"უკუღმართი სამყარო"🥲

10 2 0
                                    

ჩემი ცხოვრება არავისგან განსხვავებული არ არის, ვცდილობ ცხოვრების დინებას მივყვე და წარსულს არ გადავყვე. ერთადერთი რაც მანსხვავებს ნორმალური ადამიანისგან ის არის რომ ანიმეების ყურება და მანჰვა/მანგების კითხვა მიყვარს. ალბათ იფიქრებთ რა არის გასაოცარი იმაში რომ ვიღაც რაღაცას კითხულობსო? არა... არაა...უბრალო კომიქსებს არ ვკითხულობ.იმის გათვალისწინებით, რომ გოგო ვარ ძალიან მიყვარს bl ყველაფერი.
მე კიმ ჯია გახლავართ, სეულის უნივერსიტეტის 4 კურსის მოსწავლე.
იმის მიუხედავად რომ სეულში ვცხოვრობ მაინც საერთო საცხოვრებელში ვრჩები და უფრო ვირგებ ცხოვრებას, ასე რომ ვთქვათ ზედმეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ. ოთახში 3 გოგონა ვცხოვრობთ, მაგათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და სულ ფეხებზე კიდიათ მე რას ვკითხულობ ან სად დავდივარ. ერთი სიტყვით და ორი გაგებით  დავასრულე ჩემი თავის წარდგენა, ერთადერთი რაც დარჩა ის არის, რომ როგორმე ძველ ქიმიის ლაბორატორიას მივაგნო ჩემს უნივერსიტეტში.

მე-მასწავლებელო ჯონ!
სირბილისგან დაღლილი  მათემატიკის მასწავლებელს ვაჩერებ და თან ღრმად ვსუნთქავ
ჯ-ოჰ! გისმენ ჯია რამ შეგაწუხათ პატარა ქალბატონო? ყველაფერი კარგად არის?
ისევ ეს მზრუნველი ხმა თავს მაკარგვინებს
მე-ხომ არ იცით ძველი ქიმიის ლაბორატორია სად არის? მთელი დღეა დავრბივარ და ვერ ვიპოვე წიგნებზე გამომიშვეს.
ოდნავ ჩაიცინა და მკითხა წარბის აწევით
ჯ-დარწმუნებული ხარ რომ ვერ იპოვე?
მე-ვერ მიგიხვდით ბოდიში
უხერხულად ჩავიცინე
ჯ-ჯია ჩვენ მაგ ძველი ლაბორატორიის წინ ვდგავართ
ისევ ჩაიცინა და გამომხედა შემრცხვა, ეს რა დაემართა, დღეს მთელი დღეა აქ ვტრიალებ და ვერ წავიკითხე, მგონი დავბრმავდი კიდეც.
მე-ბოდიშით და მადლობა

სიტყვები მივაყარე, გავიქეცი პირდაპირ და შერცხვენილმა  კარები მივუჯახუნე. ვცდილობდი პულსი დამერეგულირებინა და სირცხვილის გრძნობა დამეოკებინა, მაგრამ არ გამომდიოდა ეს კაცი სულ მიზიდავდა, თავის განსხვავებულობით და სითბოთი. ვაიმე სულ დამავიწყდა აქ რისთვის გამომაგზავნეს. ეს წიგნები უნდა ავიღო მგონი. ირგვლივ მიმოვიხედე სიძველის მიუხედავად კარგად არის შემონახული და მტვერიც არ არის. მაგიდას მივუახლოვდი, წიგნების ასაღებად, მაგრამ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანა და ქექვა დავიწყე. იქვე მერხის პატარა უჯრაში წითელი წიგნი ვიპოვე კარგად "გადასკოჩილი" ძლივს  მოვხსენი წებოვანი ლენტები გადავშალე და ყველაფერი გაქრა.....

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 23, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

"უკუღმართი სამყარო"🥲Where stories live. Discover now