Bonten's Bitch(es)

306 23 12
                                    

სარკესთან ვიჯექი და ჩემ გამოსახულებას დაკვირვებით ვუყურებდი. ჩემში რაღაც შეიცვლა. სხვა ადამიანი ვიყავი. აქ, ამ ქალაქში სულ სხვა ადამიანი ჩამოვედი, ახლა კი სარკიდან განსხვავებული ლილია ვოლკოვა მიყურებდა. ისევ ისეთი ლამაზი იყო, ღია ცისფერი თვალებით, თეთრი კანით და გრძელი, ბუნებრივად ქერა თმით... მაგრამ სხვა ადამიანად გარდაქმნილიყო. ბონტენმა სამუდამოდ შემცვალა.
- აბა, თოჯინა, მზად ხარ? - კარი შემოხსნა სანზუმ. სარკიდან გავუსწორე თვალი. ღმერთო, ეს ფსიქოპატი ნაბიჭვარი საშინლად მძულდა. თოჯინას უბრალოდ მოფერებით არ მეძახდა. მისთვის მართლაც სათამაშო ვიყავი.
- ნუ მეძახი ასე - ვთქვი მკაცრად და ტუჩსაცხი გადავისვი. სანზუ შეკრთა და წარბი ასწია. ყელზე მჭიდროდ მოჭერილ ჰალსტუხზე ხელი წაივლო და ოდნავ მოუშვა. პირველად ვხედავდი ასე - თავისი საყვარელი, ფერადი ტანსაცმლის გარეშე. თეთრი პერანგი ეცვა და შავი შარვალი. ვარდისფერი თმები უკან გადაევარცხნა და თავისი სასტიკი, ღია ფერის თვალებით მიყურებდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სანზუს არ უყვარდა, როცა ასე ველაპარაკებოდი. სანზუს ჩემი დასჯა უყვარდა. ამისთვის უამრავი ხერხი ჰქონდა.
- მადლობა თქვი, რომ გვაგვიანდება, თორემ ახლა ამ მაგიდაზე გადაგხრიდი და უმოწყალოდ გაგჟიმავდი - თქვა ბიჭმა ირონიული ღიმილით და ტუჩის კუთხეები მოილოკა. იარები, რომლებიც ტუჩებთან ჰქონდა, შიშისმომგვრელად ჩანდა.
ერთადერთი აზრი, რომელიც ახლა შვებას მგვრიდა, ის იყო, რომ სანზუ ოდესმე ჩემი ხელით მოკვდებოდა. წარბშეუხრელად გავუყრიდი გულში დანას და დავტკბებოდი, როგორ შეაცივდებოდა სახეზე ის საშინელი, ავადმყოფური ღიმილი, რომელიც მუდამ ტუჩებზე დასთამაშებდა.
ბიჭმა თმაზე ხელი მომკიდა და უკან გადამიწია, მერე ტუჩები კისერთან მომიტანა და ნიკაპზე ხელი მომკიდა.
- იცოდე, თუ დამჯერი გოგო იქნები, ისე ძალიან არ გეტკინება - თქვა თითქმის ჩურჩულით და ენა ტუჩის კუთხეში ამისვა. ზიზღით სავსე თვალებით სარკიდან შევხედე. ჯანდაბა. ეს ნაბიჭვარი ძალიან სიმპათიური იყო. ნამდვილი ეშმაკი.
- გასვლის დროა - კართან რანს მოვკარი თვალი. ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და კარის ჩარჩოზე იყო მიყრდნობილი. ღიმილით მიყურებდა. მასაც თეთრი პერანგი და
ზევიდან შავი კოსტუმი მოეცვა. იასამნისფერი თმები შუბლზე ჩამოშლოდა და ისიც ისე, როგორც ბონტენის ყველა წევრი, საშინლად სექსუალურად გამოიყურებოდა. ის ისე ცუდად არ მექცეოდა, როგორც სანზუ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. ამ ბიჭებისთვის უბრალოდ სათამაშო ვიყავი, რომელიც ხანდახან სხვადასხვა საქმეებში ეხმარებოდა.
- ვაუ, ლილია - თქვა რანმა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
- წავედით იდიოტო - გამოსცრა სანზუმ და მხარზე მხარი გაჰკრა. ჩანთა ავიღე და ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე სარკეში. თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა მეცვა. თმები ზევით ავიწიე და შევიკარი, მერე სანზუს უკან გაყევი და კარი დავხურე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 16, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Bonten's Bitch  (Fanfic written by reader) Where stories live. Discover now