-უკაცრავად-ოფიცერი უახლოვდება მომტირალ ბიჭს და რაღაც წიგნაკს აწვდის.
-ბატონო...
-ფელიქსი...-სლუკუნით ახსენებს ბიჭი
-ბატონო ფელიქს მის ოთახში იპოვეს...მგონი ჯობია თქვენ გქონდეთ...- ფელიქსიც ცოტა არ იყოს აღელვებული ართმევს წიგნაკს და ნელ-ნელა ფურცლავს-მისი დღიური იყო...სიცილით ამბობდა ხოლმე რომ მოვკვდები მაშინ წაიკითხეო...-ემოციები ყელში აწვება და ახრჩობს.
-კიდევ ერთხელ ვწუხვარ...
-ზუსტად ვიცი ის ცოცხალია! მის გვამს
ვერ იპოვით.იუნი თავისი ფეხით მოვა ჩემთან...
სახლს პოლიციელები ტოვებენ. ფელიქსი იუნის და თავის საძინებელში შედის,საწოლზე ჯდება და კითხვას იწყებს.
18 აპრილი.
დღეს ისეთი სიზმარი დამესიზმრა რომ მთელი დღე ვცდილობდი მუშაობით გადამეტანა ყურადღება. დამესიზმრა ვითომ რომელიღაც სადღაც მივდიოდით.მე დავაგვიანე პარკში ვიჯექი და რაღაცას ვჭამდი.ბავშვები მოვიდნენ სად ხარ ამდენი ხანიო და წავედით. შემდეგი სცენა უკვე სუფრასთან იყო.ვივი და სოფი ერთად იჯდნენ. ვივის თავი სოფის მხარზე ედო. მგონი ვუთხარი ადექითქო თუ რაღაც მსგავსი და ცინიკური ღიმილით თავი გააქნია,მე წამოვხტი და რაღაცეების ყვირილი დავიწყე, თეფშით სხვა ადგილზე დავჯექი. მერე რაღაც მითხრეს ყველაფერი ამოვაყირავე და წასვლა მინდოდა თუმცა მამაჩემს უნდა დავლოდებოდი.ლეოც იქ იყო და ირონიით მიყურებდა. მე ჩემი ყველაზე დიდი შიში დამესიზმრა. დამესიზმრა რომ ვივიმ მე არ ამირჩია... შებოჭილი ვიყავი . დრომ ცინიკურად გამყინა ამ ისედაც აუტანელ წამებში. კიდევ ერთხელ შემახსენა რა საცოდაობაა როცა ვცდილობ ჩემი მთელი ცხოვრება ერთ ადამიანზე დავაყრდნო და ტვირთად ვატარებინო. ვიცი რომ ასეთს მთელი ცხოვრება არავინ გაუჩერდება, შეიძლება მეც ვერ გავუძლო საკუთარ თავს.მინდა შევიცვალო მაგრამ მჭირდება ვიღაც ვისაც დავეყრდნობი ეს კი დიდი ტვირთია. ტოქსიკურად 'ერთგული' მეგობარი ვარ. ერთგული ვიქნები,სხვაში არ გავცვლი,სიცოცხლესაც დავთმობ მისთვის,ყველა სურვილს შევუსრულებ თუმცა იგივე მჭირდება მისგანაც.ვერ ვიტან როცა ვხედავ ნელ-ნელა როგორ ნაკლებად მნიშვნელოვანი ვხდები.როგორ ვკარგავ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.ვერ ვიგებ ეს რეალობაა თუ ჩემს თავში ხდება. ღამე ვეღარ ვიძინებ იმაზე ფიქრში რომ ჩემზე მეტად ვინმე დასჭირდება და ეყვარება. ეგოიზმი მახრჩობს ფიქრები მითრევს და ვგიჟდები. ხმები მესმის რომლებიც დამცინიან და საცოდავ მანიპულატორს მიწოდებენ.... მეძინება...
------
ფელიქსის ლოყებს ცრემლები ასველებს...
იცის რა ძნელი იყო იუნისთვის უბრალოდ სუნთქვაც კი... ისინი ერთმანეთისთცის იყვნენ შექმნილნი...
იუნი ასე უბრალოდ არ დატოვებდა...
-მე შენ გიპოვი იუნი-ამბობს ფელიქსი და იუნის ბალიშს ეხუტება რომელსაც ჯერ კიდევ მისი სურნელი ასდის...
თენდება... ფელიქსი იღებს ფურცელს რომელზეც მთელი ღამე ამუშავებდა სტრატეგიას ამ საქმის გამოძიებისთვის. შემდეგ იღებს ტელეფონს და ურეკავს მის მეგობარს.
-ჰიუნჯინ, მე ვარ.დღეს 3 საათზე შემხვდი ჩემს ოფისში. ახალი საქმე უნდა გავხსნათ.
-კი მაგრამ ფელიქს იუნი გარდა-...
-იუნი ცოცხალია! ახლა ნება იბოძე,ერთი ადგილი აწიე და მოდი!-გაცეცხლებული ფელიქსი თიშავს და ემზადება შეხვედრისთვის.
-აბა ბატონო ფელიქს მითხარით რას ვაპირებთ.
-100%-ით დარწმუნებული ვარ რომ იუნი ცოცხალია. ვაპირებ რომ ვიპოვო სამხილები და გავიგო რა მოხდა და სად გაუჩინარდა იუნი ქორწილის მეორე დღეს.ის თავს არ მოიკლავდა ! მის გვამსაც კი ვერ პოულობენ!დაკითხვით დავიწყებთ! ორდენი გვჭირდება ამიტომ როგორც გინდა მოიპოვე და პაკ ვივიენი და კან სოფი დაკითხე...არა მე მომიყვანე და მე დავკითხავ...
-ღმერთო როგორ ვერ გიტან...
-იუნი გენდობოდა ჰიუნჯინ...
-ვიცი...ამას მისთვის ვაკეთებ...
ჰიუნჯინი ფელიქსის ოფისიდან ლი მინჰოსთან წავიდა.
-ახლა რა გინდა ჰიუნჯინ???-მობეზრებული ხმით კითხულობს ჰანი რომელიც რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სკამზე ზის და არა მინჰოს მაგიდაზე ან კალთაში...
-ჰან...შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო?
-ის აქ დარჩება ჰიუნჯინ-შეუღრინა მინჰომ
-კარგი,მოკლედ. მინდა რომ ვივიენის საქმე თავიდან ავღძრათ. ის შენი მეგობარიც იყო მინჰო...
-მე არ ვიცი შემიძლია თუ არა დახმარება...
-უბრალოდ ორდენი მოგვეცი
-იუნის სჭირდები მინ-უთხრა ჰანმა
-კარგი,კარგი. გამომართვი. იცოდე არ ჩაფლავდეთ!!!
-იუნისთვის-გაუღიმა ჰიუნჯინმა და ისევ ფელიქსთაბ გაეშურა.