ეს ჯადოქრების დროს მოხდა, როდესაც ორი სამეფოს წარმომადგენელი ერთმანეთს სისხლისმღვრელ ომში იწვევდნენ, მზად იყვნენ მათი მრავალ რიცხოვანი ჯარი გაენადგურებინათ. ერთმანეთის სიკვდილი გონებაში გაუჯდათ.ეს იყო ორი სამეფო.
ორი ძლიერი სამეფო.
პირველი სამეფო-მთვარის მედალიონი.
მეორე სამეფო-მრუდე ვერცხლი.ორივე სამეფოს სათავეში ძლიერი მეფეები იყვნენ.
სეჯუნი მთვარის მედალიონის წარმომადგენელი და მთავარი იყო.
ჰადესი კი მრუდე ვერცხლის წარმომადგენელი.მრავალ წლიანი მტრობა ან დასრულდებოდა ერთის სიკვდილით ან მეორის, ორივე შემთხვევაში ვიღაც აუცილებლად მოკვდებოდა.
____
ქერათმიანი ბიჭი მის ოთახში ჩუმად იჯდა, მისი ბუს მოლოდინში.
ოთახში ბოლთას სცემდა ბიჭი.
ელოდებოდა მისი საყვარელი ადამიანის მონაწერს.
ის კიმ თეჰიონი გახლდათ ჩრდილოეთის მხარის წარმომადგენლის ერთადერთი ვაჟი და მთვარის მედალიონის ერთადერთი მემკვიდრე.ფრთების შხრიალის ხმა მოესმა ეს მისი ბუ იყო მისი ლიქსი, მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარი და არსება რომელიც მას უსმენდა და მის ტკივილსა თუ სიხარულს იზიარებდა. ლიქსის პატარა ფეხზე წერილი შეებათ, ფრთხილად ჩამოხსნა რათა მისთვის არაფერი ეტკინა. წერილი ლამაზად იყო დაკეცილი და იასამნის სუნი ასდიოდა.
მისი საყვარელი სურნელი...
მისი მონატრებული სურნელი...ეს სურნელი მის საყვარელ ადამიან ჯულიანს ეხებოდა, მისი პატარა.
ჯულიანი თეჰიონის შეყვარებული გახლდათ ლამაზი შავგვრემანი გოგონა რომელიც წარმოშობით უძლიერეს ჯადოქართა წრიდან იყო, ასევე თეჰიონიც, ის ძალიან კარგად ფლობდა ყოველ შელოცვას მისი ჯოხის მოძრაობებს კი ყოველთვის ოსტატურად აკეთებდა. მას მომზადება სჭირდებოდა მომავალი შეჯიბრისთვის სადაც ის ჯეონ ჯონგუკს შეხვდებოდა, მის მოსისხლე მტერს, მაგრამ ის სულაც არ ფიქრობდა იმას რომ მისი მტერი იყო, ეს არც კეთილგანწყობა ყოფილა და არც მტრობა არამედ რაღაც განსხვავებული, იდუმალი.
YOU ARE READING
Ma cheríe.
Mystery / Thriller-ნუთუ ასეთი რთულია შენი ტუჩების დაპატრონება? -ამას მოპოვება სჭირდება მოუსვენარო.