4.forgotten

209 28 8
                                    

-მინდა,რომ მაკოცო.

ჯონგუკის სიტყვებზე ვიყინები,თვალებს სწრაფად ვახამხამებ და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულის სცემა. საერთოდაც რას ამბობს?

-რ-რა?-ვეუბნები დაბნეული და თითების წვალებას ვიწყებ,რა ჯანდაბაა დამ? როდის მერე ნერვიულობ ასეთ სიტუაციებში?

ჯონგუკი დივნიდან წამოდგა,ჩემსკენ ნელი თუმცა მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა და ჩემს წინ აისვეტა.აქვე შევამჩნიე როგორი სიმპათიური იყო ის,მოციმციმე შავი თვალები,წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი. საკმაოდ ტანადიც იყო,ამას მისი ძლიერი,გაშლილი მხრებიდანაც ადვილად იტყოდი,ის ჩემზე თითქმის ორი თავით მაღალი იყო ამიტომაც როდესაც მომიახლოვდა თავის მაღლა აწევა მომიწია,მისი თვალები...მასში მთელ გალაქტიკას ვხედავდი.უსამართლობაა ასეთ ბოროტ ადამიანს ასეთი კეთილი და უვნებელი თვალები ჰქონდეს.

-"მინდა,რომ მაკოცო"-იმეორებს ის და ცალ წარბს წევს,ტუჩებს ოდნავ აღებს და აგრძელებს-დაახლოებით ერთი წლის წინ კლუბში...შენ ერთ უცნობ ბიჭს რომელსაც მხოლოდ 5 წუთი იყო იცნობდი უთხარი " მინდა,რომ მაკოცო"

უფრო დავიბენი,თვალები დავხარე და ადგილის,დროის,ვითარების გახსენება დავიწყე. დავბრუნდი ერთი წლის წინ თუმცა ჩემს თავში უბრალოდ არაფერი მოდიოდა,რა კლუბზე იყო საუბარი ან რა-
მოიცა ერთი წლის წინ? ეს სეჰუნის დაბადების დღე არ იყო? როდესაც ჩვენ მისი დღე კლუბში ავღნიშნეთ! დიახ! დიახ! მაგრამ უცნობი ბიჭი? და ეს ფრაზა? ჯანდაბა არაფერი მახსოვს იმ დღეს ძალიან ბევრი ალკოჰოლი დავლიე,მაგრამ რატომ? არასოდეს ვსვამდი ამდენს და ყოველთვის ვაკონტროლებდი მაშინ რატომ დავლიე ამდენი.

უკვე ტვინი მიფეთქდებოდა და აღარც ვიცოდი ჯონგუკისთვის რა მეპასუხა.ერთადერთი გზა თავის დებილად მოჩვენებაში გამოვნახე

-არ მესმის რაზე საუბრობ.

-აჰაჰა~იუმორისტი რატომ არ ხარ? ძალიან მაცინებ ხოლმე,დამი. ძალიან კარგადაც იცი რაზეც ვსაუბრობ და დარწმუნებული ვარ ის დღეც გახსოვს! ამიტომ მითხარი რატომ მითხარი "მინდა,რომ მაკოცო" როცა მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი იყო რაც ერთმანეთს "ვიცნობდით"-თვალები გამიფართოვდა ესეიგი ის უცნობი ბიჭი ჯონგუკი იყო? ანუ მე მას ვუთხარი და ჩვენ- ო არა ღმერთო ეს ასე არ იქნებოდა არა? ჩვენ არაფერი-

FAILED MISSION | JJKWhere stories live. Discover now