ზამთრის სუსხიანი ღამე იყო, ვინ იფიქრებდა ამ ქარსა და სიცივეში გარეთ გასვლას? მაგრამ ბიჭი მარტო დააბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩებში. მას არ ეშინოდა ნარკომანების რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შესაძლოა შეხვდროდა მას, მას არ ეშინოდა სიბნელის, მას არ ეშინოდა მარტო ყოფნის.
ერთადერთი მისი საფიქრალი მამის მწარე სიტყვები იყო რომელიც ასე უჭამდა და ღრღნიდა მის პატარა გულს.ფიქრებში გართული ისე იყო არც კი იცოდა სად მიდიოდა, ეძინებოდა მაგრამ არც სახლში მისვლა უნდოდა. თითქოს რაღაცას გამოექცა..
უეცარი დამუხრუჭება
ანთებული ფარები
ხმამაღალი შეკივლება
და მანქანასთან ჩაკეცილი ბიჭი რომელიც ჯერ ისევ თავში იშენდა ხელებს.სწრაფი ნაბიჯით გადმოვიდა ახალგაზრდა, კარგი შეხედულების ბიჭი, მამაკაცსაც ვერ ვიტყვით სულ ოცდაორი წლის თუ იქნებოდა. მანქანასთან დამხობილ ბიჭს მიუახლოვდა და სცადა გაგება ვინ იყო. უცნობი მის შეხებაზე შეკრთა ზიზღით შეხედა და მისი თავისთვის ხელების დაშენა განაგრძო.
რა უტრიალებდა ან ერთს ან მეორეს ვერ გაიგებთ.
შავთმიანმა უცნობი ხელში მალევე აიყვანა და მანქანაში მისი ყვირილის მიუხედავად ჩასვა.
გზა განაგრძო უცნობს მალევე ჩაეძინა. საჭესთან მჯდომმა ღიმილით გახედა.მალევე მივიდა სახლში, უკნიდან უცნობი გადმოიყვანა, არ გაუღვიძებია ნელა აიყვანა ხელში და სახლში შეიყვანა. ყველას გაოცებული სახე დააიგნორა და იმ ოთახში დააბინავა სადაც თვითონ იყო. სველი ტანისამოსი გახადა თავისი სპორტულები ჩააცვა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა, არ დავიწყებია გადაფარება.
ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და ისევ ქვევით ჩავიდა, რადგან მათი ინტერესი დაეკმაყოფილებინა, მოკლედ მოყვა რაც მოხდა და რატომაც მოიყვანა ბიჭი აქ.
ნუთუ ისაა? - ტანდაბალი ბიჭის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
თანხმობის ნიშნით შავთმიანმა თავი დაუქნია. ამჯერად ლაპარაკში ქერათმიანი ჩაერთო
YOU ARE READING
ერთი ნაბიჯით შორს.
Romance--- გაგიგიათ სიყვარულსა მოციქული რაგვარ წერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ ცან ცნობანი მიაფერენ! სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ, შენ ჯერ არხარ უსწავლელი კაცნი ვიმცთა შევაჯერენ!