**************************
*ქუქისთან*მაშინ როდესაც ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მახსოვს რომ საბავშვო პარკში სადაც დედაჩემს ხშირად დავყავდი ვიპოვე სურათი რომელზეც პატარა, ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო გამოსახული და მე ის ერთი დანახვით შემიყვარდა.
ეხლა ჩემს ოჯახთან ერთად ვზივარ სახლში და ფილმს ვუყურებთ მაგრამ ცოტა ხანში ისმის კარზე კაკუნი და მე ვდღები რათა გავაღო და ვნახო ვინაა ამ შუა ღამეს.
კარები გავაღე თუ არა ხელებში დასისხლიანებული ბიჭი ჩამვარდა! თავიდან ბოლომდე სისხლით იყო დაფარული!
ჯერ კიდევ შოკში ვიყავი როდესაც დედა მოვიდა და მკითხა ვინ არისო მაგრამ როდესაც ის დაინახა...
მას გული წაუვიდა.
-მამაა! მამაა!
ვყვიროდი ბოლო ხმაზე თან ეს ბიჭი მეკავა და არ ვიცოდი რა მექნა.
-რა იყო რა გაყვ...
სიტყვა არ დაუმთავრებია როდესაც დაინახა გულწასული დედა და ჩამუხლილი ანჯღრევდა
-საყვარელოო! საყვარელო გამოფხიზლდიი! რა დაგემართა?!
მამამ შემომხედა და როდესაც ეს ბიჭი დაინახა მითხრა რომ აბაზანაში შემეყვანა და მანამდე კი დედას მიხედავდა.
-მამა!
-რა არის გისმენ
მიპასუხა მან.
-ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?
-რათქმაუნდა არა, საიდან უნდა ვიცნობდე?
-არ ვიცი უბრალიდ მაინტერესებს რატომ მოვიდა ჩვენთან და რატომაა სისხლიანი.
-ყოველშემთხვევაში ეს ჩვენი საქმე არაა მაგრამ რადგანაც ამ სახლში მოვიდა ვალდებულები ვართ მივხედოთ.
მივხვდი რაც იგულოსხმა და გავჩუმდი. დედა ცოტახანში გონს მოვიდა და წყალი დავალევინეთ მაგრამ ის ბიჭი ჯერ კიდევ უგონოდ იწვა აბაზანაში.
მე და მამამ ის დავბანეთ და ჩემი ტანსაცმელი ჩავაცვით,შემდეგ ჩემს საწოლში დავაწვინეთ და დასაძინებლად მოვემზადეთ ყველანი მე ტახტზე ვწვებოდი რადგანაც ჩემი ადგილი უკვე დაკავებული იყო. დავწექი მაგრამ ფიქრები მაინც არ მასვენებდა: "ვინ იყო ეს ბიჭი? მას რა შეემთხვა? ნეტავ სახიფათო ხომ არაა მისი აქ დატოვება? ძალიან მეშინია რაიმე რომ დაგვიშავოს? ნეტავ ხომ არ იძებნება?..."და ასეთი მილიონი კითხვა მაწუხებდა.
როდესაც დავიძინე დამესიზმრა რომ ეს ბიჭი უკან დამყვებოდა მაგრამ... რატომ?
შემდეგ კი როდესაც გავიქეცი ის გამომეკიდა, მე მივრბოდი და არ ვჩერდებოდი! მივრბოდი, მივრბოდი, მივრბოდი, მივრბოდი და უცებ შიშისგან ოფლში მეღვიძება და ვხედავ თუ როგორ მიყურებს ეს ბიჭი!
გაურკვეველი მზერით მაშტერდება და ვერ გამიგია საერთოდ ამდენი სისხლის დაკარგვის შემდეგ საერთოდ კიდევ როგორ სუნთქავს!
-გამარჯობა მე კიმ თეჰიონი ვარ! ბოდიშიი ალბათ შეგაშინეთ მაგრამ არ მინდოდა ამ ოჯახის მყუდროების დარღვევა ძალით! მართლა!...
-შეე... შე შენ ვინ ხარ?
-კარგი რაა! ამას სერიოზულად ამბობ? ახლახანს არ გითხარი ვინც ვარ?
-აა.. ა არაა მაგას არ ვგულისხმობ, ვინ ხარ? აქ რა გინდა და საერთოდ რატომ მოხვედი ან რა გჭირდა?
-ჰმმ... ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ გინდა უნდა დამეხმარო კიდეც!
-რაა? მე? კი მაგრამ... რატომ? ან რაში გჭირდება ჩემი დახმარება?ეს ბიჭი რატომღაც ძალიან მაშინებდა და მისგან თითქოს ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
-აჰაამ... ესეიგი დახმარებაზე თანახმა ხარ?
-იქნებ ჯერ მითხრა რაში გჭირდება ჩემი დახმარება?
-კიი კი მაგას რათქმაუნდა გეტყვი! მაგრამ შენ უნდა დამპირდე რომ ამას შეასრულებ თორემ იცოდე ინანებ!
-კა..კა კარგი შევასრულებ! გპირდები!
-მაშ ასეე საინტერესო ბიჭი ჩანხარ ამიტომაც თითქმის გენდობი.
ეხლა რასაც გეტყვი იცოდე კარგად დაიმახსოვრე და აუცილებლად შეასრულე!
-კარგი
- 1. ამ სახლში უნდა დამტოვო იმდენხანს რამდენი ხანიც მე მომესურვება!2. მზეზე ალერგია მაქვს, ასეთი დავიბადე და უნდა დამეხმარო რომ არ დავენახო მზეს!
3. ტანსაცმელს შენ მომცემ საჭმელსაც მაჭმევ და ერთი სიტყვით მომემსახურები თუ არადა ინანებ!
4. შენს მშობლებთან ხმას არ ამოვიღებ და ამას რაც გინდა ის მოუხერხე! ეცადე რომ რაიმე სულელური მაგრამ ჭკვიანურად გათვლილი დააჯერო!
5. სტუმრები იშვიათად უნდა გყავდეთ ან თუ საჭირო არაა საერთოდ არ გყავდეთ! თორემ ნამდვილად ცუდი დღე დაადგებათ!
და ბოლოს მეექვსე...
იმას გააკეთებ რასაც მე გიბრძანებ თუნდაც ეს წინასწარ არ იცოდე! მოულოდნელადაცკი შეიძლება რაღაცა დაგავალო ამიტომაც ამისთვის ყოველთვის მზად იყავი!თავი ჩავხარე და ფიქრი დავიწყე ნეტავ რატომ უნდა ვუსრულებდე ამ ყველაფერსთქო მაგრამ მან რატომღაც მითხრა:
-რადგანაც მომავალში არ ინანო!
თავი ავწიე და ის უკვე აქ აღარ იყო! ძალიან გამიკვირდა რადგანაც სულ რამდენიმე წამით გავიხედე რომ უკვე აქ აღარაა! სადაციყო ჭკუიდან შევიშლებოდი! ეს ბიჭიი! ისს!... ის ისეთი უცნაურიაა... მეე მე მემგონი მისი მეშინიაა არა მემგონი კი არა ნამდვილად! მისი ძალიან მეშინია! მას აუცილებლად უნდა დავუჯერო თუნდაც სიცოცხლის ფასად!____________________________
გაგრძელება იქნება💘