წვიმის ფანჯრებზე შხაპუნის ხმამ გამაღვიძა.
წვიმა მეზიზღება , მაგრამ , როდესაც ლონდონში ცხოვრობ , ნელ-ნელა ეგუები ასეთ ამინდს.
მეც შევეგუები...
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა , რომ სასტუმრო ძველი იყო და ხის ნაპრალებიდან სუსხიანი შემოდგომის ნიავი უბერავდა.
თვალები ჯერ კიდევ დახუჭული მქონდა , მათი გახელა არ მინდოდა. თითქოს ამას შემდეგ ვინანებდი.
ვიცოდი , რომ ძალიან ვინანებდი, მაგრამ ბოლოს 99ჩემს თავს მოვერიე და თვალები მაინც გავახილე.4
ფანჯარაში გავიხედე და შავ ღრუბლებს მოვკარი თვალი.
წვიმისგან განსხვავებით, ღრუბლები ყოველთვის მიყვარდა. პატარა რომ ვიყავი დედასთან ერთად ყოველთვის ვაკვირდებოდი მათ. ისინი ხან ცხოველებს ჰგავდნენ, ხანაც ფრინველებს. ხოგი ღრუბელი კი ალქაჯებსა და კუდიან ჯადოქრებს მაგონებდნენ.
მაგრამ დღეს არა.
ლონდონის წვიმიან ცაზე ავისმომასწავლებლად შავი ღრუბლები დაცურავდნენ.
მხოლოდ სიცარიელე.
თავი კვლავ სიცივემ შემახსენა და ჩემს ღუნღულა საბანში ბოლომდე გავეხვიე.
არ მინდა , რომ გვერდზე გადავბრუნდე...ვგრძნობ რომ წახვედი...
ვგრძნობ რომ აქ აღარ ხარ...
გადასაფარებელს წვალება დავუწყე
სად ხარ?
გამახსენდა..
"...ყველაფერი დამთავრდა..."
ახლაც ვერ ვგრძნობ ვერაფერს.აღარაფერს აქვს აზრი. ან რას მოველოდი?
ძილი...ისევ დამეძინა და ისევ მოიცვა სიბნელემ ჩემი ქვეცნობიერი.ისევ გადავეშვი ჩემთვის ამოუცნობ სამყაროში , სადაც ყველაფერი შესაძლებელია. იქ შეგიძლია იფრინო...შეგიძლია იქ ბევრი რამ გააკეთო..იქ გულს ვერავინ გატკენს...ან გატკენს და ვერ იგრძნობ.
YOU ARE READING
From the dinning table
Fanfictionსიჩუმე... ბევრს ეშინია სიჩუმის. ამბობენ , რომ ისინი საკუთარ თავთან მარტონი რჩებიან და მათ ძველი დანაშაულის გრძნობები თავს ახსენებენ. ბევრსაც უყვარს კომფორტული სიჩუმე და ამბობენ , რომ ეს ყველაზე კარგი დროა ფიქრისთვის. ჩემი აზრით , სიჩუმე ძალიან...ის...