Part 15

97 6 0
                                    



რადგანაც კესომ გადაწყვიტა ეს ამბავი მოეყოლა, ყველანი სულგანაბულნი შეჰყურებდნენ, მის გარშემო მოკალათდნენ და ყურებდაცქვეტილნი ელოდნენ მისი საუბრის დაწყებას.

კესომ ღრმად ჩაისუნთქა, დარწმუნდა იმაში რომ ყველა მზად იყო მოსასმენად და ნელი, ჩუმი ტემბრით დაიწყო მოყოლა.



-- მეოთხე კლასში ვიყავი ეს ამბავი რომ თავს გადაგვხვდა. ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული სხვა დღეებისგან. სახლში მხოლოდ მე, დედა და თორნიკე ვიყავით. მამა პოლიციელი იყო, დედა ინჟინერი. დედამ ადრე დაამთავრა სამუშაო საათები, სახლში მოვიდა, მოავლისას შევამჩნიე რო რაღაც რიგზე არ იყო, რატომღაც თითქოს ალეწილი სახე ჰქონდა. თორნიკეს უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდა გაეგო რა ხდებოდა, ვინაიდან მაშინ მეცხრე კლასში იყო. მაგრამ არც თორნიკეს უთხრა დედამ რა ხდებოდა. ერთი კვირა ცუდად ვიყავი, გავცივდი და დასუსტებული ვიყავი. უჭმელობის გამო ექიმსბი ვარაუდობდნენ რომ შეიძლება ძვლების დაშლა დამმართვნოდა. ამის გაგების შემდეგ დედამ შვებულება აიღო და გვერდიდან არ მშორდებოდა. წამლწბი გამომიწერეს, ვმკურნალობდი. ერთი თვის განმავლობაში მამა სახლში არ დაბრუნებულა. მე და თორნიკე უკვე ეჭვის ქვეშ ვაყენებდით ყველაფერს. დედას და მამას ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, იმას ვერ ვივარაუდებდით რომ იჩხუბეს. პირველ რიგში მათი ჩხუბი გამოვრიცხეთ. დიდი ფიქრისა და ძიების შემდეგ მაინც ვერ გავარკვიეთ რა მოხდა. ერთ საღამოსაც მამამ დარეკა. გავიგეთ დედას აკანკალებული ხმა თუ როგორ ეუბნებოდა რომ კარგად ვიყავით და არაფერი საფრთხე არ გვემუქრებოდა. მეორე დღით მამა დაბრუნდა. რათქმაუნდა გაგვიხარდა, მაგრამ ისე არ იქცეოდა როგორც მას ჩვეოდა. სახეზე ფერი არ ედო, ეტყობოდა რომ რაღაცაზე ზედმეტად ნერვიულობდა. საუზმის შემდეგ სხვა ოთახში გავიდნენ, კარები მოკეტეს და ალბათ იფიქრეს, რომ ვერაფერს გავიგებდით, მაგრამ რა იცოდნენ რომ ჩუმად ვუსმენდით და ყველაფერი გავიგეთ... აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მამას კოლეგამ და მამაჩემმა, შემთხვევით მათი უფროსის საუბარი მოისმინეს. არ ვიცი რა ისაუბრეს და რა მოხდა, მაგრამ ის ვიცით რომ ეს ნამდვილად დიდი საიდუმლო იყო. ამ ამბის გამო უფროსმა დაშინებები დაუწყო ორივეს ოჯახის ამოხოცვით. მათაც მისი ბრძანებების შესრულება უწევდათ. ეს ყველაფერი დედა უამბო მამა. მართლაც საშინელი საქმეების კეთება უწევდათ, 3-ჯერ მათი უფროსის ნათესავის ციხიდან გათავისუფლებაც მოუწიათ, ეგ კაცი კი ბავშვებისა და ახალგაზრდა ქალების გაუპატიურების მცდელობისა და მკვლელობისთვის იყო დაკავებული. მოკლედ ბევრი მსგავსი რამ. დიდად რომ აღარ გამიგრძელდეს საუბარი, ეს ავტოკატასტროფა ბედისწერა არ ყოფილა, ეს ყველაფერი მამაჩემის უფროსმა ჩააწყო და მისი წყალობით დღეს-დღეობით მშობლები აღარ მყავს. და იცით ყველაზე საშინელი და სატანჯველი რა არის ჩემთვის?- თქვა კესომ და თვალებიდან მისდა უნებურად ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა.-- ის, რომ არც მათი სურნელი და თბილი ჩახუტება მახსოვს... და აღარც მათი ტკბილი ხმა რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და მენატრება....


Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now