Untitled Part 1

27 1 1
                                    




და რახდება მაშინ როცა ყველაფრის იმედი გაქვს დაკარგული? რახდება მაშინ როცაუკვე აღარავის აღარ ენდობი? მე გეტყვი შენი ცხოვრება ერთფეროვანი ხდება, აღარ გაქვს იმედი რომ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს და გადაგარჩენს. ან ვისგან რას უნდა ელოდო? თავიდან ყველა კარგი და საუკეთესოა, მაგრამ როცა დრო გადის ისინიც სხვებს ემსგავსებიან. არ ფიქრობენ შენს ტკივილზე.

და მაინც რა არის სიყვარული?

ამ კითხვას ვუსმევ ჩემს თავს ყოველთვის როცა მარტო ვრჩები და პასუხიიც ყოველთვის ერთი მაქვს.

ჩემი აზრით სიყვარული არის გრძნობა, რომელიც ყველას სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ თუ ნამდვილად გიყვარს მას სიტყვებით ვერ გადმოცემო, ალბათ მრთალია რადგან ჩემი აზრით როდესაც გიყვარს ამ გრძნობას ვერ გადმოცემ და სხვას ვერ აღუწერ იმ განცდებს რომელსაც სიყვრული განიჭებს.სიყვარული გამოირჩევა ადამიანში თანდაყოლილი მრავალი სხვა გრძნობისგან. იგი გამოირჩევა სულიერებით, საკუთარი თავის გაუმჯობესების, რაღაცის შექმნის სურვილით.

და რა არის ტკივილი?

ამაზე პასუხი არც მე ვიცი. უფროსწორედ ტკივილზე ვერ ილაპარაკებ, და თუ ილაპარაკებ ვერ გადმოცემ ზუსტად ისე როგორც გრძნობ.

კარგი, კარგიიი, ბოდიშით ისევ შევყევი ფიქრებს. მოდით გაგეცნობით, მე ვარ ელენე დავითაძე, 18 წლის. რამოდენიმე დღის წინ ჩავაბარე ეროვნულები, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ თავი მაინც გავართვი. რომ ვთქვა სწავლით გამოვირჩევი თქო მოგატყუებთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობბ მაინც.

ვცხოვრობ აჭარაში, მაგრამ რადგანააც უკვე სტუდენტი ვარ გადავდივარ თბილისსში. დიდად შეძლებული ოჯახი არ მყავს, მაგრამ არც გვიჭირს, ყველაფერს აკეთებენ რომ სრულყოფილი ცხოვრება მქონდეს. მყავს პატარა ძმა, რომელიც გამუდმებით ნერვებს მიშლის და მეც როგორც ყოველთვის სუსტი ნერვების მქონე პატრონიიი ვერ ვითმენ და ყოველდღე ვჩხუბობთ. ასევე მყავს დიდი და მაგრამ ერთად ვეღარ ვცხოვრობთ, გამითხოვდააა. მაქამდე არგვქონდა სახარბიელო ურთიერთობა მაგრამ როგორც ჩანს სიშორემ გაგვაგებია ერთმანეთის ფასიი, მალეე პატარაა ბაიასაც ველოდებით, ისე მიხარია რომ ერთი სული მაქვს როდის დაიბადება. ოჯახში სულ 7 ვართ, ნუ თუ არ ჩავთლით ბიძიას ოჯახს მაგრამ ისინიც ჩემი ოჯახის წევრები არიან. 1 წელი ბიძაშვილებთან ერთად მიწევს ცხოვრება და მერე რამეს მოვახერხებთ.

ჩერდება მატარებელი, ვიღებ ჩემს ჩემოდნებს, რადგანაც საშინლად მძიმეე იყოო ვერ გავუმკლავდიი, ჩემს უკანნ ვიღაცეები მოდიოდნენ, გავიგე რამოდენიმე საყვედური

-რით ვერ გაეტიე?!

-ხომ ხედავ ჩვენც ჩავიდეთ უნდა?

-ქალბატონო მეჩქარება.

-ხომ ხედავთ რომ მიჭირს? ამდენ ლაპარაკს გეთქვათ ლამაზად და გაგატარებდით ან ეს ჩემოდნები ჩამატანიეთ-არც მე დავრჩი ვალში.

-უკაცრავად? გზა გადამიკეტეეე და ახლა შენი ჩემოდნებიც მე უნდა ვათრიო?

-ხოდა მაშინ მალე ჩაეთრიე!- გავიწიე და გზა დავუთმე

-რანაირად მელაპარაკებიი?ვინ გგონივარ?- წარბები შეკრა და ჩემსკენ გამოიწია, ისეთი საშიში იყო მეგონა მალე შემჭამდა

-უკაცრავად ძმაოო გამატარეთ დავეხმარო უნდა- ღმერთო ხმა მეცნობა, არა, არა და არა ეს აქ არ იქნება ღმერთი ესე არ გამიმეტებს

შევტრიალდი თუ არა დავინახე ის სახე რომელიც ესე ძალიან მენატრებოდა, მგონი სიზმარში ვარ. ეს ახლა აქ არ უნდა მომხდარიყო, არ მინდა რომ დამეხმაროს. ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. უცებ ვიღაცა მაქანებს და აზრზე მოვყავარ, უკან გავიხედე და ჩემი ბიძაშვილი. ამაზე მეტად თუ რამე გამიხარდებოდა არ მეგონა.

-ელენე სად ხარ ამდენ ხანს? იმდენი გელოდე რომ შემეშინდა თუ ჩამოყვა მატარებელს თქო. რას აკეთებდი ამდენ ხანს? კარგად ხომ ხარ?- ყველა კითხვა ერთად მომაყარა, პასუხის გაცემას არც მაცდიდა და თან მეხუტება.

-გიო მაცდი? აქედან მალე ჩამიყვანე და ყველაფერს მოგიყვები- თან მას ვუყურებ, როგორ მომნატრებია ეს თვალებიი...

ხელი დაავლო ჩემს ჩემოდნებს და მატარებლიდან ჩავედიით, გარეთ ტაქსი გველოდებოდა. ბინაში დაახლოებით ღამის 4 საათზე მივედით, ისე ვიყავი დაღლილი რომ რამის თავი აღარ მქონდა, უბრალოდ ძილი მინდოდა, მხოლლოდ ძილი იქნებ ფიქრი მაინც შემეწყვიტა. შევედი ჩემს ოთახში, საწოლზე დავეგდე, მაგრამ არ დამეძინა არ კიარა ვერ. ვერ ვიძინებდი, ფიქრები მიშლიდა ხელს.




მეორე თავი მალეე იქნებაა.. არ ვიცი რამდენაც კარგიია მაგრამ გამახარებთ თუ კომენტარებს დამიტოვებთ<3 თურამე არ არის ისე როგორც უნდა იყოს შენიშვნებსაც მივიღებ...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 27, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მენდე!Where stories live. Discover now