მადლობა, რომ არ შეწყვიტე ჩემი ლოდინი.

135 16 8
                                    

თოთხმეტ მტკივნეულ წელს კიდევ ოთხი თვე დაემატა. ჯონგუკმა ჯინისგან გაიგო, თეჰიონის უხელფასო შვებულების და ამერიკაში გაემგზავრების შესახებ.

მას შემდეგ ერთხელ სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ისევ ის პასუხი მიიღო, რაც ისედაც კარგად იცოდა.

თეჰიონს დრო სჭირდებოდა... და ჯონგუკს ესმოდა მისი. მისცემდა იმდენ დროს, რამდენიც დასჭირდებოდა, მაგრამ ტკივილამდე მონატრებას ვერაფერს უხერხებდა.

თუმცა იმედი ჰქონდა, რომ შესაფერის დროს ყველაფრისთვის მზად იქნებოდა, მანამდე კი უნდა მოეცადა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, ამ გადამწყვეტ მომენტს რომელი მათგანი გადაურჩებოდა.

* * *

მისი ხმის გაგონება და მის სიახლოვეს ყოფნა სურდა. ოცნებობდა შესაძლებლობაზე, თუნდაც ერთი წამით მაინც შეძლებოდა თვალის მოკვრა, მაგრამ თეჰიონი საერთოდ სხვა კონტინენტზე იყო.

თუმცა აბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ერთ პლანეტაზე და ერთ დროში არიან.

- საბედნიეროდ ის არსებობს. - უთხრა ჰოსოკმა. მეგობარი ძალიან განიცდიდა ჯონგუკის მდგომარეობას. ჯონგუკს, თითქოს ამ ოთხ თვეში უფრო დაეტყო ასაკი, ჭაღარა ღერებიც კი გამოერია ყორანივით შავ თმაში. ახლა უფრო განიცდის, ვიდრე იმ თოთხმეტ წელში, რომელშიც დანამდვილებით არც იცოდა, არსებობდა თუ არა, ბიჭი წინა საუკუნიდან.

რამხელა შვებაა, არა? საყვარელი ადამიანი, იმ საუკუნეში ცხოვრობს, რომელშიც თვითონ.

შვიდი თვის შემდეგ, თეჰიონმა დაურეკა.

- ჯონგუკ... - ჯონგუკი თავიდან დაიბნა, მაგრამ არ ჰქონდა არაფერს მნიშვნელობა. არც იმას, რა იქნებოდა ამ ზარის შემდეგ და რას ეტყოდა თეჰიონი. მთავარი ეს წამი იყო, როცა დილის ოთხ საათზე, მან დაურეკა.

- გისმენ, თეჰიონ.

- მაპატიე, რომ გაგაღვიძე... მაგრამ ვეღარ მოვითმინე. მინდა ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდეს.

-კლონი- Donde viven las historias. Descúbrelo ahora