვის არსებობს ადამიანი?...
Randomარასდროსს შეგეშინდეს შენი ნიჭის გამოჩენის~~