Part 9

126 9 3
                                    



საღამოს ფილმის ყურება გადაწყვიტეს. ბევრი ეძებეს და ვერ მიაგნეს საინტერესო კინოს, ვერც ჟანრზე ვერ შეთანხმდნენ. მაგრამ ბოლოს საშინელებათა ფილმი აირჩიეს. კესო წუწუნებდა თავიდან მაგრამ თორნიკეს დაჟინებით მოუწია რომ მაინც ეყურებინა.




-- თორნიკე იცოდე ღამე საპირფარეშოში გასვლა რომ მომინდება, გაგაღვიძებ და გამომყვები!- თქვა კესომ, თორნიკეს მხარი გაკრა და მდივანზე მოწყვეტით დაეშვა.




--კიდევ რა გნებავთ ქალბატონო კესო? ბარემ ჰო არ გადაგაყენოთ?- ჩაეცინა თორნიკეს.



-- მაგას ფილმის ყურების მერე გადავწყვეტ, ჯერ ვნახავ რამდენად შემეშინდება.- დაეჭყანა და პლედი მიიფარა.-- რას ელოდები? ჩართე და დაეგდე ვუყუროთ.- თქვა და ხელი მის გვერდით მდივანზე დაატყაპუნა.





თორნიკეც გვერდით მიუჯდა, პლედი თვითონაც გადაიფარა და ფილმიც ჩართო რენდომულად. რადგან ვერ გადაწყვიტეს კონკრეტულად რომელი კინო აერჩიათ, ხელი ჩაიქნიეს და რაც იქნება იქნებაო, ისე ჩართეს.

სიმართლე გითხრათ ისეთი ფილმი აღმოჩნდა, შიშისგან ერთმანეთ ეკროდნენ და არ მოშორებიან. კი, ორივეს ძალიან ეშინოდა, მაგრამ თან ერთმანეთს დასცინოდნენ სახის მიმიკებზე და უცბად წამოხტომის რეპლიკებზე.




-- ჯანდაბა თორნიკე! მოჩვენებების ასე ბავშვობაში არ მეშინოდა და ახლა რამის გამეპაროს! რა გინოდა? ჩაგვერთო რამე კომედია! დებილო.- თან იბღვირებოდა და თან შიშისგან ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს იშორებდა.





-- რას ბურტყუნებ ბებერი დედაქალივით კესო? თუ კესო ბებო დაგიძახო?- დასცინოდა თორნიკე, მაგრამ მერწმუნეთ, ისიც არანაკლებ დღეში იყო.



-- თორნიკეეე! რა ნერვის ჭია ხარ!



-- თუ არ გაჩუნდები, არც ღამე დავწვები შენთან და არც გამოგყვები საპირფარეშოში, მერე იდექი შორიდან და მიყურე ეგრე.




Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now