The man of the world

31 3 2
                                    

   ALL THE LIGHTS COULDN'T PUT OUT DARK
RUNNIN' THOUGHT MY HEART
LIGHTS UP AND THEY KNOW WHO YOU ARE
KNOW WHO YOU ARE
DO YOU KNOW WHO YOU ARE?

     არენის ცენტრში დგას. ცალი მუხლი მოხრილი აქვს, მეორე  ფეხს ეყრდნობა. ხელი მიკროფონის სტენდზე უდევს და გიტარის მედიატორი უჭირავს, მეორე ხელით კი ყურზე დამაგრებულ გადამცემს ისწორებს და უცხო კაცის საუბარს უსმენს. ატყობინებენ რომ სცენის განათებამდე წამებია დარჩენილი. ის პასუხის ნიშნად რაღაცას ბურტყუნებს და მთელს არენას ავლებს თვალს. საგულდაგულოდ გაპარსულ წვერზე ისვამს ხელს და წარბებს კრავს, ისე როგორც სჩვევია.
     სცენაზე სიბნელეა. ხალხი დუმს. ისევე, როგორც ცხელი ზაფხულის ღამეს, ცაზე მონავარდე, მშვიდი მთვარე, ასე ძალიან რომ უყვარს მას. მაყურებელთა ანთებული, გაბრწყინებული თვალები სცენისკენაა მიმართული, ვერაფერს ხედავენ თუმცა დაახლოებით მაინც ხვდებიან სად დგას მათი დღევანდელი მთვარი პერსონაჟი, აწ უკვე გაზრდილი, ცელქი, მწვანე თვალებისა და დიდრონი, თავმომწონე თუმცა ბავშვური ღიმილის პატრონი. დიდი ნიჭითა და მიზანსწრაფობით დაჯილდოებული, ყველასთვის სასურველი კაცი. მათი გული სწრაფად სცემს. მათი, ყველას გული, ერთი პიროვნებისთვის სცემს ასე სწრაფად და ძლიერად. ათასობით ადამიანის გული ერთი ოთახში ჰყვება ერთმანეთის გულის ტემპს და მოუთმენლად უცქერს ერთ წერტილს. ჰაერი ნელნელა უფრო და უფრო იხუთება. მოლოდინი იმატებს. საზოგადეოება კიდევ ერთხელ იწყებს ყვირილს თუმცა დაძაბულობით ისევ ჩუმდებიან და ამდენი ხნის ახდენილ სურვილთან საშინელ სიახლოვეს გრძნობენ.
     ისევ სიჩუმეა. არაფრის ხმა ისმის. ჰარის გული ისე მშვიდადაა როგორც არასდროს აქამდე. ისეთ ნეტარებას გრძნობს როგორიც არასდროს უგრძვნია აქამდე. ისეთი ემოციებით ივსება, სახელს რომ ვერ არქმევს და ისინიც უცნობნი არიან მისთვის. წამები საუკუნეებად იწელება თუმცა დრო ჩვეულ რიტმში გადის. სამყარო ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ეს აქაა ასეთი დაძაბულობა. ეს აქაა ასეთი მოლოდილი...
      3... 2... 1.... მოემზადეთ. დასაწყისი ახლოვდება.
      სცენა ნათდება. მუსიკისა და მწვანეთვალებას ხმის პირველი ნოტი ერთდროულად ისმის. ხალხი წამში იწყებს ყვირილს და ყველანაირ გრძნობას უშვებს გარეთ. სცენაზე მდგომი არტისტი შეკრული წარბებითა და განათებული თვალებით იწყებს არენის ენერგიული ნოტებით ავსებას.

Welcome to the final show {H.S}Where stories live. Discover now