–პატარავ, მალე ერთად ვიქნებით. ეს ნაბიჭვრები ვერაფერს დაგვაკლებენ. რამდენიმე საათში შენთან ვიქნები. არ ინერვიულო კარგი?-განერვიულებული ხმა ისმის ტელეფონიდან.
პაკი ტირის..
საკუთარ თავს აწყნარებს და მეორე ხაზიდან მოლაპარაკეს პასუხობს.–ჯონგუკ,ძალიან ხომ არ რისკავ?-ბუტბუტებს პაკი და ტელეფონს, სიმწრისგან, ხელს უჭერს.
–სხვა გზა არაა..-დაბალი ხმით პასუხობენ მეორე ხაზიდან.
–იქნებ ჯობია მანდ დარჩე,სხვებთან ერთად,თავი ბუნკერს შეაფარო ?- ჯიმინი ვეღარ უძლებს და ხმით ტირის.
ეშინია.
ეშინია მისი სიყვარულის დაკარგვის.–აზრი? მაინც მოვკვდები.
აქ,მათ ხელში სიკვდილს კი შენთან სიკვდილი მირჩევნია..-მეორე ხაზიდანაც გატეხილი ხმა ისმის...–ყველაფერი კარგად იქნება? შენ რომ რამე მოგივიდეს,მოვკვდები.. ვერ გადავიტან,გთხოვ..-ტელეფონს ჩამოკიდებული ქვითინებდა პაკი.
–რომც რამე დამემართოს,შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო გასაგებია? მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩრდილოეთელებიც დამარცხდებიან.
შენთან მალე ვიქნები.
არ მინდა რომ ინერვიულო.
ჩემი ცხოვრების, ყველაზე ნათელი წერტილი,შენ ხარ და გთხოვ,რაც არ უნდა დამემართოს,არ ჩაქრე.. -ამბობს ჯონი და ზარი ითიშება..
პაკი კი მოწყვეტით ეცემა საწოლზე.ტირის. სტკივა.
ჯონ ჯონგუკი.
მისი პირველი და დარწმუნებულია რომ უკანასკნელი სიყვარულია.ჯონგუკი სამხრეთ კორეაშია.
ამ მომენტში,ჩრდილოეთ კორეა,სამხრეთ კორეას ბომბავს.ჯიმინი სულ რაღაც სამი დღით გადაურჩა ომს.
მშობლების თხოვნით,მექსიკაში ერთი კვირით ჩამოვიდა.
რათა მისი დიდი ხნის უნახავი,მშობლები ენახა.ჯონგუკს დაპირდა რომ უცხო ქვეყნიდან,უამარავ საჩუქარს ჩამოუტანდა.
განსაკუთრებით მის საყვარელ ყურსასმენს,რომელიც სეულში ვერა და ვერ იშოვა.
YOU ARE READING
Love lost in war
Actionროგორ შეიძლება არ ჩაქრეს ჯონგუკის ნათელი წერტილი,როდესაც თავად ჯონგუკი აღარ ანათებს დედამიწას.