ვიცი, რომ გამართული ნაწერი არ არის და არც სრულყოფილი, მაგრამ უბრალოდ ჩემი საყვარელი წყვილი, ჯიგუკში გამეცოცხლებია, იმედია მოგეწონებათ.
რა თქმა უნდა, ყველა მომენტი არ ემთხვევა, ზუსტად სერიალის მომენტებს.___________________________________
ყველაფერი ერთ ბნელ დღეს დაიწყო, მაშინ როდესაც ბოროტმა დედოფალმა მოჯადოებული ტყის მაცხოვრებლებს საშინელი წყევლა მოუვლინა და ყველა ზღაპრის გმირი სრულიად ახალ სამყაროში გამოამწყვდია, იქ სადაც დრო გაყინულია, იქ სადაც არავის არაფერი არ ახსოვთ და მათი ბედნიერი დასასრული განადგურდა.
ბოროტ დედოფალს, გულში უზღვავი ზიზღი, შური და სიბოროტე ჰქონდა. მას სურდა გაენადგურებინა ფიფქიასა და მშვენიერი პრინცის სიყვარული და მარტოობით ეტანჯა ისინი რადგან უწინ, 10 წლის ფიფქიას დაუფიქრებელმა საუბარმა, შეიწირა ბოროტი დედოფლის სიყვარული და მას შემდეგ მისი გული დედისგან ბოძებულმა სიბოროტემ მოიცვა. მან შექმნა საშინელი წყევლა, რომელიც დააცალკავებდა ყველას ერთმანეთისგან, არავის ემახსოვრებოდა რა მოხდა ზღაპრულ სამყაროში, ვინ იყვნენ რეალურად და დაკარგავდნენ ბედნიერ დასასრულს, რომელიც ერთად ყოფნით უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ დედოფალს ერთი რამ დაავიწყდა, ფიფქიამ შეძლო გადაერჩინა მისი შვილი, რომელიც მომავალში მხსნელად მოევლინებოდა სამყაროს.
***
პაკ ჯიმინი, 26 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სრულიად მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში, სეულში. გვერდით არავინ ჰყავდა, არც დედა, არც მამა, არც ვინმე ნათესავი ან ახლობელი, ამ უზარმაზარ სამყაროში სრულიად მარტო იყო, ახალგაზრდა გამომძიებელი ბიჭი.
მისთვის ცხოვრება მართლაც რთული და დამღლელი აღმოჩნდა, 18 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდეგ იქაურობას მოშორდა, გარკვეული პერიოდი ქურდობით ირჩენდა თავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია გამომძიებელია და სხვადასხვა სახის დანაშაულს იძიებს და პოულობს დამნაშავეებს.
საოცრად წყნარი ღამეა, ღამის სეული ასეთი ჩუმი არასდროს არ ყოფილა. ჯიმინი სახლის კარს აღებს, შიგნით შედის, მაგიდაზე პატარა ნამცხვარს დებს და სანთელს ანთებს.
YOU ARE READING
true love /ნამდვილი სიყვარული
Fantasyემა სვონისა და კილიან ჯონსის, იგივე კაუჭას სიყვარულის ისტორია, ჯიგუკზე🤭