ხანდახან წარმოუდგენელია საკუთარ თავში წამოშლილ ფიქრებთან გამკლავება. ეს პროცესი შტორმს ჰგავს. ოკეანის ბობოქარ ტალღებს ის ძალა აქვთ, ზედ გადავლის შემდეგ ყველაფერს რომ გაანადგურებს და ნაგრიგალარზე ხელთავიდან წამოდგომა იმდენად რთულია, როგორც ხელთავიდან დაბადება. თუ ერთ მომენტში ვრცელი, თვალუწვდენელი ოკეანის წინ, სველ სანაპიროზე დგახარ და წყლის დინჯ ლივლივს უყურებ, მის მშვიდ ხმას ისმენ, მისი სიღრმიდან ქარს მოყოლილ მლაშე სურნელს ისუნთქავ, ვერც კი წარმოიდგენ მეორე წუთს რად შეიძლება იქცეს ეს ხედი. უეცრად თავს დატეხილი ოკეანის მძვინვარება თვალსა და გულს ერთდროულად შეგიშინებს და შენს წინ აბობოქრებული, სამყაროს წინააღმდეგ აჯანყებული მუქი, უიმედოდ მუქი ტალღების ფონზე დაპატარავებული მთლად უსუსური რჩები სრულიად მარტო.
-ბოტონს გავეყარე._კბილებს შორის მოქცეულ ლოყას მტკივნად კბენს უნებლიეთ ჯონგუკი. ამ წუთზე უხერხული სხვა არცერთი ყოფილა თეჰიონის გვერდით და ეს იმდენად უსიამოვნოა, ძლივს ერთ ადგილზე დამჯდარი ლამის კვლავ ფეხზე წამოხტეს.
-ვნახე._ჩუმად ჩურჩულებს და ძირს დახრილ თვალებს ჯონგუკის მრგვალ, ემოციით სავსე სიშავეებს უსწორებს. ძნელია ასე უმოქმედოდ ჯდომა იმ ალფის წინ, რომელის მონატრებაც სისხლში აქვს გამჯდარი, თუმცა რამის გაკეთებაც ძნელია ამ წუთს თეჰიონისთვის.
-აქედან მართლა მიდიხარ?_წინ მჯდომ ბეტას თვალს ვერ აშორებს, კიმის სახეზე ემოცია არ იკითხება და ალფის გონებაში ნელ-ნელა კვლავ იჭრება შიშის მუხტები. უმცროსი თავის მსუბუქად დაქნევით, უსიტყვოდ სცემს შეკითხვაზე პასუხს.-რატომ?_იმდენად ჩუმია ალფის ხმა, ბეტა მხოლოდ მისი ტუჩების მსუბუქი ამოძრავებით იგებს შეკითხვას და ხმაურიან ოხვრას ატანს გულზე დაწოლილ სიმძიმეს.
-ასე ყველასთვის სწორი იქნება._ჯონგუკის თვალებში ჩაძირული დარწმუნებით ამბობს თეჰიონი და შექმნილი უხერხულობით შეწუხებულს ყურადღების გადასატანად მზერა საკუთარ შიშველ ტერფებზე გადააქვს.-უკეთესი იქნებოდა ადრე წავსულიყავი აქედან._ჩურჩულით ამატებს ამ წინადადებას და შიშველ ერთ ტერფს მეორეზე უსვამს ფრთხილად.
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Фанфикპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.