∞1∞

36 2 2
                                    

ლუნა, ჯერ გამოუცდელი, მაგრამ მაინც მომავალი არქიტექტორია. არქიტექტურა ბავშვობიდან იზიდავდა და უნივერსიტეტშიც გადაწყვიტა ამ ფაკულტეტზე ესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ და მისი უფროსი და-ძმა უფრო უყვარდათ მაგრამ მის მიმართაც იჩენდნენ ელემენტარულ ყურადღებას. მაგრამ მისთვის ბავშვობის ტრამვა ის იყო რომ ბიძამისი მასზე ძალადობდა და ყოველთვის საშინლად ექცეოდა, და როდესაც ის 14 წლის გახდა იძულებით დანიშნეს მის მეზობლის ვაჟზე, რომელსაც ვერასდროს იტანდა რადგან დანიშვნის შემდეგ ისიც ძალადობდა მასზე. როდესაც 18 წლის გახდა ბიძამისი გარდაიცვალა, მაგრამ ეს მისთვის შვება არ აღმოჩნდა რადგან ოჯახმა გამოაცხადა რომ მისი ქორწილისთვის უნდა დაეწყოთ მზადება, ალბათ წარმოგიდგენიათ რაოდენ რთულია ნაადრევი ქორწინება 18 წლის გოგოსთვის, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მისთვის ეს ვალდებულებას წარმოადგენდა და ყოველთვის უმეორებდნენ რომ ,,სიძის'' ოჯახი მათთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა

*ქორწილის დღე*
-არ ვიცი მია, მიუხედავად იმისა რომ ბედნიერი არ ვარ მაინც ვნერვიულობ
- მესმის შენი, მეც ხომ იძულებით გამათხოვეს არა?!
-მაგრამ შენ გიყვარს შენი ქმარი, მე კი მას ვერასდროს ვერ შევიყვარებ...!

მია, ლუნას ბავშვობის საუკეთესო მეგობარია, რომელიც მას ბავშვობიდან მოსდევს და გვერდში უდგას, ისიც იძულებით გაათხოვეს ერთ-ერთი ბიზნესმენის ოჯახის უფროს ვაჟზე, რომელსაც ძალიან დიდი ხანია მიას მიმართ ჰქონდა გრძნობები და ეს ქორწილი მისთვის ,, სასარგებლო " იყო. თუმცა როდესაც გაიგო რომ მიასაც ჰქონდა მის მიმართ გრძნობები, გაშორდა და თავიდან, ნამდვილი სიყვარულით შეირთო ცოლად, ცოტა ხანში კი ეს მთელი ქალაქისთვის უცხო, მაგრამ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გახლდათ

როდესაც ლუნა, მია, გიორგი(ლუნას საქმრო) და მისი მეჯვარე საბა უკვე ქორწინების სახლში იყვნენ და ისმენდნენ სიტყვებს- დღეიდან ოფიციალურად ცოლქმრად გაცხადებთ- ოთახში შერბის ერთი გოგო, რომელზეც ლუნას წარმოდგენა არ ჰქონდა და აცხადებს რომ გიორგისგან ორსულადაა და ქორწილი უნდა ჩაიშალოს, ეს იმფორმაცია ლუნასთვის სასიხარულო, მისი და გიორგის ოჯახისთვის კი თავზარის დამცემი აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ქორწილი ჩაიშალა....

*ორი თვის შემდეგ*
-დედა მამა თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს-ლუნა
-გისმენთ
- ოუუ რა სერიოზული ხარ დაიკოოო-დამცინავი ღიმილით წარმოთქვა ლუკამ, ლუნას ძმამ,
მიუხედავად მშობლების ლუნას მიმართ ცუდად განწყობისა, ლუკა მაინც ყოველთვის ლუნაზე ზრუნავდა და უფროსი ძმის ,,როლს" დაცვას კარგად ასრულებდა:)
- სერიოზული საქმე მაქვს და არ მაქვს შენი ხუმრობის თავი
- კარგი ბოდიში, ხომ იცი როგორ მიყვარხარ...
- ნუ ხარ აფერისტიი
- იტყვი რა საქმე გაქვს?! ნერვები მეშლება და მაინტერესებს!!- ეს კი ლუნას დის, სალომეს სიტყვები იყო. სალომე ყოველთვის ამაზრზენი და გათამამებული და იყო, რომელსაც ,,ძერსკი" სადაქალო და საზიზღარი შეყვარებული ჰყავდა
- კარგი ვიტყვი, დედა, მამა გადავწყვიტე ამერიკაში გავემგზავრო და იქ განვაგრძო სწავლა
- შენ სულ გააფრინე გოგოო?!!! არავითარი ამერიკა! აქ იქნები და შესაფერის საქმროზე გათხოვდები!- პეტრე ( ლუნას მამა)
- მეც ვეთანხმები მამაშენს, რა ამერიკა მოგინდა, საქართველოში ვერ ხარ?! - მარიამი(დედა)
- აუუ კარგით რაა, გთხოვთ, მინდა დამოუკიდებელი ცხოვრება და თავისუფლება!
- რომელ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე მელაპარაკები? უჩვენოდ ვერ იარსებებ, შენ მხოლოდ ნივთი ხარ რომელსაც რომელიმე ბიზნესმენზე გავათხოვებთ და მისგან ფულს მივიღებთ! გესმის?!- პეტრე ბოლო ხმაზე ყვიროდა, მარიამი კი ,,ამშვიდებდა" თუმცა უშედეგოდ
- თქვენ რანაირი მშობლები ხართ? მხოლოდ ფულზე დახამებული ღორები, რომლებსაც საკუთარი შვილი არ უყვართ, ფუუ, მეზიზღებით- ლუნას ნერვებმა უმტყუნა და სახლიდან გაიქცა...


გავაგრძელო? მე ჯერჯერობით მომწონს... ვნახოთთ

ვარსკვლავებიანი ღამე Where stories live. Discover now