🔞school playboy🔞

246 16 4
                                    

Jimin pov:
ძალიან რთულია როდესაც სკოლის შეცვლა გიწევს, განსაკუთრებით კლასელებთან განშორება რომლებთან ერთადაც თითქმის თორმეტი წელი გავატარე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ბუსანიდან სეულში გადავედი საცხოვრებლად.
უკვე ერთი დღეა რაც აქ ვარ, ჩემს ახალ სახლში.
ახლა ჩემს ოთახში საწოლზე ვწევარ და ძალიან ვნერვიულობ რადგან ხვალ პირველად მივდივარ ახალ სკოლაში.
ვნერვიულობ რადგან არ ვიცი როგორ მიმიღებენ ბავშვები და თუნდაც მასწავლებლები. მეშინია რომ მათ არ მოვეწონები, მაგრამ მგონი ამაზე ამდენი ნერვიულობა არ ღირს. ისედაც ერთ წელში სკოლას ვამთავრებ.
  
საწოლიდან ვდგები და სკოლის ფორმას ვამზადებ. შემდეგ ჩანთაში რვეულებს და პასტას ვდებ, ჯერ წიგნები არ მაქვს, ხვალ ალბათ სკოლაში მომცემენ.

ყველაფრის მოწესრიგების შემდეგ ვწვები და ვიძინებ.
                                
                                   ***
დილით მაღვიძარა მაღვიძებს. ვდგები სააბაზანოში შევდივარ ხელ-პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ და გამოვდივარ. ვიცმევ ჩანთას ვიღებ ბლოკადორებს ვსვამ და პირველ სართულზე ჩავდივარ.

ჯმ- დილამშვიდობისა.
დედა- დილამშვიდობისა საყვარელო. არ ისაუზმებ?
ჯმ- არა, რაღაც არ მშია, იყოს სკოლაში ლანჩს შევჭამ, ახლა უნდა წავიდე თორემ დამაგვიანდება, დროებით დედა!
დედა- წარმატებული დღე შვილო!

დედას შუბლზე ვკოცნი, ვემშვიდობები და სკოლაში მივდივარ.

                                      ***

და აი მეც. სკოლის შესასვლელთან ვდგავარ. ძალიან ვნერვიულობ ასე გუშინ არ მინერვიულია, ერთი ღრმად შევისუნთქე და სკოლის ეზოში შევაბიჯე.
ირგვლივ უამრავი მოსწალეები ერთმანეთში ირეოდა, ძლივს შევაღწიე შიგნით და თან ზარი დაირეკა. დავიბენი, ჩემი კალსი სად არის აზრზე არ ვარ. ამიტომ ერთ დაბალ საყვარელ გოგონას ვეკითხები ისიც თბილად მიღიმის და კლასამდე მივყავარ.
  კარებთან დამრიგებელი დამხვდა და კლასში შემაცილა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 31, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🔞School playboy🔞Where stories live. Discover now