დილით თეჰიონს თავის ტკივილი აღვიძებს.
საწოლიდან წამოდგომის შემდეგ თვალებს ისრესს და ადგომას ცდილობს.
როდესაც გუშინდელი საღამო ახსენდება უკვე ფეხზე მდგარი საწოლზე ხელახლა ვარდება.
თავზე ხელს იკიდებს და ყველაფერი ერთდროულად ახსენებს თავს.
ეს კი თავის ძლიერ ტკივილს იწვევს.
თითის ბალიშებს ფრთხილად იტარებს ბაგეებზე და ღიმილი ეპარება.
ამ დროს კარის ჭრაჭუნის ხმა ისმის.
და გაუაზრებლად სწრაფად ჯონგუკი წინ ესვეტება.
თეჰიონი მის წინ მდგარ ჯონგუკს თვალებში აშტერდება.
თითქოს ასე ცდილობს გაიგოს გუშინდელ საღამოზე ჯონგუკი რას ფიქრობს.
-შეგიძლია ყველა შენი იარა მანახო?
-მაგრამ,რატომ?
-მაინტერესებს რამდენ ხანს გჭირდებოდი და არ ვიყავი შენს გვერდით.
თეჰიონი გრძნობს როგორ ეხება ჯონგუკის თითის ბალიშები მის ლოყებს.
გრძნობს როგორ აშორებს ლოყაზე გაკვლეულ ცრემლებს.
ახლა იღიმის.
გულწრფელი ღიმილია.
ჯონგუკი სახეს უახლოებს თეჰიონს და მის თვალებში იკითხება ნებართვა,იმ დიდი ცოდვისა რასაც ახლა ისევ ჩაიდენს ორი ცოდვილი.
განა ცოდვაა სიყვარული?
და თუ ცოდვაა ამ ოთახში ორივე ცოდვილი თანახმაა მოინანიოს ამ წმინდა ჭეშმარიტი სიყვარულის გამო, როდესაც ღმერთის წინაშე წარსდგებიან.
თეჰიონი არ წუხს.
არც წარსულს მისტირის.
ახლა ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლაზე ფიქრობს.ჯონგუკმა თეჰიონი იხსნა.
ჭაობოდან ამოათრია და სუნთქვის საშვალება მისცა.და იქნებ სწორედ ეს ცოდვილნი
გახდნენ მიზეზი იმისა რომ ჩვენც ვეძებოთ ადამიანი რომელიც გახდება ჩვენთვის გმირი?როგორც ჯონგუკი თეჰიონის.
რამდენიც უნდა ვამტკიცოთ რომ არ გვჭირდება დახმარება ბოლოს მაინც ვეძებთ ადამიანს რომელსაც შეეძლება ჩვენი გადარჩენა.
როგორც ჯონგუკმა თეჰიონი.
თეჰიონისთვია ცხოვრება სისასტიკე იყო.
დაბრკოლება,ტკივილი,შიში და სად იყო ბედნიერება?
მას არც კი უძებნია ის.
თუმცა ჯონგუკმა იპოვა,ჯონგუკმა შეძლო მისი პოვნა.
ეს გამართლებაა.
ეს უსამართლობაა.
ბედნიერება რამდენს იტევს?
სიხარული რამდენს იტევს?
ერთმანეთის საპოვნელად ორივემ უნდა გასცეს,ორივემ უნდა დათმოს, ორივემ უნდა გაიღოს რაღაც.
თეჰიონი დაცემული ანგელოზია.
ჯონგუკი კი დაცემულთა ანგელოზთა ბატონი.
თეჰიონი სუსტია.
ჯონგუკი კი მისი გმირია რომელიც სისუსტესთან გამკლავებას ასწავლის.
დასრულდა.
დაასრულა თეჰიონმა ხელოვნების ნიმუშების შექმნა.
ახლა ავტორი გახდება.
მისი სიყვარულის ავტორი.
ჯონგუკი კი ისევ დარჩება გმირი.
კიმ თეჰიონის გმირი.
დასასრული.
YOU ARE READING
•save me from myself•
Romanceსიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი. თუ საკუთარი თავის ზიანით მიყენებული ტკივილი.