გუკმა თვალები ამაიას მკლავებში გაახილა.მწველმა მზემ შეაწუხა,მხედველობას უბუნდავდა.მას კი ამაიას სახის დანახვა სურდა.როდესაც მხედველობა გამოუსწორდა,ამაიას ხელები შემოჰხვია და მადლობა გადაუხადა.
- მართალია ცუდად დავიწყეთ,მაგრამ ვხედავ,რომ ახლა მენდობი. მადლობა...გულწრფელად გეუბნები. - მის სახეზე მშვიდი და სანდო ღიმილი გამოისახა.ამაიამაც ღიმილით უპასუხა,თუმცა მისი ღიმილი გუკისაზე მკრთალი იყო.
გუკმა ხელი არეზის ზურგს გადაავლო,მოეფერა.ვერ ითმენდა,როდის გადაეხვეოდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს,მის ერთგულ მცველს,რომელსაც პატარა გუკი ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩააბარა მის მფარველობაში.
ისინი მინდორზე დაეშვნენ.ირგვლის მიმოფანტულ ნაირფერ ყვავილებს შორის ყოფნა მშვენიერი იყო,თუმცა აქ ვერ შეყოვნდებოდნენ.
- მთაში ადგილი ვიცი,სადაც კარგად დავიმალებით. - სამივემ მაღალ მთას ახედა,რომელიც უზარმაზარი იყო.
ისინი მალევე დაიძრნენ მთისკენ,ახალი სახლისაკენ.
...
- ნუთუ მეტი არ შეგიძლიათ?! - ფენრირი ბანაკში თავისუფლად მოძრაობდა,თითქოსდა ის უკვე მისი გამხდარიყო.
დანარჩენების თვალწინ ნელი ნაბიჯებით დადიოდა,მისი დომინანტური მზერა თითოეულისას ხვრეტდა.მისი თვალებიც უწინდებურად ჯოჯოხეთურად ანათებდნენ.
- ჩვენ მეტნი ვართ ფენრირ,ყველაფერს გავაკეთებთ და მაინც დაგამარცხებთ.
ეზეკიელი ცდილობდა სიტუაცია მისთვის სასარგებლოდ წარემართა,თუმცა თავადაც იცოდა,რომ ფენრირს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა.
ფენრირი ახლა ეზეკიელს უყურებდა.ხმას არ იღებდა,ის ეზეკიელზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა,გონებაში შეღწევა ხომ მისი მთავარი ნიჭი იყო.
როდესაც შეხედეს,რომ მხეცი მათ ლიდერზე მოქმედებდა,ყველა შეტევაზე გადავიდა.
YOU ARE READING
ᴅɪᴠɪɴᴇ ᴘᴜʀᴘᴏꜱᴇ:ᴛʜᴇ ʀᴇᴅ ᴍᴏᴏɴ (დასრულებული)
Fanfictionამაიას ცხოვრება სამუდამოდ კარგავს წარსულის იერსახეს,როდესაც ის ნახევარღმერთების ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, წინასწარმეტყველების აღსასრულებლად. "მისი რევანშით სავსე თვალები,თითოეულ მწარე დაღრინებასთან ერთად,ზიზღით ანათებდნენ."