waiting for you...

54 9 5
                                    

სიბნელეში მხოლოდ ტელეფონის შუქი ანათებდა, ფანჯრიდან შემოსული სიცივე ბიჭის სუსტ სხეულს ეხებოდა, მისი ჩუმი ქვითინის ხმა სიჩუმეში  შესამჩნევად ისმოდა.
მალევე ტელეფონიდან ხმა გაიგო, ბევრი მცდელობის შემდეგ მან მაინც უპასუხა.

_ჯიმინ? რა მოხდა? ღამის 3 საათია. _ თან საათს დახედა და ისე უთხრა.
_ჯონგუკ, გთხოვ, ჩემთან მოდი, მჭირდები._ ბიჭის ტირილის მოსმენის შემდეგ არც კი დაფიქრებულა ისე ჩაიცვა და სახლიდან გამოვიდა, მანქანის გასაღები ხელში მოიქცია და მანქნაის ძრავა აამუშავა. შიშისგან და ნერვიულობისგან სწრაფად მიდიოდა,  რამდენინე წუთში უკვე სახლის შესასვლელთან იდგა და ელოდებოდა მისი საყვარელი ადამიანი კარს როდის გაუღებდა.

დიდხანს არც უცდია, მალევე გამოჩნდა მასთან შედარებით მცირე ზომის სხეული, ცხვირი და თვალები წითელი ჰქონდა, სახეზეც კი შეამჩნევდით რომ უკვე რამდენიმე საათია ტირის.

_პატარავ? რა მოხდა? რატომ ტირი?_ ნერვიულად დაუწო კითხვების დასმა.

ჯიმინი ხმას ვერ იღებდა, უბრალოდ ტელეფონი გაუწოდა სადაც რომელღაც სტატია იყო ნაჩვენები.
სტატიის წაკითხვის შემდეგ ბიჭს სახე შეეცვალა, ეკრანს ხელი გადაუსვა და კომენტარებიც გამოჩნდა, ისეთ საშინელებს წერდნენ ბიჭს ტანში გასცრა, ნაღვლიანი თვალებით შეხედა ჯერ მის წინ მგდომ სხეულს, შემდეგ კი ტელეფონს, სადაც სტატიასთან ერთად მათი ფოტო იყო ნაჩვენები

_ ეხლა რა ვქნათ? არ მიგვიღებენ, ჩვენს სიყვარულს არ მიიღებენ გუკ. _  ცრემლები გაუაზრებლად მოდიოდაა ბიჭის თეთრ კანზე. ჯონგუკმა ცერა თითით ცრემლები მოწმინდა, სხეული გულ- მკერდზე მიიხუტა და ხელები ძლიერად შემოხვია, მაგრამ არა ისე ძლიერად რომ მისთვის ეტკინა. ცხოვრებაში არასდროს არ დაუშვებდა რომ მას ტკენოდა, მისი თითოეული ცრემლი გულში დანასავით ერსობოდა და მის გულს ნაფლეთებად აქცევდა. მასაც ჰქონდა ცრემლები თვალზე, თვალები ერთმანეთზე ძლიერად დააჭირა, ცრემლმაც ვეღარ გაძლო და გადმოუგორდა, მის ლოყაზე ურცხვად მიგორავდა, საბოლოოდ კი ჯიმინს თმებს დაეცა.

|•|Waiting For You...|•|Where stories live. Discover now