Part 8

129 8 0
                                    



სანამ კესო და თორნიკე ნუთელას გემრიელად შეექცეოდნენ, გაბრიელი აივანზე ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა. სახეზე ეტყობოდა, რომ მეორე ხაზზე მყოფი პიროვნება, ისეთ რამეზე ესაუბრებოდა, რომ გულთან ახლოს მიიტანა.

მალევე შევიდა შიგნით და ბოდიშის მოხდით განაცხადა, რომ წასვლა უწევდა.

-- გაგაცილებ.- პირგამოტენილმა თორნიკემ სასაცილოდ დაილაპარაკა და სკამიდან წამოდგა.

-- კარგი, თან რაღაცის თქმა მინდა, ჯობია ცალკე ვისაუბროთ.- თქვა გაბრიელმა, კესოს თვალი ჩაუკრა და გასასვლელი კარისაკენ დაიძრა.

კესომ კი მხოლოდ თვალები გადაატრიალა და გაბრიელს არც კი გამოემშვიდობა, იქვე კრესლოზე ჩამოჩდა და თვალები საყვარლად მოისრისა.

თორნიკე გაბრიელს უკან გაჰყვა და სადარბაზოში გავიდნენ. ერთი წუთი ინტერესით უყურებდნენ ერთმანეთს და ხმას არ იღებდნენ, შემდეგ სიჩუმე თორნიკემ დაარღვია.

-- აბა, რაზე გინდოდა ლაპარაკი?

-- გიორგის შეყვარებული ჰო იცი? მარი.

-- კი, რახდება?

-- რახდება და დაშორდნენ, სულელები. ჰოდა რამენაირად უნდა შევარიგოთ. არცერთი არ სცემენ ხმას ერთმანეთს, თუ პირველი ნაბიჯი რომელიმემ არ გადადგა სუ ესე გააგრძელებენ და ბოლოს ვაფშე ერთმანეთს შეიძულებენ. ჰოიცი როგორი ჯიუტია ორივე? მაგრამ გიოს ბრალი რო იყო ეს ცხადია.

-- მე კიდე მიკვირდა ორივეს ცხვირ-პირი რო ჩამოსტიროდათ და ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს. მეგონა მორიგი წაკინკლავება იყო და მერე შერიგდებოდნენ. რა მოხდა რატო დაშორდნენ?

-- მარი და თავისი ნათესავი ბიჭი ერთად ყოფილან გასულები გარეთ, ჰოდა გიოს დაუნახია, უეჭვიანია და გაბრაზებულა, არ გაარკვია ისე მისულა და უჩხუბიათ. მარიმ კიდე შენ მე არ მენდობიო და ესეთ ურთიერთობას, მირჩევნია საერთოთ დავშორდეთ ერთმანეთსო.

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now