ჯოშუას POV:
თვალებს ვახელ. მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს უნდა გავსკდე. გაცხელებულ საფეთქლებს ხელებით ვიზელ და წამოდგომას ვცდილობ. ვცდილობ, მაგრამ ვერ ვდგები, საწოლზე ვარ მიჯაჭვული. სხეულის კუნთები ძლიერ მიხურს, ყურებში ზუზუნი მესმის. მთელი ჩემი ტანი ოფლში ცურავს.
ხელზე რაღაც მეხება. თავიდან ეს "რაღაც" საბანი ან ტელეფონი მეგონა. მოგვიანებით ხელი აღმოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა მომცილდა და ახლა ჩემს კისერზე გადმოინაცვლა. ფრთხილად ვბრუნდები მეორე გვერდზე და მაცდუნებელ თვალებს ვეჯახები. ასეთ უდანაშაულო თვალებს ბევრი რამისკენ შეუძლია უბიძგოს კაცს.
-როგორ ხარ? - მკითხა ტკბილმა ხმამ.
-საშინლად ვგრძნობ თავს.
-შენი დანაშაულის გამო? - ჩაიხითხითა უცნაურად.
-ჰო. ყოველ ჯერზე, მაგრამ თავს ვკარგავ.
-რატომ აკეთებ ამას? - სახე მოეღრუბლა. უკვე აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე, - რატომ იტანჯავ თავსაც და რატომ მტანჯავ მეც.
-შეპყრობილი ვარ.
-შეპყრობილი კი არა, მანიაკი ხარ. ამიერიდან, შენი იდოტური სურვილები აღარ დამაინტერესებს. შენ-შენთვის, მე კი-ჩემთვის. ჩვენს შორის არსებული კავშირი საბოლოოდ მოიშლება. - გოგონა უკვე ყვირილზე გადადიოდა.
-მართალი ხარ. - საცოდავად ჩავქინდრე თავი, - იდიოტი ვარ!
-შენ ჩემგან უფრო მეტი სალანძღავი სიტყვა გეკუთვნის.
-რა ვქნა, რომ მართალი ხარ!
-ჰო, კარგია, თუ ხვდები. იმედს მაძლევდი, ისე იქცეოდი, მაგრამ…
-რა მაგრამ? ნუთუ, ოდესმე გამიცრუებია შენი იმედები? - ტონში ბრაზი მერეოდა.
-ეს პირდაპირ არ გაგიკეთებია, მაგრამ აქ, ახლა გააკეთე ეს. როცა ადამიანი გეტყვის, უბრალოდ ჩემი ადიქცია ხარო, იმას როგორ უნდა ენდო მეტად? ზუსტად შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ასე მითხრა.
YOU ARE READING
Tutorial:How To Lose Your Mind (step by step)
Fanfictionისტორია გვიყვება ჯოშუა ჰონსა და ჯონ ნარიზე. ჯოშუა გავლენიანი ბიზნესმენის შვილია, რომელიც საშინელი ადიქციით იტანჯება და თავს ხშირად ვერ აკონტროლებს. სწორედ ამ დროს, გამოჩნდება ჯოშუას ცხოვრებაში ნარი. ჯოშუას ჰგონია, რომ ნარი უყვარს, მაგრამ რეალურად ას...