კბილის ჯაგრისი,
დამტენი,
ფორმა,(ღმერთო,დღეს პირველად
ჩავიცვამ ფორმას)
საჭმლის ორი კონტეინერი.„მგონი მოვრჩი"ვამბობ ხმამაღლა და კმაყოფილი დავყურებ გაბერილ ზურგჩანთას რომელიც ახლახანს შევკარი.არ ვიცი ისე რატომ ვიქცევი თითქოს ვინმეს აინტერესებდეს.ნამდვილად არავის ანაღვლებს ყველაფერი ჩავალაგე თუ არა.არც იმაზე იდარდებდა ვინმე,საჭმელი რომ დამრჩენოდა და მინუსებში გადასული სტუდენტური ბარათის ამარა სახლიდან გასულს,24 საათი შიმშილი მომიწევდა.
ტანსაცმელს ვიცვამ და ჩემი საძინებლიდან გამოვდივარ.მისაღების კედელზე ჩამოკიდებულ,საზიზღარ,გუგულიან საათს ვაშტერდები.გამუდმებით მის გადაგდებაზე ვფიქრობ და მაინც აქ არის,ვერაფრით მოვიშორე ეს უშნო ჯართი თავიდან.
„კარგ დროს გავდივარ"ვთქვი როგორც კი ისრებს შევხედე.გრძელი შუშაბანდი იმის მცდელობაში გავიარე,რომ შეუმჩნეველი ვყოფილიყავი.მაგრამ ასაკით ჩემზე უფროსი პარკეტი,ისე ჭრიალებდა ფეხქვეშ,როგორც მოხუცის ძვლები.დერეფნის ბოლოს,სამზარეულოსა და სახლიდან გასასვლელი კარის გასაყარზე,ძველ,მორყეულ კუშეტკაზე გულაღმა მწოლიარე კაცს მივუახლოვდი.როგორც ჩანს ფეხის ხმა მის ყურს ოდნავადაც არ მისწვდომია ისე უდარდელად ხვრინავდა.გვერდით,სამფეხა სკამზე ნახევრად ჩაცლილი არყის ბოთლი ედგა,მისი განუყრელი მეგობარი.ფრთხილად დავიხარე და იქვე შემოდებული სიგარეტის კოლოფიდან სამი ღერი ამოვაცალე.არ მომიპარავს.თუმცა,იქნებ მოვიპარე?არა!რომ მეთხოვა უარს არ მეტყოდა.
უბრალოდ არ მინდა იცოდეს ამ ბოლო დროს მოწევას რომ მივყე ხელი.ვერ დამიშლის მაგრამ ბევრს უეჭველად იბურტყუნებს.მე კი,ამის ნერვები არ მაქვს.სახლის კარი ფრთხილად მოვიხურე და კიბეზე დავეშვი.
-დილა მშვიდობის დანიელ-მომესმა ხმა გვერდითა ფანჯრიდან.ეს ლალია.ჩემი მეზობელი.ათი წლის ვიქნებოდი ამ ეზოში რძლად რომ მოიყვანეს დიდი ზარზეიმით.ბავშვები აივნებზე ვიდექით და ნეფე-დედოფალს ზემოდან ყვავილებს ვაყრიდით.დილამდე გაგრძელდა მხიარულება.არავის უძინია იმ ღამით.ის მეზობლებიც კი ქეიფობდნენ რომლებიც რესტორანში არ დაუპატიჟია ოჯახს.ყველა მაცხოვრებელი აღნიშნავდა.
YOU ARE READING
Cloudy Grey 🔞
Non-Fictionშესაძლოა ამ საავამდყოფოს კედლებს იმაზე მეტი რამ უნახავთ,ვიდრე ადამიანებს გვინახავს ოდესმე.შესაძლოა ჩვენი აქ შეხვედრა სულაც არ იყო შემთხვევითობა.გრძელ დერეფნებს შორის დღიდან დღემდე საკუთარ თავს ვეძებდი,თუმცა მოულოდნელად,ის ვიპოვე.