.ბრძოლა გადარჩენისთვის.

35 9 0
                                    

ლაჟვარდოვანი ცის ხედი ათასმა გასროლილმა ისარმა უმალვე გადაფარა.

ფენრირი  მარჯვედ დაუსხლტდა  თითოეულ მათგანს,მაგრამ მიხვდა რომ მახეში გაება.
ის კლდის კიდეზე იდგა,საიდანაც უზარმაზარი მდინარე წერტილივით მოჩანდა.

მისი მზერა ყველას აფრთხობდა.მხეცივით ქოშინებდა,იღრინებოდა.მზდევრები მის წინ ისე განლაგდნენ,რომ ქაოსის ღმერთს გასაქცევი გზა აღარ ჰქონდა.

მათ მშვილდები და ხმლები მოიმარჯვეს,მაგრამ ფენრირი მათ სათითაოდ დაერია.

ყვირილის ხმამ ტყის ყველაზე ძლიერი ხეც კი შეაკრთო.დაქცეულმა სისხლმა კი არე-მარე სასაკლაოს დაამსგავსა.

მან უსულო ნაფლეთ სხეულებსა და აბჯრებს ზედ გადაუარა.ხეობიდან ისე გავიდა უკანაც არ მოუხედავს.

უკანასკნელი ბრძოლა ახლოვდებოდა,მხეცი კი მით უფრო იზრდებოდა.

...

- ასტრიდ,მზად ხარ? - ეზეკიელი ასტრიდის წინ დადგა.მის პასუხს ელოდა.

ასტრიდმა საკუთარი რუნა გააქტიურა.ივას რუნა მას შესაძლებლობას აძლევს დაინახოს ადამიანის უკანასკნელი მოგონება.ამის გასაკეთებლად მოგონების მფლობელის ნივთზე შეხებაც კმარა.

ასტრიდს ხელში გუკის მოსასხამი ეჭირა.ოქროსფრად მოკაშკაშე თვალები მოსასხამს მიაპყრო.

- უჩვეულო ტყეს ვხედავ.ხასხასა ფოთლებით...ამაიაც მასთან ერთადაა.

ეზეკიელს ბრაზი ერთიანად მოაწვა,მისი თვალები სრულმა სიბნელემ მოიცვა.ხმისამოუღებლადაც იგრძნობოდა მისი შინაგანი ფორიაქი.

- გაემზადეთ და მე გამომყევით!

ბრძანება გასცა თუ არა პორტალი გახსნა,რომელმაც ისინი ტყეში გადაიყვნა.

...

მოსვლის წუთიფან ამაია გუკს ეჭვით უყურებდა,რადგან მისგან უარესს ელოდა.უკვირდა აქამდე რატომ არ სცადა მისი ბანაკში იძულებით დაბრუნება.ვერც იმას გრძნობდა,რომ გუკს საერთოდ რამე ჰქონდა ჩანაფიქრები,ამიტომ უბრალოდ მის ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა.

ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)Where stories live. Discover now