0

1.4K 40 1
                                    

-აააჰჰჰ ჯანდაბა როგორ არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძება, ხომ შეიძლება ეს იდიოტი სკოლა გვიან იწყებოდეს...
08:00 ჩემი ძმა თავზე დამახტა, ხო ჩემი ძმა თედო იობიძე ჩემზე 2 წლით უფროსია და უნივერსიტეტში სწავლობს, მე მარიამი ვარ მარიამ იობიძე 17 წლის, ჩემი ძმა სულ ასე მაღვიძებს ხან თავზე მახტება ხან წყალს მასხამს.
-დაიწყო ჯოჯოხეთური სკოლა.
საწოლიდან სწრაფად ავდექი მივალაგე და ჩავიცვი, გარეთ გავედი და დედას მივესალმე სამსახურში მიდიოდა, დედაჩემი საქართველოში ცნობილი ადვოკატია, მამა ადრე გარდამეცვალა ამიტომ, ვცხოვრობთ მე დედა და თედო.

საუზმეს მივუჯექი წინ კი თედო იჯდა.
-თედო რა ჯანდააბააა ყოველ დილით თავზე რომ არ დქმახტე ან წყალი გადამავლო ისე ვერ გავიღვიძებ?(გაბრაზრბული ხმით ვუთხარი თედოს)
-რავქნა ძილისგუდა პრინცესა ისე ვერ გაღვიძებ (სიცილით მიპასუხა მან)
-წამიყვან სკოლაში? თეკლასაც უნდა გავუაროთ ოღონდ
-რათქმაუნდა გარეთ დაგელოდები გამოდი
მაგიდიდან ადგა და გავიდა
ჰო თეკლა ჩემი დაქალია და კლასელიც.
5 წუთში გავედი თედო მანქანაში იჯდა წინ დავსკუპდი და თეკლას სახლისკენ გავეშურეთ ისიც მალევე ჩამოვიდა და თედომ სკოლაში დაგვტოვა.

სკოლა | სკოლაში ჩემი კლასელების ნახევარს ვერ ვიტან, ნახევარს რა რამოდენიმე ბავშვის გარდა არავინ მევასება, ეს რამოდენიმე ბავშვი კიდე, ლიზი ჩემი დაქალია, თეკლაც ასევე, ჩემი მეგობარი ლუკა,ნიკუშა, და სანდრიკო იყვნენ მაგათ ყველაზე მეტად ვუგებდი, ასევე გვყავს გოგონების ეგრეთწოდებული "pick me" სასტავი რომლებთანაც რათქმაუნდა არ ვურთიერთობ და ერთი ბიჭების ბონძღი სასტავი რომლების კლაასსში თუ არიან ვერც ვამჩნევ ხოლმე.
გავიდა როგორც იქნა 7 გაკვეთილი ლიზი ჩემთან მოდიოდა ამიტომაც სახლის გზას დავადექით.

სახლში ჩემი ძმის ბიჭბი დამხვდნენ : მათე, დაჩი, ლუკაჩო, და სანდრიკო. ყველა მათგანი როგორც ძმა ისე მყავს და ძალიან მიყვარს მათთან ყოფნა.                                                                    -ოოო პრინცესა მოსულაა! ლუკაჩო ჩემთან მოვიდა და თმები ამიჩეჩა.                                            -ლუკაააა კარგი რააა,ძლივს დასწორებული თმებიიიი! ამოვიბუზღუნე სიცილით.                  მაგრამ ახლა კიდევ ერთი რაღაც შევამჩნიე ლიზის დაჩის მიმართ მზერა აშკარად არ გავდა მეგობრულლს, ძალიან მოუხდებოდნენ ერთმანეთს, ჩუმად ჩამეღიმა. მე და ლიზის სამეცადინო გვქონდა და ჩემს ოთახში ავედით ბიჭებს კი გამოვემშვიდობეთ.



- Euphorymarigold🏹

ჩემი სიყვარული შენდამიWhere stories live. Discover now