ნოველა, მე და მამა

6 1 2
                                    

17.06.2023

დილას სასწავლებელში მივდიოდი ჩემს მეგობართან ერთად . სახში მარტო დავტოვე და წავედი.განა გულით ვერ ვხვდებოდი?ვხვდებოდი,არმოვბრუნდი?
არმოვბრუნდი.მახსოვს ივნისის 17 რიცხვი იყო,ცხელი მზიანი,მხურვალე ამინდი,სახლიადნ გავედი და გრილ სადარბაზოში მწვანე თვალის მომჭრელი ბრეტელიანი მაისურით და შავი მუხლებამდე შორტით მივაბიჯებდი.

უკვე გაჩერებას მივუახლოვდი და ჩემ პატარა გოგონასაც აივანზე ვხედავდი,არა გული მიგრძნობდა რაღაცას,მაგრამ არ გავჩერდი ვიფიქრე ღმერთმა არმგონია ,ის ვიღაცა წამართვას ვინც ასე მჭორდებათქო,იცით როგორ ესმოდა? იცით როგორ მკოცნიდა?
-იცით,ან შეიძლება არც იცით,ვინიცის...

სასწავლებლიდან გამოვედი და რაც ძალა მქონდა მალე მივედი სახში.
დავუძახე.

-დე,ბასუ
-სიჩუმე
არც ფარდასთან დამხვდა მიძინებული არც კარებთან ბედნიერი,რომ მივდიოდი რომ უხაროდა.
- ღმერთო არა რა გეხვეწები
გულში ვიმეორებდი და მჯეროდა ასეთი რამე არც უნდა წარმომედგინა

აივანს მივუახლოვდი და აი ჩემი პატარა
ყავისფერი თვალები მზეზე განათებოდა ,ოქროსფერი ბეწვი უბრწყინავდა და ქარზე ოდნავ ერხეოდა .ფილებზე იწვა თვალ გახელილი,არ ახამხამებდა,კიდევ დავუძახე

-დეზიკო,მოვედი
ვერ გაიგო ,აზრი არქონდა უკვე პატარა ანგელოზი იყო ,ძალიან პატარა...

მალეგე გავუსინჯე მლაშე სითხეს გემო და ჩემს ლურჯ პატარა ოთახში გავიქეცი,კედელთან ჩავიკეცე და ყვირილი ავტეხე.

პატარა 13 წლის გოგო ვიყავი  12 წელს 2-3 თვეც არიყო რომ გადავცდი,რაუნდა მექნა ,მე არვიცოდი,მარტო ვიყავი,მარტო სახში ,მე და ჩემი ანგელოზი.

მაშინ მამასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია,არც ცუდი,უბრალოდ მოკლე საუბრებით შემოვიფარგლებოდით.მამა გამახსენდა,ჩემი მამიკო, 13 წლის გოგოს იმდროს მამას ჩახუტება უნდოდა მხოოლოდ და მხოლოდ მამასი...
დავურეკე ...
ერთი ზარი...
ორი...
და მესამეზე მპასუხობს

-მა..ხმა მიწყდება
ჩუმათ არის
-მა ღმერთს რა დავუშავე?
მამა ჩემი ოქროსფერი არსება გამიფრინდა მა,რა დავაშავე ჰა? ვყვიროდი და ველოდი ,ველოდი მამას ხმას
-დამელოდე და მოვალ  არ შეგეშინდეს,
მგონი ასე მითხრა.

ფანჯარასთან სულიაკვეთებით ველოდი მამას და ოთახიდან ფეხს ვერ ვადგავდი იმის შიშით რომ სანახაუბა რომელიც ასე მტკენდა კიდევ არ მენახა.

თეთრი დაბალი მანქანა დავინახე თუარა პარკინგზე გავიქეცი,მამაჩემთან

-მამა აქ ვარ,ხელი დავუქნიე

ჩემსკენ წამოვიდა ჩავიკეცე ,ჩემი მამიკო მე რომ ასე მიყვარდა მოვიდა და ჩამეხუტა,მთელი გულით ჩამიკრა გულში და მამშვიდებდა,ჩაწითლებულ თვალებს,დასიებულ ლოყებს ცერა თითებით მიწმენდდა,დედასაც დავურეკეთ და დაველოდეთ,ქალაქ გარეთ იყო .

00:00 რომ გადაცდა შევძელი და ღამე უკვე მისაღებში გავედი,ოქროსფერა თავის გზაზე ყავდათ წაყვანილი და მიწაში ეძინა,არადა სიცოცხლე უყვარდა ,პატარაას.

გავედი მისაღებში და მამაჩემს მივუწექი მდივამზე,ემოციებისგან დაღლილი ვეღაცრ ვტიროდი,ძალა არ მქონდა.

მახსოვს მამა როგორ მისმევდა თავზე ხელს მაგრამ ხმას არ იღებდა,იცოდა რაც მჭორდებოდა,უბრალიდ სიჩუმე,მხოლოდ მე და მამა რომელიც ველოდით დედას.

მამას მოშიშვლებულ მკერდზე თავი გავასწორე და ვიგრძენი როგორ გადმომიგორდა  უხმოდ ცრემლი,მამას კანს დაეცა,

-განა არიგრძნო? იგრძნო,მაგრამ ერთხელაც არ შერხეულა,არც ის უთქვამს ნუღარ ტირიო,უბრლადო სუნთქავდა და მესმოდა მისი სუნთქვა მას კი ჩემი, არ ვლაპარაკობდით მაგრამ ერთმანეთის იმაზე მეტად გვესმოდა ,ვიდრე ოდესმე სიტყვებით 

მინდოდა ეს გამეზიარებინა,ჩემი ცხოვრების 1 ნაწილი🙏🩷 მთავარი არა დაკარგული არსება არამედ მამა რომელმაც იმდროს სულ სხვანაირად გამიგო))

ცრემლით ესმოდა ჩემიWhere stories live. Discover now