-1-🇺🇸

537 15 0
                                    

ზზზზზზზზზზზზზზ... 📳ტელეფონის ხმა. ისევ და ისევ ეს ხმა. დილის 7 საათია. ვიცი, რომ მაინც არ ადგება და ამ ხმის გამორთვა მე მომიწევს. ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ... სკამიდან ვდგები, ოთახიდან გავდივარ და დედას ოთახის წინ ვდგები. კარებს ვაღებ, ალკოჰოლის სუნს ვგრძნობ. ადრე გული მერეოდა, მაგრამ შევეჩვიე. ვეძებ ტელეფონს, რომელიც საწოლის ქვევიდან ანათებს. საწოლს ვუახლოვდები, ტელეფონს ვიღებ და მაღვიძარას ვრთავ, რომ გაჩუმდეს. ტელეფონის ეკრანს თვალი მოვაშორე და დედაჩემს შევხედე. არც კი ინძრევა. ისეთი ნასვამია, რომ... იქაურობას თვალი შევავლე. ოთახი, რომელსაც ყოველ დილით ვალაგებ სამსახურში წასვლამდე, მეორე დილით ყოველთვის არეული მხვდება. ალბათ არც უნდა ვალაგებდე, მაგრამ დედა სისუფთავის მოყვარულია. სასაცილოა არა (არანაერი ემოცია)... ქალი, რომელიც ახლა ამ სანაგვეში წევს სისუფთავის მოყვარულია, მოყვარული... ამის ფიქრში დედას გამოეღვიძა. წყალი მოვუტანე, რომ ცოტა აზრზე მოსულიყო. დაველოდე... როცა წყლით სავსე ჭიქა მივაწოდე, აზრზე მოსახლელად ვიცოდი რაც მოხდებოდა. მან ოთახს გახედა. გაბრაზებულმა შემომხედა და ჭიქა პირდაპირ თავში მესროლა.

დედა - უმადურო. ამდენს ვწვალობ, რომ სახლში ორი ლუკმა გვქონდეს... სახლის მოწესრიგება რით ვერს ისწავლე.

ავტორი

საწოლიდან ადგომას ცდილოდა, მაგრამ თავი საშინლად სტკიოდა, თუმცა ყვირილს მაინც არ წყვეტდა. ბოლოს ელისაბედი ადგომაში დაეხმარა. მაგრამ მან ის მოიშორა. სიგარეტს ხელი დაავლო აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.

ელისაბედი

მას ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს დღეც ისევ ისეთი ქინებოდა, როგორც სხვა დღეები იყო. არაფრით განსხვავებული. ისევ ჩხუბი, ტირილი, ხვეწნა, მუდარა, ტკივილი და სიჩუმე. ამ ყველაფერში სიჩუმე ყველაზე მეტად მიყვარს. ამ ფიქრის დროს მას შევხედე, შემდეგ ოთახს და დავიწყე ბოთლების შეგროვება. 17 წლის ვარ. დღემდე მინდა, რომ ქალმა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა და ქალს, რომელსაც დედას ვეძახი ერთი თბილი სიტყვა მაინც მითხრას. ალბათ ბევრს ვითხოვ.

პოლიციელი და მაფიის ბოსი (დასრულებული)Where stories live. Discover now